#45029681 · 30 Jun 2015, 08:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-zeppelin-
QUOTE | ეტყობა თQვენთან სხვანაირად არის. აქ კლერკი არაა. პერმიტს იღებ. პერმიტის ID ის დანიშნულებაც აქვს. ანუ ფორმა და ზომა იგივე აქვს რაც დრაივერს ლაისენს. იქ სურათიცაა შენი. მიუტან ანახებ ამ პერმიტს გამომცდელს და ის კიდე ამოწმებს ვისი მანქანითაც ხარ მისული იმ მანქნაას თუ აქვს ინშურენსი და რეგისტრაცია. მერე გსვავს უკვე მანქანაზე. რავიცი არ უყურებენ ტო |
კი ჩვენთან სხვანაირადაა. თეორია რომ ჩავაბარე მომცეს 2 თვიანი პერმიტი აი ეს შუაზე გადახეული თაბახის ფურცელი მონაცემებით (ეს უკვე მუდმივი მართვის მოწმობის ასლია დროებითი დაიტოვეს მაგრამ ზუსტად იგივე იყო უბრალოდ სათაური ჰქონდა სხვა) )))))  ამ დროებითი მართვის მოწმობით 2 თვე შემეძლო მევლო, ოღონდ გვერდზე ამერიკულ პრავიანი უნდა მჯდომოდა. მერე მივედი უკვე ტარების ტესტზე ვანახე დროებითი მართვის მოწმობა ეს ფურცელი და ინშურენსი, მომცეს დიდი ფურცელი სადაც ყველა მანევრი არის დატანილი რომელიც უნდა შეგიმოწმონ და ქულები დაგიწერონ.  ამ დროებითი მართვის მოწმობის, ანუ ფურცლით და დიდი შეფასების ფურცლით მიდიხარ შენობის გარეთ სადაც დგები მანქანების რიგში და ელოდები როდის მოგიწევს ინსტრუქტორთან რიგი. ინსტრუქტორს აძლევ ამ დროებით მართვის მოწმობას და ამ დიდ შეფასების ფურცელს და გადიხარ ტესტს. როგორც უკვე დაგანახეთ არც დროებით მართვის მოწმობაზე, არც ინშურენსზე და არც ამ შეფასების ფურცელზე სურათი არაა. ესეიგი თავისუფლად შეიძლება სხვის მაგივრად ჩაბარება. რომ ჩავაბარე მომცეს ეს პრავა )))  და 6 დღეში ფოსტით მომივიდა უკვე პლასტიკური ბარათი. * * * Waiting-for-GodotQUOTE | რა იცი როგორაა ნიუ იუორკში ? ან პენსელვანიაში მართვის მოწმობის აღება ? არ გიფიქრია რო მაგ კალიფორნიისგან განსხვავებულია და შენ კიდე მცდარ ინფორმაციას ავრცელებ და ფორუმის მომხმარებლები შეგყავს შეცდომაში |
მე ყოველთვის ვწერ ჩემს გამოცდილებაზე, კალიფორნიის წესებზე და ოფიციალურ საიტებზე დაყრდნობით. გაფიცებ სად ამოიკითხე რომ მე ნიუ-ორკში როგორ ხდება ვასწავლიდე?
QUOTE | იმენა ჭუჭრუტანიდან უყურებ ამერიკას . სადღაც კალიფორნიაში ხარ |
გაპიცებ ნიუ ორკის შტატი კალიფორნიასთან შედარებით მართლა ჭუჭრუტანაა ))) მოსახლეობა: -- ნიუ ორკი შტატი - 19,746,227 http://www.city-data.com/city/New-York.html-- კალიფორნიის შტატი - 38,802,500 http://www.city-data.com/city/California.htmlკალიფორნიის შტატში არის ამერიკის საუკეთესო სკოლები, უნივერსიტეტები. უფრო განათლებული და მდიდარი ხალხი ცხოვრობს. მთელი ამერიკული ელიტა კალიფორნიაში არის, ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან დაწყებული და ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ამერიკელებით დამთავრებული. არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ აშშ-ში შემოსული ინვესტიციების 35% მოდის სილიკონ ველიში, რომელიც კალიფორნიაა ))) აქ არის ამერიკაში ყველაზე დიდი ხელფასები. მაგალითად სილიკონ ველის პატარა სოფელში ბინებს იმაზე მეტი ფასები აქვს ვიდრე ბინას მანჰეტენზე ცენტრალ პარკთან ))) ალბათ ყველამ იცის 18 მილიონიანი ნიუ ორკიში ცენტრალ პარკი. მაგრამ კალიფორნიაში 1,5 მილიონიან სან ფრანცისკოს ცენტრალ პარკზე დიდი პარკი აქვს "გოლდენ გეით" პარკი: http://sfrecpark.org/parks-open-spaces/gol...ate-park-guide/ უფრო ლამაზიც და კულტურულადაც უფრო დატვირთული. ჯერ მარტო ახალგაზრდული სამეცნიერო აკადემიის უნიკალური ნაგებობა რად ღირს რომელიც ამ პარკშია: http://www.calacademy.org/ყველა ამერიკული ინოვაცია, გამოგონება, ტექნოლოგიური პროგრესი ზუსტად რომ კალიფორნიიდან მოდის ))) ერთადერთი რაშიც ნიუ ორკი ჯობია ეს არის: - ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები, ფინანსების მართვა, ბირჟები - ნიუ ორკის შტატი უფრო მწვანეა, კალიფორნია მაინც ნახევრად უდაბნოა. - ნაგავი მაგაში ნიუ ორკი ლიდერია მაგდენი ნაგავი აქ არ გვაქვს ))) მე ამერიკა ჩემი შვილების უკეთესი გარემოს მისაცემად ავირჩიე, განათლების დონით, სკოლების ხარისხით და ცხოვრების კომფორტით კალიფორნია ჩემი აზრით უდაო ლიდერია ნიუ ორკთან შედარებით. * * * GukaKilaQUOTE | მეგობრებო,
სურათი საელჩოში დისკით რომ მივიტანო ხომ არ არის პრობლემა? |
კი პრობლემაა, უბრალოდ არ შეგატაინებენ. დისკი არის ინფორმაციის მატარებელი, როგორც ფლეშკა, როგორც მყარი დისკი და მათი შიგნით შეტანა აკრძალულია. ვაიდა და კიბერ ტერორისტი ხარ და მაგ დისკზე რაიმე ვირუსი გაქვს, როგორ გგონია შეგატაინებენ.
