Beronameშარშან ვიქირავე მანქანა 6 დღით მილანის აეროპორტში. დავჯავშნე 6 დღით ადრე. რადგან 1-ლი შემთხვევა იყო, ავიღე ყველანაირი დაზღვევით რაც შეიძლებოდა ჰქონოდა, შესაბამისად არც თანხა დაუბლოკიათ, არც მანქანის დაზიანებაზე შეუმოწმებიათ ჩაბარებისას. მე ვიქირავე GOLD CAR -ში. იტალიაში ამათთან მეორედ არ ავიღებ მანქანას მაინც

. პირველ მანქანაზე ჩეკი ენთო, უკანა სავარძელზე ღვედი გაფუჭებული იყო. მე მირჩევნია ავიღო ან Hertz-ში ან Sixt-ში. პატარა კომპანიებზე უფრო ძვირია, მარა უფრო სანდოა. მილანის აეროპორტში მანქანის არჩევანი უფრო დიდი ჰქონდა Sixt-ს. პრავას რაც შეეხება ყველა გამქირავებელს პირობებშI უწერია რო ჩვენანაირი ქვეყნისთვის საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობა (110 გელა). წასვლამდე გავაკეთე, მარა რეალურად არავის ადგილზე არ მოუთხოვია. სანამ დაჯავშნი პირობები კარგად უნდა წაიკითხო. და მოემზადე რო 99% მანქან იქნება იტალიური. რა თქმა უნდა მანქანა უნდა აირჩიე შენი მოთხოვნებიდან, რამდენი ადამიანი, ბარგი და ა.შ.
გზებზე დადიან ჩვენააირად, ოღონდ ზებრაზე ფეხით მოსიარულეებს ატარებენ. კამერები არის ყველგან, მაგრამ ჯარიმა ჯერ არ მომსვლია საქართველოში. ამბობენ 3-4 წლის შემდეგაც შეიძლება მოვიდეს.
თუ დიდი ქალაქების დათვალიერებას აპირებ მაშინ არ გირჩევ მანქანას. ჯერ ერთი პარკირება ჭირს და მეორე აქვთ ZTL ზონები, სადაც საშვის გარეშე შესვლა ჯარიმდება, ZTL ზონას თითოეული მუნიციპალიტეტი ადგენს თვითონ. პარკინგი ძვირია, ასევე თუ ავტოსტრადას გამოიყენებ , მანდაც ფული უნდა გადაიხადო. ნავიგატორს 100-ზე არ უნდა ენდო.
მოკლედ თუ აპირებ მხოლოდ დიდი ქალაქების ნახვას მანქანას არ გირჩევ.
800 კმ-ზე დამეხარჯა 60 ევროს საწვავი, ავტომობილი ფიატ 500L, 1.3 დიზელი, მექანიკა.
პარკირება, ფასიანი გზები დაიხარჯა 80 ევრო დაახლოებით. ვერონაში 4 საათიან პარკირებაში 11 ევრო გადავიხადე

. ძირითადად ვსარგებლობდი უფასო გზებით.
სასტუმრო აუცილებლად უნდა ნახო პარკირება რო ჰქონდეს. ქალაქში სასურველია ჰქონდეს კერძო პარკინგი. მილანში სასტუმროს ჰქონდა ძაან მაგარი პარკინგი, 24 საათი 15 ევრო. ცენტრში არ იყო. ცენტრში უფრო ძვირია ადის 25 ევრომდე სუტკაში.
მანქანით მოძრაობისას საშუალება გაქვს დაჯავშნო სასტუმრო უფრო იაფად ან ქალაქგარეთ ან გარეუბანში.
2 კაცი თუ იქნებით, მანქანა უფრო ძვირი დაჯდება. ჩვენ 4 კაცზე დაგვიჯდა უფრო იაფი ვიდრე ტრანსპორტით გვევლო ქალაქებს შორის, გარდა ამისა დავათვალიერეთ ისეთი ადგილები სადაც მანქანის გარეშეც ვერ მიხვალ.
აქ ძალიან ბევრს ამოიკითხავ თუ რუსული გესმის:
http://forum.awd.ru/viewforum.php?f=559&si...a942aa88a50b3a7
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги