დაგიბრუნდით იტალიიდან ... ბედნიერი გაოცებული და ემოციებით სავსე

ცოტა გონს მოვალ და დავწერ შთაბეჭდილებებს
* * *
womanlyმე გავაკეთე ასე, დილით ადრე ჩავედი ვენეციაში ტრენიტალიათი სანტა ლუჩიას სადგურში და საღამოს 9:45 გამოვედი მეგაბასის ავტობუსით. ბილეთები ინტერნეტით იყიდეთ. გადის ტრონკეტოდან. people mover-ით გადახვალთ და იქვეა გაჩერება. საიტი
https://uk.megabus.com/ ტრონკეტო არის სანტა ლუჩიასთან; რომ გამოხვალთ სანტა ლუჩიადან მარჯვნივ წახვალთ და იქვეა. ბარგი ჩავაბარეთ 6 ევრო ღირს ერთი ჩანთა. და საღამოს 9 მდე შეგინახავენ. ანუ სანტა ლუჩიაში თუ ჩახვალთ იქვე ჩააბარეთ ბარგი, წინასწარ ნახეთ people mover საიდანაც გადის (1,5 ევრო ღირს ერთი კაცი ავტომატით იყიდით ბილეთს) და ბოლო გაჩერებაზე (სულ 2 ჯერ ჩერდება) ჩამოხვალთ. მატარებლიდან რომ გამოხვალთ მარცხენა მხარეს ბევრი ხალხი იქნება, მანდ ჩერდება ყველა ავტობუსი. სალაროები არ არის იქ. ამიტომ წინასწარ ინტერნეტით ჯობს ყიდვა. მეგაბასის wi-fi არის დაცინვა :დ მეტი არაფერი. დანარჩენს არ ვერჩი. ჩადის რომში ტიბურინაზე. მეტროსთან ახლოს ჩერდება ტერმინიმდე ერთი თუ ორი გაჩერებაა.