სურათი ფორმა დს 160-ის შევსების დროს უნდა ატვირთო ანკეტაში. ეს სრულიად საკმარისია. საელჩოში მისიწაღება არაა საჭირო. უბრალოდ არ შეგატაინებენ.
* * * David-NY
QUOTE | გამარჯობათ! კითხვა მაქვს და თუ შეიძლება ვისაც ამის გამოცდილება გაქვთ ან რაიმე ინფოს ფლობთ მიპასუხოთ. მოკლედ მაინტერესებს ასეთი რამ, ამერიკაში ნამყოფი ვარ და სამწუხაროთ სავიზო რეჟიმი მაქვს დარღვეული, როგორც ვიცი მსგავს შემთხვევაში დამრღვევ პირზე ვრცელდება 1-5 და 10 წლიანი ბანი. მე რამდენადანაც ვიცი 10 წლიან ბანში ვზივარ (დავბრუნდი საკუთარი სურვილით). ცოტახანში გადის ეს ვადა და შემდეგ უკვე უფლება მაქვს მივმართო ამერიკის საელჩოს ტურისტული ვიზის მიღების მიზნით. არ მაქვს არაფერი კანონსაწინააღმდეგო ჩადენილი აშშ-ში ყოფნის დროს. მაინტერესებს რამდენად იქონიებს გავლენას წარსულში აშშ-ში სავიზო რეჟიმის დარღვევა გასაუბრებაზე გასვლის დროს. |
კი გარკვეული ვადები არსებობს როდესაც არანაირი პირობის გარეშე არ გაიცემა ვიზა. ის ფაქტი რომ 10 წელი გადის, ეს არ გიხსნით იმას რომ თქვენ ხართ საემიგრაციო კანონმდებლობის დამრღვევი, ანუ ძალიან გაგიძნელდებათ გასაუბრებაზე კონსულის დარწმუნება იმაში რომ არ აპირებთ დარჩენას, როცა წარსულში უკვე დარჩით, რითაც კანონი დაარღვიეთ.
დიდი ალბათობით არ შეგიშვებენ, ვინაიდან ალბათ კიდებ დარჩენას დააპირებთ.
levani5445
QUOTE | გამარჯობათ .ამერიკის ვიზაზე ვაპირებთ შესვლას ორი მეგობარი და ვინც ჩახედული ხართ .ორს ხომ მეტი შანსი აქვს ვიდრე მარტოოს? ან ხომ არ იცით ეხლა როგორ გაიცემა ვიზები? წინასწარ მადლობა |
მთავარი ფაქტორი ის არაა ორი შეხვალთ, თუ ასი. მთავარი ისაა თუ როგორი მომზადებულები შეხვალთ, ფინანსურად როგორი ძლიერები ხართ და რამდენად შეძლებთ კონსულის დარწმუნებას რომ არ აპირებთ დარჩენას.
zviadi1990
QUOTE | ხომ არ იცით, ამ http://www.asa.edu/ კოლეჯიდან პროფესიულ პროგრამაზე მიღებაზე მოწვევა მივიღო და საელჩოში ჩემი აშშ-ს მოქალაქე ძმის სპონსორობის ფურცელი წარვადგინო, რა შანსი მექნება ვიზის მიღების? |
რაღან სასწავლო ვიზა გინდა კოლეჯიდან მარტო მიწვევა არ კმარა. უნდა ჩააბარო მისაღები გამოცდები, აიღო გამსვლელი ქულები, უნდა გამოართვა წერილი სადაც კოლეჯი გთავაზობს როგორც მაღალ ქულა აღებულს თავისთან სწავლას, ასევე დაგჭირდება 1 წლის სწავლის საფასურის და საყოფაცხოვრებო ხარჯების ნახება კონსულისთვის. ყველა ამ საბუთის მერე კი კონსული იმსჯელებს მოგცეს თუ არა სასწავლო ვიზა.
This post has been edited by dimentius on 30 Jun 2015, 08:36
|