#45635489 · 10 Sep 2015, 05:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტუტრუცანა
QUOTE | ვერ მიხვდი ხო რაზე გამეცინა??? მაშინ დავწერ |
მივხვდი მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
Marner კითხვა იყო შემდეგი.
QUOTE | სამუშაო ვიზით თითქმის შეუძლებელია წასვლა თუ ამრეიკულ კომპანიაში არ მუშაობ აქ ან რამე მართლა ისეთ დონის პროფესიონალი არ ხარ რომ შენზე დიდი დაინტერესება იყოს. მე მაგალითად ევროპაში მქონდა სამუშაო კონტრაქტით წასვლის შანსი რამდენჯერმე მაგრამ ბევრი ეცადეს და ვერ გამიკეთეს საბუთები, იმდენი რამეა საჩალიჩო რომ ყველას ურჩევნია ვინმე იქაური ნახოს. |
ანუ სკეპტიკურად უყურებდა სამუშაო ვიზის აღებას. ზუსტად ამაზე დავწერე რომ მთავარია მონდომება და მიზანი და სამუშაო ვიზის მიღება არც ისე არარეალურია. ანუ ადამიანს ვისაც კარგი სპეციალობა აქვს მათვის ნამდვილად ღირს ცდა თუ შესაბამისი ფინანსები გააჩნიათ.
ხოლო რაც შეეხება იმას ვინც არალეგალად მოდის მანდ მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ აქ ხეზე ფული არ ასხია, ასევე მძიმე ფიზიკური შრომა მოუწევთ და არა ოფისში ჯდომა, ასევე თუ დიდი თანხა არ ჩამოიტანეს და ამ დანაზოგზე არ იცხოვრეს ამ შემთხვევაში თუ მოახერხებენ სწავლისა და მუშაობის შერწყმას.
მაგალითად შეიძლება იგივე ამ თემის აქტიური იუზერის მოყვანა. მგონი შენ გაქვს კონტაქტი Tikusha-სთან, რაც ამერიკაში ჩამოვიდა ერთი პოსტი არ დაუწერია, ალბათ ისეთი დატვირთული სამუშაო დღე აქვს რომ უბრალოდ ვერ იცლის. შემისწორე თუ ვცდები.
Marner
QUOTE | საქართველოში თუ ცხოვრობ ამ პუნქტებიდან მხოლოდ -კარგი ნაცნბობა -ს დავტოვებდი :В |
შენ ნაცნობობას ამერიკაში ნუ ეხუმრები. ამათ ნაცნობობა უბრალოდ პროგრამულ დონეზე აქვთ დაკანონებული LinkedIn-ის სახით. ჩემი ყურებით მიტინგებზე უამრავჯერ მსმენია როცა ახალი ვაკანსია იხსნება ხოლმე "ჯერ გაესაუბრეთ თქვენ ნაცნობებს ლინკდინზე თუ უნდათ სამსახურის დაწყება ამ პოზიციაზე, ხოლო თუ არავინ არ გამოთქვა სურვილი მერე ეძებენ რექრუტერების საშუალებით მარტო. აქ ნაცნობობას ეძახიან Network, ზუსტად მის საშუალებით შოულობენ ბევრი კარგ სამსახურს. ამერიკაში ძალიან მიღებულია ვინმე მენეჯერი რომ მოვა და თავისი გუნდი მოყავს ამაში არაფერს ცუდს არ ხედავენ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
@BadGuy
QUOTE | ანუ ერთად გავიდნენ და ერთს მისცეს და მეორეს არა ? |
რატომ გიკვირთ ეგეთი რაღაცეები? ვიზის გაცემა არის 100% კონსულის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ანუ კიდევ ვიძახი სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე. მას სრული უფლება აქვს უბრალოდ სახეზეც რომ არ მოეწონოს ადამიანი არ მისცეს ვიზა და ამაში ვერც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება.
არ გქონია ცხოვრებაში რომ ვიღაცისთვის შეგიხედია და ნეგატიური ემოცია გამოუწვევია რაიმე ასპექტის გამო, ასევეა კონსული არ მოეწონა ადამიანი არ მისცა. მეორე შევიდა ის მოეწონა იმას მისცა )))
მეტსაც გეტყვი მე სამსახურებს რომ ვეძებდი ამერიკაში კომპანიები ხშირ შემთხვევაში იმიტომ არ მიყვანდნენ რომ ჩემი პერსონალია არ მოსწონდათ, რასაც პირდაპირ პირში მეუბნებოდნენ "რომ თქვენს პერსონას ვერ ვხედავთ ჩვენი გუნდის რიგებში )))" ამით იმის თქმა მინდა რომ თვალში რომ არ მოგეწონოს ადამიანი და მარტო ამიტომ უთხრა უარი რამეზე ეს ჩვეულებრივი ამბავია. * * * shaverdani65
QUOTE | კონსული როდის იცვლება ამერიკის ხომ არ იცით? |
საელჩოს თანამშრომლების მათ შორის კონსულის როტაციები არის გასაიდუმლოებული უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. სხვა ამბავია რამდენად ვიზის გაცემის შანსებზე მოქმედებს ახალი კონსულების დანიშვნა, რაც ჩემი აზრით სასაცილოა. ერთადერთი ვისი როტაციაც შეგიძლია ნახო ამერიკის ელჩია, ისიც იმიტომ რომ ჩვენი პრეზიდენტი გადაცემს რწმუნების სიგელს. მაგრამ ელჩს არანაირი გავლენა არ აქვს საკონსულოს თანამშრომლებზე ვინაიდან ორი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.
This post has been edited by dimentius on 10 Sep 2015, 05:32
|