evаlotaვიყავი კი

დაპირებული აფდეითის ამბავი არ მახსოვდა, ბოდიში

მოკლედ მილანზე როგორც უმეტესობისგან მსმენია, დიდი მოლოდინი არც მქონია (ქალაქზე) და განსაკუთრებული არაფერია ნამდვილად.
დუომომ შიგნიდან აღმაფრთოვანა და გადამრია (გარედანაც ძალიან ეფექტურია) ,მაგრამ შიგნით რაღაც სასწაული იყო, თან კვირა დღეს დავემთხვიეთ და წირვა თუ რაღაც პროცესი იყო, გალობა, ლოცვის კითხვა დაემთხვა და მაგან საერთოდ გამაგიჟა.
მე ვისურვებდი რომ უკეთ დამეგეგმა სანახავი ადგილების სია წინასწარ. კი ვიცოდი მონახაზი რაც უნდა მენახა,მაგრამ ვიღაცას რომ ერჩია რაღაცები, ბევრად მეტს ვნახავდი ალბათ.
მოკლედ მილანში რისი ნახვაც მოვასწარი ეს იყო-დუომო შიგნიდან,და ზემოთაც ავედი. იქვეა გვერდით მუზეუმიც (ბილეთის ყიდვისას იყიდე 72 საათიანი ბილეთი (12 ევრო ღირს), რომელშიც ბევრი რამე შედის. დუომოში გაითვალისწინე რომ მოკლე კაბით და ბრეტელებიანი მაისურით ვერ შეხვალ

მე ეგ არ ვიცოდი და ამიტომ მეორე დღეს მომიწია დათვალიერება)
ასევე შეგიძლია ნახო მილანში
Castello Sforzesco
Arco della Pace
(ამ ორი ადგილის ნახვას თუ გადაწყვეტ, ახლოსვე ყოფილა Acquario Civico და თუ გინდა მანდაც შეირბინე (ამის არსებობა ახლა გავიგე

)
სამწუხაროდ საიდუმლო სერობა ვერ ვნახე,მაგრამ შემდეგ ჩასვლაზე მივხედავ მაგ ამბავს )))
ქალაქებს შორის გადასაადგილებელი ბილეთები წინასწარ იყიდე
მე ეგეც დამეზარა და გაძვირებული იყო ავტობუსის ბილეთები ადგილზე ყიდვისას
ფლიქსბასი ყველას ჯობია (ვიმგზავრე ევრობასითაც და ბას ცენტერითაც)
ხო გარდა მაგის, მუზეუმებში თუ აპირებ შესვლას, აუცილებლად წინასწარ იყიდე თუ დაჯავშნე, თორე მოგიწევს ჩემსავით სამ საათნახევარი აკადემიასთან რიგში დგომა და უფიცასთან გამიმართლა კიდევ ცოტა ხანი ვიდექი.
ორშაბათობით მუზეუმები არ მუშაობს და გაითვალისწინე ეგ.
ფლორენცია პატარა ქალაქია, ფეხით მოივლი, (შიდა ტრანსპორტი არც გამომიყენებია, მიუხედავად იმისა რომ ცენტრთან ახლოს არ ვცხოვრობდი)
ფლორენცია არის ქალაქი მუზეუმი, ყველა კუთხეში რაღაც ხელოვნების ნიმუშია

და უფიცის გალერეაში ხო საერთოდ, ყოველ ნაბიჯზე ქანდაკება,ნახატი,მოხატული ჭერი,ძეგლი,სურათი და ა.შ უსასრულოდ.
უფიცა საკმაოდ დიდია და ნახევარ დღეს თუ მაინც დაუთმობ კარგი იქნება.
ფლორენციაში აუცილებლად ნახე მზის ჩასვლა Piazzale Michelangelo- ამ ცნობილი ადგილიდან )))
დანარჩენი რავიცი, გზად შეგხვდება სხვა მუზეუმებიც (ლეონარდოსი, გალილეოსი და ა.შ.)
ფლორენციის დუომოსაც ვერ აუვლი გვერდს ))) (შიგნით შესვლა უფასოა)
გუმბათზე ასვლის ბილეთის ყიდვა მოგიწევს.
ნუ მაღაზია-აფთიაქები რომ 9 საათის მერე დაკეტილია იცი შეიძლება, თუ არადა მომზადებული იყავი მაგისთვის :დ
სუვენირებზე შემიძლია გითხრა რომ ვენეციაში რაღაცები გაცილებით იაფი ღირდა,ვიდრე ფლორენციაში
(არადა მე წინასწარ შემაშინეს რომ ვენეცია ძაააალიან ძვირიაო, და ფლორენციაში ვეცი ამ სუვენირებს :დ )
კვებაზე ბევრს ვერაფერს გირჩევ, იმიტომ რომ ჭამა ფაქტობრივად არ გვახსოვდა :დ
ვენეციას რაც შეეხება, ეგ უნდა ნახო შენით, მე რა უნდა გირჩიო და გითხრა არ ვიცი

საოცარი ქალაქია, სულ სხვა განზომილებაა
ვენეციის ბიენალე თუ გაინტერესებს (დაემთხვევი შენც და შეგიძლია ბევრი საინტერესო გამოფენა ნახო (ქართველების პავილიონიც მათ შორის) თუმცა რამდენად მოასწრებ 1 დღეში ვერ გეტყვი
ხო იქაური წყალი არ დამილევია, კი მითხრეს რომ არაა საშიშიო,მაგრამ მე თავი შევიკავე
არადა ძვირია წყალი
თუ რამე ისეთი გამახსენდა კიდევ მოგწერ

)
ავტობუსის ბილეთები ავტობუსში არ იყიდება

უნდა იყიდო იქ სადაც სიგარეტი იყიდება (ან აპარატებში)
მილანში უმჯობესია 1 ან 2 დღიანი ბილეთი იყიდო მეტროსი, თორემ ისე ძვირი დაგიჯდება თითო ჯერზე ყიდვა.
* * *
SELFკაი რაა, ფლორენციის 1 დღით ნახვას, ჯობია საერთოდ არ ნახოს ადამიანმა
მე პირადად რომი იმიტომ ამოვაგდე რომ 2-3 დღით რომში ჩარბენა მგონია უაზრობაა და სრული, მინიმუმ 5-6 დღე მაინც უნდა დაუთმო რომ მერე თქვა რომი ვნახეო

))
არ ვიცი, შეიძლება ვცდები