luxemburgerთურქეთის მხარე არ ითხოვს მანქანიდან გადმოსვლას, აი ჩვენსკენ კი დავბრუნდით შევარდნაძის ეპოქაში სამწუხაროდ

ეხლა კი დაპირებული მოთხრობა ჩემი თურქეთში მანქანით მოგზაურობის შესახებ
გავედი დილით თბილისიდან და 2 საათზე ვიყავი სარფის საბაჟოზე, სადაც რიგი არ დამხვდა და უპრობლემოდ გადავედი 10-15 წუთში
მანქანა დაზღვეული მყავდა რის გამოც თურქულ მხარეს დაზღვევა აღარ მომთხოვეს (ჩემმა მეგობარმა შეიძინა 60 ლირად)
დავადექით გზას კაბადოკიისკენ სადაც გორემეში დაჯავშნილი მქონდა სასტუმრო
ტრაბზონთან არ მისული ჩემმა ნავიგაციამ მაჩვენა რომ გზა უფრო მოკლეა და შემიძლია ოფ-ში გადავუხვიო და მთებით გადავიდე მაგრამ მწარედ შევცდით, აღმოვჩნდი არაბულ წარწერებიან რაღაც პატარა კურორტზე ტბასთან ბაიბურთ-თან ახლოს სადაც გზაძალიან გაფუჭდა და ამის გამო გადავწყვიტე მეკითხა და მივადექი მიკროავტობუსის მძღოლს რომელაც რომ ვკითხე გორემესკენ როგორ გამეგრძელებინა გზა ყვირილით "ტერორ-ტერორ" გადმოხტა მანქანიდან და მანიშნა რომ დაუყოვნებლვ მოვტრიალებულიყავი და უკან წავსულიყავი, ოფ-იდან გავლილი მქონდა დაახლოებით 80 კმ და მეც დავუჯერე ამ ხვთისნიერ კაცს და მოვტრიალდი

ასეგადავრჩი ვინიცის რისგან და დავბრუნდი უკან, გზა უკვე სიფრთხილით გავაგრძელე და ტრაბზონიდან გადავუხვიე სივას-ისკენ მაგრამ გადავწყვიტეთ გვეკითხა პრობლემების შესახებ ამ გზაზე
ვიკითხეთ და აღმოვაჩინეთ რომ ეს ტერიტორიაც არ იყო უსაფრთხო ღამით და გვირჩიეს სამსუნის გავლით ცენტრალური გზებით წავსულიყავით (ჯერ კიდევ არ გვქონდა ინფორმაცია დატყვევებული მძღოლების და დამწვარი ტრაილერების შესახებ)
ასეც მოვიქეცით და სამსუნის გავლით წავედით, გზა მშვენიერი, ბუნება უცხო და ხრიოკი მარა რაღაც პონტში ლამაზი მთებით
დილით ვიყავით ადგილზე გორემე-ში სადაც ზღაპრული გარემო დაგვხვდა, თავისი მომნუსხველი მთებით და კლდეებით, თავი შუასაუკუნოვან ეპოქაში მეგონა
ძალიან დადებითი აურა დაგვხვდა, სასტუმრო სუფთა და თავაზიანი პერსონალით "მატიანასოს" გირჩევთ თუ წახვალთ
აქედან წავედით პამუკალე-სკენ, სდაც მშვენივრად გავერთეთ, ცხელი წყლის აბაზანებში ვიჭყუმპალავეთ და მოვიარეთ იქაურობა
თუ ვინმე წახვალთ იცოდეთ: დადიხარ ფეხშიშველი, მოთხოვნაა ასეთი, ძალიან სლიპინა კლდეებია და ფრთხილად იყავით, ჩემ თვალწინ მოიტეხა რამდენიმე ტურისტმა კიდურები, ჩვენ გადავრჩით, თურმე ხშირია მსგავსი შემთხვევები
აქედან უკვე 200 კმ- იყო კუშადასამდე და უცებ ჩავედით, როგორ არ მომეწონა ეს კურორტი, ზღვა და ყველაფერი,, საბერძნეთის მერე, რაც იქ დამხვდა ჩემი სასტუმროს გარდა რომელიც ინგლისელების მართვის ქვეშ იყო ნუ დამაწერინებთ, მეპირადად მეორედ თურქეთში აღარ წავალ, იქაურების საშინელი უკულტურობის და დამოკიდებულების გამო
მადლობა ღმერთს შემოგარენიმაინც აქვსკარგი და დიდი სიამოვნებითმოვინახულეთ ეფესი, ცალკე საუბრის თემაა ღვთისშობლის სახლი რომელიც ჩემდა გასაოცად ტაძრად იყო შემონახული და მანამდე ნანახი ეკლესიებისგან განსხვავებით არ იყო გადაკეთებული და მინარეთი არ ქონდა მიშენებული