ჰაი 

მოკლედ, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ჩემი პირადი გემოვნებიდან.
ეხება 3 ქალაქს
ფლორენცია, ვენეცია და ბოლონია.
1-  საჭმელი იყო უგემური, ვერ ვჭამე წესიერი ვერაფერი. ჩვენი საჭმელი ბევრად გემრიელია ისევე როგორც სასმელი. ტკბილეული იხარეთ, ძალიან კარგი აქვთ 

2- ფლორენცია და ვენეცია 7 საათის მერე მკვდარია, უამრავი ტურისტია და ადგილობრივი ძალიან ცოტა. ვერ ნახავ ხეს ;დ სამაგიეროდ უამრავ ტურისტს და ქართველს ნახავ. ფასები ძვირია ყველაფერზე, განსაკუთრებით კვება. ვენეციაში იყო 2-3 მაღაზია სადაც 10+ ევროდან იწყებოდა მაისურები და ა.შ, დანარჩენი უაზროდ ძვირია. ბოლონია შედარებით ცოცხალი ქალაქია, ადგილობრივი იყო ძალიან ბევრი უფრო, სიცოცხლე იგრძნობა, მიდის გართობა საღამოს და ხალხიც არის. ყველგან ეწევიან და გულაობენ.
3- ვმოძრაობდით ძირითადად ავტობუსით და მატარებლით, შესაბამისად გვქონდა შეცდომებიც. ყველაფერი კარგად გაარკვიეთ და გამოკითხეთ. მაგალითად ბოლონიის სადგურზე 7 სადგომი არის ორი, არ ვიცოდით და ძლივს მივუსწარით მერე მეორე სადგომზე, არადა 1 სთ იქ ველოდებით პროსტა... ;დ 
დანარჩენი არ მახსენდება ისეთი არაფერი, თუ რამეა მკითხეთ და გეტყვით.
გადარეული არ ვარ, თუმცა ერთხელ წასვლა ღირდა.
პ.ს
შეიძლება ვინმემ ჩემზე უკეთ მოიარა და გამომრჩა რამე, ამიტომ მთლად ჩემს პოსტს არ ენდოთ.
ესეც რამდენი ფოტო.
ბოლონია 
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვენეცია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფლორენცია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა თქმა უნდა ყველა ფოტოს ვერ ვდებ.
სანახავი ბევრია.
აუცილებლად ნახეთ ფლორენციაში - Giardino di Boboli , Cathedral of Santa Maria del Fiore , Galleria degli Uffizi .   ამ სამით ყველაზე ძალიან ვისიამოვნე.