შენი ასაკი შენი "კოზორია". შენი ასაკის ხალხს ვისაც ძლიერი ინტერესი და მიდრეკილება აქვს პროფესიის მიმართ სანთლით ეძებენ. ნეტა შეგახედა გუგლის ტოპ პროგრამისტებს უმეტესობა 20-25 წლისაა.
ფიზიკის სფეროში არ ვარ ისე გაცნობიერებული როგორც კომპიუტერულ სფეროში, მოდი მე ავხსნი როგორ შეიძლება შეგამჩნიონ თუნდაც შენს ასაკში აქაურმ სპეციალისტებმა კომპიუტერულ სფეროში. მგონი იგივე გზა იქნება შენს სფეროშიც.
მაგალითად კომპიუტერულ წრეებს აქვს ასეთი საიტი:
http://stackoverflow.com/ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პორტალი კომპიუტერული სფეროს სპეციალისტებისთვის სადაც მოდის ხალხი კითხვას სვამს და მას პასუხობენ. არის ქულების სისტემა. რაც უფრო ძნელ კითხვებს პასუხობ, რაც უფრო მეტს ეხმარები, რაც უფრო ლოგიკურად უხსნი სხვებს და აძლევ პასუხებს, მით უფრო მეტი ქულა გერიცხება და შესაბამისად მაღალი რეიტინგი გაქვს.
ეხლა ავიღოთ სიტუაცია მაგალითად გუგლს დაჭირდა გამორჩეული პროგრამისტი. სანამ რექრუტერს დაუკავშირდები, სანამ ეს რეკრუტერი მოძებნის რამოდენიმე ათეულ კანდიდატურას, სანამ მათთან გასაუბრება ჩაივლის, სანამ გადაწყვეტილება მიიღება, მოკლედ შეიძლება რამოდენიმე თვე გავიდეს ვაკანსიის გახსნიდან მის შევსებამდე. ეხლა აკეთებენ როგორ შედიან ამ პორტალზე გუგლის HR ხსნის ტოპ რეიტინგის იუზერებს, უგზავნის პარადში წერილს და უკვე გამოცდილი ხალხისგან არჩევენ. ამის არაერთი მაგალითია.
არის კიდევ ძალიან კარგი საიტი:
https://www.khanacademy.org/welcomeამ საიტზე არის ტესტები სხვადასხვა მეცნიერებებში.
ადვილიდან იწყება და რთულით მთავრდება. ასევე აქვს რეიტინგების სისტემა.
ასევე შექმენი აქაუნთი LinkedIn-ზე გაწევრიანდი ქიმიკოსების ჯგუფებში, იკითხე სტატიები, მიიღე მონაწილეობა მსჯელობაში, გახსენი ახალი ტოპიკები, იაქტიურე მაგ სფეროში. შექმენი კავშირი 500+ ადამიანთან. ამის მერე დამიჯერე ლინკდინის მეშვეობით დაიწყებენ გამოგზავნას ვაკანსიებისა, შემოთავაზებების ფორუმებზე დასასწრებათ, ასევე ონლაინ კლასების, ინტერვიუს შემოთავაზებები და ა.შ.
დამიჯერე ასეთი ტიპის რესურსებზე არაერთი მენეჯერი და რეკრუტერი ზის. დროთა განმავლობაში ვინმე მაინც დაგიკავშირდება საქმიანი წინადადებით.