#45725093 · 19 Sep 2015, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-zeppelin-
| QUOTE | ეგ დგას დღის წერსრიგში მარა სავარაუდოდ იმ არალეგალებზე იქნება ლაპარაკი ვინც დიდი ხანია აქაა მაინც ტყუილადაა ეგ ხალხი ტაქსებს არ იხდიან არაფერი. ახალ ჩამოსულებს არ მიცემენ მწვანეს |
ეს ის კატეგორიაა ვინც აქ შვილები გააჩინა, ანუ მშობლები რომ გააძევო ქვეყნიდან ბავშვის მშობლის გარეშე დატოვების უფლება არ აქვთ. ასევე ბავშვიანად გააძევონ გამოდის რომ ამერიკის მოქალაქეებს აძევებენ ))) მოკლედ იურიდიულად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ამიტომაც ამდენი წლებია ეს საკითხი ასე ჰაერშია გამოკიდული და არავინ ხელს არ ადებს. რაც შეეხება გადასახადებს არალეგალი ყველა იხდის შტატის გადასახადს (მაღაზიაში რასაც ყიდულობენ იმაში შედის) აი სახელმწიფო კი ნამდვილად არაფერს აძლევს. ერთადერთი არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ანუ საოპერაციოს არ დაგტოვებენ) მაგრამ აქ ყველა საავადმყოფო კერძოა ამიტომ აქაც სახელმწიფო არაფერ შუაშია.
ტუტრუცანა
| QUOTE | | გამოჩნდი??? გამიკვირდა რომ არ პოსტავდი |
ხომ დავწერე რომ ახალი პროჯექტი დავიწყეთ და ძალალიან დატვირთული გრაფიკია.
* * * -zeppelin- რეგულაციები ვიზის გაგრძელებაზე 2015 დასაწყისიდან შევიდა ძალაში. თორემ დეკემბერში მეც ძალიან ადვილად გავაგრძელე ჩემით.
ეხლა დამატებით ითხოვენ წერილობით არგუმენტებს თუ რატომ გინდა გაგრძელება ალბათ საემიგრაციოში ვინმე მსჯელობს მერე ამ არგუმენტებზე, ანუ ისევ ჩინოვნიკის სუბიექტურ არზრე იქნება ესეც დამოკიდებული.
| QUOTE | | შავადაა თქვენი საქმე |
წყალი კი პრობლემაა კალიფორნიაში. აშენებულია და შექმნილია ტექნოლოგიები რომლებიც ოკეანეს წყალს გადაამუშავებს. ამათ იმიტომ არ იყენებენ რომ ჯერ წყლის მარაგები არ არის ძალიან კრიტიკულ მდგომერეობაში, როგორც კი დადგება ეს მომენტი გაუშვებენ ამ საწარმოებსაც. ეხლა არ უშვებენ ამ საწარმოებს რომ ძვირია ასეთი გზით წყლის მიწოდება.
* * * billing
| QUOTE | | და რომ უთხრა სამსახურს თავი დავანებე და ერთი წლით უსაში დასვენება გადავწყვიტეო არ გამოვა? არადა როგორ ვგეგმავდი ერთი წელი დავრჩები მეთქი |
ეგ არგუმენტი არ გამოგადგება ჩემი აზრით. ამერიკელებისთვის მიუღებელია რომ ტურისტური მოგზაურობისთვის შენ სამსახურს/კარიერას დაანებო თავი. უბრალოდ ვერ გაიგებენ ამას და გიჟი ეგონები.
მაგას ჯობია უთხრა რომ ფრილანსერი ხარ ვინც არ არის მიბმული რომელიმე ადგილს და მუშაობ ნებისმიერი წერტილიდან სადაც ინტერნეტი არის. ამავდროულად გიყვარს მოგზაურობა. ამიტომაც გაქვს საშუალება რომ თან დისტანციურად იმუშაო და თან იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში.
