კოლიზეუმში, ფორუმში, ვატიკანში და სხვა ღირსშესანიშნაობებში რა ღირს შესვლა თუ იცით? ან რამე მთლიანი აბონიმენტი თუ არის ყველგან რომ შედიოდე?
ბარემ ჩამოვწერ რამდენიმე კითხვას და იქნებ მიპასუხოთ ვისაც გექნებათ გამოცდილება.
ოქტომბერში მივდივართ იტალიაში სამნი და გვინდა ვნახოთ მილანი (1 დღე), რომი (2-3 დღე) და ვატიკანი 1 (დღე):
1) booking.com-ზე ვნახულობ სასტუმროებს 3 საწოლიანი ოთახებით 50-60 ევროთ ჯამში რაც კაცზე 20-25 ევრო გამოდის, ძალიან იაფი მეჩვენება და რაშია საქმე?
2) რომა პასის ყიდვა 36.5 ევრო ჯდება ხო? როგორც გავიგე 2 მუზეუმში შედიხარ უფასოდ და + ფაბლიქ ტრანსპორტიც უფასოა და ეს უკანასკნელი განუსაზღვრელი რაოდენობით თუ რამე ლიმიტია? კიდე როგორც წავიკითხე ამ რომა პასით 2 მუზეუმის შემდეგ კარგი ფასდაკლებებიაო და მაინც რამდენია დაახლოებით ეს ფასდაკლებები?
3) ჭამა რა ჯდება დაახლოებით დღეში ამ ქალაქებში? ჩვეულებრივად რომ იკვებო რა, სტუდენტურად
4) ჰო და რაც მთავარია, აქედან ქუთაისი - მილანით მივფრინავთ და იქიდან მიუნხენი - ქუთაისით და რამე პრობლემა ხო არ იქნება საზღვარზე იტალიაში?
This post has been edited by irakli_f1 on 19 Jun 2017, 17:38