მაგარი
ბრადიაგებით დაწყებული და ჩვენი კოტეჯების მფლობელით დამთავრებული ვინც გავიცანი ყველა ჯიგარი. ბომჟები გავიცანი სტოკჰოლმის პარკში რაღაც ვკითხე, ლუდი უთავდებოდათ და მე და შვედი ლეიფი წავედით ალკოჰოლის მაღაზიაში. იქ იყო კიდე კაიფი, როგორი გაბრაზებული სახით შეხედა გამყიდველმა ზურგში უნდა გენახათ, ტურისტს ფულს ახარჯინებსო

მივედით ამ ლუდებით და დავიწყეთ დალევა. ლეიფმა ერთი დალია და სადღაც მოხია. მე და ფინელმა ანუმ დაღამებამდე გავაგრძელეთ. მერე უცებ ადგა და "მეტრომანს" მაწვდის, ეს დაგჭირდებაო პროსტა ფული არ არისო ზედო, წამო მეთქი შევავსოთ, არა მე აქვე ვტრიალებ და თუ რამეა სხვას დავითრევო. და ზედმეტი დამშიდობებების და კარდაბალეტების გარეშე ჩუმად წავიდა. მევასება ეგეთი ჩუვაკები.
სიჩუმეა კიდე რაღაცნაირი შვედები სადაც ცხოვრობენ ქალაქგარეთ, სხვა პლანეტაზე გეგონება თავი. ფანჯარაში შანსი არაა ვინმეს თვალი მოკრა, არადა სამივე მანქანა სახლთან აყენია ანუ ყველა სახლშია. როდის გადიან სახლიდან და როგორ შედიან ვერ გაიგებ. სირიელები ღუნავენ პროსტა ტვინს, იმ დღეს დენიკინის დროინდელ მიკროვალნოვკას ორი კაცი მძლივს მოათრევდნენ, აქვე ვიღაცა მეზობელს მოპარეს ამ ჯიშ#####ულებმა.