არის ასეთი კატეგორია პროგრამისტების ვინც ფრილანსერია და მოკლე პროექტებზე მუშაობენ და თან მოგზაურობენ. მგონი ეს უფრო მისაღები იქნება ვიდრე ის რომ გადაუსვი ხაზი სამსახურს კარიერას და მომავალს იმიტომ რომ ამერიკა ნახო.
sha
| QUOTE | | კი ბატონო, დამილინკე ეს რაც დაწერე |
მოკლედ საკანონმდებლო ლექსიკის კითხვას და ტვინის წყლეტვას ჯობია უფრო ადამიანურ ფორმატში გავეცნოთ. მსგავსი დისკუსია ყოველთვის მსჯელობის საგანი იყო ამიტომაც სახელმწიფო დეპარტამენტის Bureau of Consular Affairs ვინც პასუხისმგებელია გრინ კარტის გათამაშებაზე ჩაატარა კონფერენცია სადაც ოფიციალურმა წარმომადგენელმა John Wilcock გასცა განმარტებები. ინტერვიუ: http://fpc.state.gov/148253.htmამონარიდი ინტერვიუდან:  John Wilcock ლინკდინის აქაუნთი: https://nl.linkedin.com/pub/john-wilcock/18/38a/718ჩემი ვიცი რომ არ უნდა გჯეროდეთ ბოლომდე, რაც ბუნებრივია ვინაიდან მე ჩვეულებრივი იუზერი ვარ. მაგრამ ეს ადამიანი არის იმ უწყების თანამშრომელი რომელიც ატარებს ამ გათამაშებას და პიდაპირ იძახის რომ ამ ლატარიაში მონაწილეობა არ ნიშნავს საემიგრაციოგანზრახვას. | QUOTE | | პირდაპირი მითითება იყო U.S. Department of State სგან, რომ ამ კითხვაზე უნდა გასცე პასუხი "კი" თუკი მონაწილეობა გაქვს მიღებული ლატარეაში |
ამაში არ ვდაობ. როცა კონსული გეკითხება გრინ კარტაზე აუცილებლად სიმართლე უნდა უთხრა (მე მკითხა პირადად და უთხარი რომ მითამაშია ერთხელ) ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ მათთვის უკვე წინასწარ ცნობილია. ხოლო ამ კითხვას იმიტომ გისვავენ რომ შეგამოწმონ გულწრფელი ხარ მათთან თუ ტყუილებს იძახი.
| QUOTE | | ბევრი ქართველიც ვიცი თვითონ ავსებს უფასოდ ინტერნეტით და მეც მეუბნებიან რათ გინდა $100-ს რომ ყრი, თვითონ შეავსე ძაან მარტივიაო... მე ვერ ვრისკავ ჯერ.. |
კი ადვილია უამრავი აპლიკაცია არსებობს. მაგრამ პროფესიონალის შევსებულით უფრო მეტს იბრუნებს ხალხი წლის ბოლოს ფულს, ამიტომაც არის რომ ყველა ამ ფინანსისტებთან დადის. ერთ რუს ვიცნობ. ავსებდა ხოლმე აპლიკაციით დეკლარაციას და 1800$ უბრუნებდნენ, ხოლო შარშან მივიდა ფინანსისტთან და იმან შეუვსო (უამრავი ხარჯი შეიყვანა ლანჩები, ჰოლიდეის ხარჯები, მოგზაურობები და ა.შ.) და წლის ბოლოს 3800$ დაუბრუნეს. ეხლა გადაწყვიტა რომ ეგ საქმე ისევ პროფესიონალებს მიანდოს.
Faulkner
| QUOTE | 1. რამდენია გადასახდელი ინტერვიუზე გასვლისთვის? რამდენ ხანში გიბარებენ და რა საბუთებია საჭირო? 2. რა უნდა უთხრა კონსულს ან რა უნდა ანახო, რო დაგიჯეროს. საბანკო ან ხელფასის ცნობა და ეგეთები ჭრის? ძირითადად რა მოტივის ასახელებენ იქ წასასვლელად? |
| QUOTE | | ამ ზომაში პასუხს გასცემდი. ფეისპალმების მიწერა მეც ვიცი. 170 გვერდი ვიკითხო? ვინც მიიღო ვიზა, იმ ხალხს ვკითხე. საიტზე ბევრი სისულელე წერია. საქართველოს გარდა თუ გაქვთ ბინა ევროპაში და ამერიკაშიო და რაღაცეები, არა მგონია ყველას ეგ საბუთი ენახებინოს. |
ფორუმის 170 გვერდის გადაკითხვა არ იყო აუცილებელი თქვენს შემთხვევაში. წინა გვერდზე ვრცელი პასუხი გავეცი მსგავს კითხვებს 169-ე გვერდზე. მაგრამ აქაც დავაკოპირებ: პირველ რიგში შედით საელჩოს საიტზე სადაც საფეხურების მიხედვით არის გაწერილი თუ როგორ კეთდება განაცხადი ვიზაზე: http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-t...pplicationitemsფორმა დს 160 შევსების დეტალური ინსტრუქცია არის აქ: http://forum.awd.ru/blog/hakimus/ds160_b-722.htmlრაც შეეხება დამატებით დოკუმენტაციას: - შემოსავალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სახელფასოცნობა სამსახურიდან, რაიმე სხვა სახის დოკუმენტი რომელშიც დაფიქსირებული იქნება შემოსავალი, ან შეგიძლიათ ზეპირად უთხრათ კონსულს თუ რამდენი გაქვთ შემოსავალი) - სამშობლოსთან კავშირი (დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი) ამ ხალხის მონაცემები უნდა შეიტანოთ ფორმა დს 160 რითაც მყარდება კავშირი სამშობლოსთან. ანუ ეს ის ხალხია ვისთანაც განშორება არის მძიმე და დროთა განმავლობაში საბოლოო ჯამში უკან დაგაბრუნებთ საქართველოში. - ასევე კარგია როცა მიუტანთ ბანკიდან ამონაწერს სადაც იქნება დანაზოგი. სასურველია იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ დაგეგმილ მოგზაურობას. - ასევე კარგია რომ ერთი საღამო დაუთმოთ ტურისტული მარშრუტის დაგეგმვას, ხარჯების დათვლას, იმ ადგილების დამახსოვრებას რომლებიც უნდა დაათვალიეროთ, წარმოდგენა შეიქმნათ სასტუმროს ფასებზე, გადაადგილების ხარჯებზე და ა.შ. რა იცი რაში რამოგადგეთ გასაუბრების დროს. - ასევე გასაუბრების მთავარი მიზანი არის რომ თქვენ უნდა დაუმტკიცოთ კონსულს რომ არ გაქვთ საემიგრაციო განზრახვა, და არა პირიქით ზომბივით შეყურებდეთ კონსულს როდის დაგისმევთ კითხვას. ანუ თქვენ უნდა ელაპარაკოთ თქვენს მოგზაურობაზე, რისი ნახვა გსურთ, რა გიჯდებათ და რატომ იქნება თქვენთვის სასარგებლო ეს მოგზაურობა. სახლის, ფარეხის, მანქანის საბუთები, ნასამართლეობის ცნობა და კიდევ ათას უსარგებლო რამეს ნუ მიუტანთ. P.S. 170 გვერდის მოცულობის ინფორმაციას 2-3 დღეში ვკითხულობდი და ვითვისებდი იმისთვის რომ ამერიკაშიჩამოვსულიყავი ოჯახით და შეცდომების გარეშე მიმეღწია მიზნისთვის. 6 თვე ვიჯექი და საემიგრაციო კანონმდებლობას ვკითხულობდი რათა ყველაზე მისაღები ლეგალიზაციის გზა ამერჩია. თუ თქვენი საკუთარი მომავლისთვის ელემენტარულად კითხვა გეზარებათ მაშინ რომც ჩამოხვიდეთ ადგილზე ძალიან გაგიჭირდებათ ადაპტაცია. ამერიკაში ძალიან გეხმარება თვისება როცა შენით შეგიძლია ინფორმაციის მოპოვება,წაკითხვა და შინაარსის გამოტანა. ვინაიდან ათასობით დეტალი აქ სხვანაირად კეთდება, ხოლო ყველა წვრილმანზე რომ სხვას კითხო და მათგან პასუხი მიიღო უბრალოდ დროში უფრო გაწელილი პროცესია.
|