#45165738 · 14 Jul 2015, 20:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-zeppelin-
QUOTE | სამხედრო საქმიანობიდან გამომდინარე (რახან შენც დაწერე) აუცილებლად გექნებოდა შეხება სამხედრო დაზვერვასთან თუ არა და მაშინ ვერ გამოიყენეს შენისთანა დაკვირვების და ანალიზის მქონე ადამიანი. შესაძლებელია უშიშროების ჯარშიც გემსახურა მაგრამ მაგის შანსი 10%ია არც კი. |
დაზვერვაში არ მიმსახურია არ შეიძლებოდა, ვინაიდან მშობლები მოსკოვში ცხოვრობენ. რაც შეეხება ჭკუას და ანალზს ეს საქართველოს რეალობაში არ არის კარგი თვისება, ვინაიდან სულ პრობლემა მქონდა ზემდგომისგან, სულ ელანდებოდათ ჩვენი ადგილი უნდაო და მაგიტომ ეხმარება და ასწავლის ყველასო ))))) თან ხომ იცი ბოლო 25 წელიწადში მარტო ფასადის ფერები იცვლება ჩვენს ქვეყანაში, მენტალობაში და მსოფლმხედველობაში კი ერთ ადგილზე ვართ.
QUOTE | აუცილებლად გექნებოდა ბინების ყიდვა გაყიდვასთან დაკავშირებული საქმეზე |
არა. ისე დაემთხვა რომ მშობლებმა 2 ბინა და მიწის ნაკვეთი იყიდეს იმ წელს, გარიგებები ჩემს სახელზე გააფორმეს, ხოდა მე კიდე ბოროტად გამოვიყენე ეგ ამბავი და კონსულს მოვატყუე. თორემ ისე ბოლო 1 წელი უმუშევარი ვიყავი და ძირიტად დროს სწავლაში და ამერიკისთვის მზადებაში ვატარებდი.
QUOTE | არც ამერიკაში ჩამოსულხარ ცარიელი ხელებით. შენნაირი დაკვირვების უნარის და შორს მჭვრეტელი ადამიანი აქ ცარიელი ხელებით ვერ და არ ჩამოვიდოდა ამიტომ ვფიქრობ შენი აქ ჩამოსვლის ნაბიჯი იქედან გამომდინარეც კარაგდ განახორციელე გეგმები. შEნნაირი ადამიანი ყველგან გაქაჩავს იმიტომ რომ სხვის გამოცდილებას ნაკლებად ეყრდნობა და არც არის სხის იმედზე დამოკიდებული. ძირითადად შენით ქაჩავ. მაგიტომაც სწრაფად ახორციელებ გეგმებს.ყველაზე ემტად შენ თავს და შEნს ძალებს ეყრდნობი. გაგაჩნია პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა ამიტო ყველა საქმეს გულით ეკიდები. მითუმეტეს ოჯახის საქმეს |
ცარიელი ხელებით ამერიკაში მითუმეტეს ოჯახით მგონი მარტო უპასუხისმგებლო ადამიანი ჩამოდის. Волк Одиночка ))))
QUOTE | სიმაღლე და აღნაგობა. ხარ გამხდარი აღნაგობის დაახლოებით 175 დან 185 მდე სიმაღლის. მელოტი არ ხარ. არც დიდად დაკუნთული ტიპი ხარ. ჩვეულებრივი როჟა ხარ რაა. |
კაი მოხეული ვარ 193 სმ, სპორტული აღნაგობის, ნუ ეხლადრო არ მაქვს რომ ვივარჯიშო თორე ისე სუფთა აპოლონი ვიყავი ))))))
QUOTE | მეორე ცუდი თვისება. ადამიანი ხარ თუ არა ვერ ამოვხსენი. ალბათ არ ხარ |
ხანდახან მეც ეჭვი მეპარება )))
QUOTE | ადვლად ითრევ კიდე ადამიანებს გავლენის ქვეშ. ვინც ვერ აანალიზებს რა ხდება იმმენად შენში იკარგება და შენზე ხდება დამოკიდებული. ეგეც ცუდია მარა რა ვქნათ ეხლა ბლიად. ისე ერთი კაცმა ძეგლი უნდა დაგიდგას. კი დაიმსახურე ტო. რა არა? |
ვინც არ არის დამოუკიდებელი ის ყოველთვისცდილობს ვინმეს ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, ანუ პატრონი ნახოს. აქ ჩემი ბრალი ნაკლებად არის )))
ashley judd
QUOTE | ოკლაჰომელი გიდედოფლებთ აბა წელს |
ეღირსათ ბოლო ბოლო ამერიკელი დედოფალი, შარშან რუსი გახდა, იმის წინ ინდუსი ))) * * * iliko84
QUOTE | ამერიკის ავიაიეთებთან დაკავშირებით თუ შეგილიათ როდამეხმაროთ. რომელ კომანიას მიმვართო და ყველაზე იაფად სად ვნახავ. |
ტრანს-ატლანტიკურზე ზევით დაგიწერეს სად უნდა იპოვო ბილეთები. ხოლო თუ ამერიკის შიდა ფრენებით ისარგებლებ, ბილეთის დაბალმა ფასმა არ დაგაბნიოს, კარგად წაიკითხე რა შედის ბილეთის ფასში. მე მაგალითად ნიუ ორკი --- ლას ვეგასი --- სან ფრანცისკო, კაცზე 180$ გადავიხადე, მაგრამ თურმე ამაში არ შედის ბარგის და კვების ფული. ბარგში ყოველ 25 კგ -50$ (ჯამში 100$) გადამახდევინეს აეროპორტში, ხოლო ფრენა 6.5 საათი იყო და უფასო ჭამა არ ქონდათ და 70$ ჭამაზე დავხარჯე. ავიაკომპანია Virgin ვიფრინე.
Ninoninomchedlishvili
QUOTE | დღეს ვიყავი განაცხადის შესავსებად და ასე მიტხრეს ვინმე დაქალი ნახე ან ერთად შედით ან ისეთი რომ ვიზა ქონდესო, ანუ მარტო ერთ ქალს არ ჩაგირტყავენო რას მირჩევთ, რა გავაკეთო? |
პირველ რიგში დაანებე მაგ ხალხთან სიარულს თავი. დაჯექი კარგად გაეცანი ვიზაზე განაცხადის თავისებურებებს და ნიუანსებს. შემდეგ ასეთი კითხვები დამიჯერე აღარ გაგიჩნდება.
ზოგადად თუ სათანადო ფინანსური ანაზღაურება არ გაქვს და სამშობლოსთან მყარი კავშირი, აზრი არ აქვს გინდა მარტო შესულხარ გინდა დაქალების ბატალიონი. კიდევ ერთი ასპექტია თუ მეუღლე გყავს მასთან შედი ვიზაზე და არა დაქალთან.
|