ივლისში რამდენიმე დღე უნდა ვიყო მონცაში, მილანთან ახლოს პატარა ქალაქია.
21-24 ფაქტობრივად თავისუფალი დრო მაქვს, მონცაში ბევრი არაფერია სანახავი.
დიდი ალბათობით მარტო ვიქნები და რა შეიძლება ახლომახლო ვნახო? ჩემით რაც მოვიძიე, დიდი ქალაქებიდან მანძილები და ა.შ. ეგ გასაგებია უკვე, მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს ახლომახლო რამე პატარა ლამაზი იტალიური სოფლები თუ არის, სადაც გასეირნება შეიძლება.
ახლა აღმოვაჩინე, რომ პირველად 1991 წელს ვიყავი იტალიაში, სკოლის მოსწავლე და ზუსტად მანდ ვყოფილვარ,იქვე ძალიან ახლოს პატარა ქალაქ გალარატეში

მოკლედ ვერ გავცდი იტალიაში მაგ ტერიტორიას.
თუ ვინმე ცხოვრობთ მანდ, უფრო მირჩევთ, რისი ნახვა შეიძლება. შორ მანძილზე წოწიალი მეზარება. მილანში თავისთავად წავალ. ბოლონიაა შედარებით ახლოს კიდევ.
მოკლედ უფრო მეტად პატარა, კოლორიტული ქალაქები და სოფლები მიზიდავს.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა