#45004349 · 27 Jun 2015, 06:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bmwz4smg
| QUOTE | | ეგ 50 ამდე ხერხი მითხარი რა, ორჯერ ვიყავი ტურისტულზე და უარი ორივეჯერ, იქნებ სხვა ვარიანტია უკეთესი |
აგერ არის ძალიან კარგი ცხრილი ადრე Ikandro-მ დადო გაეცანი გზა მწვანე ბარათისკენ. http://immigrationroad.com/green-card/immi...-green-card.pdfაგერ კიდევ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხერხები: - ქორწინება მოქალაქეზე - სასწავლო ვიზა - სამუშაო ვიზა - განსაკუთრებული უნარების ქონა - პოლიტ თავშესაფარი - საერთ. კორპორაციის თანამშრომლის ვიზა - თამანშრომელი გადაყვანილი აშშ-ში - კულტურული ღონისძიებების მონაწილის ვიზა - კვალიფიკაციის ამაღლების ვიზა და უამრავი სხვა. უბრალოდ ზოგი მათგანი ცოტა ოდენ "ნაცრისფერი სუბსტანციის" ნორმაზე მეტად დატვირთვას მოითხოვს, რაც ვიცი რომ პრობლემურია ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის, მაგრამ ნუ შეუშინდებით გადაულახავი არაფერია. | QUOTE | | ყველა 10 წლიანი მეგონა ხომ არ იცი რის მიხედვითაა?? ტურისტულზეა ეგ თუ სხვადასხვა ვიზებზეა სხვადასხვა ვადა? |
10 წლიანი მგონი ბიზნესტურისტული ვიზებია სხვა დანარჩენი სხვადასხვა ვადებით გაიცემა და მაგრამ მათი განახლება შეიძლება სამაგიეროდ.
* * * TOMAS-TOMAS gio725
როგორც გატყობთ თქვენ უკვე შეიგრძენით ამერიკული ბიუროკრატიის გემო )))
რომ ჩამოხვალთ არაერთხელ გექნებათ ალბათ სახელმწიფო სტრუქტურებთან საქმე, ალბათ თავებს დაიხოცავთ ))) ამერიკაში ვინც კი დაბალი კვალიფიკაციისაა და უპერსპექტივო ყველა არის სახელმწიფო ორგანოებში ))) ამიტომაც არის ასეთი აბდაუბდა და გაწელილი ვადები. საქართველოში სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის ურთიერთობა და დოკუმენტაციის გაცემა ალბათ 10 ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე აქ. მაგარი ბიუროკრატიული ჭაობია მაგ მხრივ აშშ.
Chiellini_3
| QUOTE | | გამარჯობათ რა უნდა გკითხოთ. ამერიკის მოქალაქე მიგზავნის ვიზას. |
ამერიკის მოქალაქე ვერანაირ ვიზას ვერ გამოგიგზავნის. ერთადერთი რისი გამოგზავნაც შეუძლია ეგ არის წერილობითი თხოვნა საემიგრაციოს მიმართ თუ როგორ ენატრებით და უნდა თქვენი ნახვა.
| QUOTE | | ანუ როგორი შანსებია რომ ჩამირტყან? |
შანსები სრულიად იმაზეა დამოკიდებული რამდენად დაარწმუნებთ კონსულს თქვენს არასაემიგრაციო განზრახვაში და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირში. ხოლო ეგ მოწვევა თქვენს შემთხვევაში საზიანოც კი არის ვინაიდან თქვენ კონსულს უნდა ანახოთ რაც შეიძლება მეტი რამ რაც სამშობლოსთან გაკავშირებთ, ხოლო თქვენ პირიქით მიგაქვთ წერილი სადაც თქვენი კავშირი იკვეთება ამერიკასთან.
ვიზის ასაღებათ არის საჭირო მხოლოდ 3 საბუთი: - ვიზის მოსაკრებლის ქვითარი - პასპორტი - ფორმა დს-160 შევსების დასტურის ფურცელი
სხვა დანარჩენი აპლიკანტის ფანტაზიის ნაყოფია, თუ რა საბუთებს მიიტან.
|