შვე დაგონ პაგოდა

შვე ოქროა ბირმულად.
highwayვიზა ონლაინ კეთდება უკვე. შედარებით გაამარტივეს სავიზო პროცედურები. თუ ტაილანდში ჩახვალ, შეგიძლია ჩანგ რაიდან მანქანით მიხვიდე საზღვრამდე და იქ ტაჩილეიკში გადაკვეთო საზღვარი, ტაჩილეიკი ბირმაშია.
სამხედრო დიქტატურა უკვე აღარ არის, პარლამენტი არჩევნებით დაკომპლექტდა, თუმცა სამხედროებს გარანტირებული 25 პროცენტი აქვთ კონსტიტუციით დაკანონებული.
8 ნოემბერსაა ახალი არჩევნები.
იანგუნის შემდეგ სამხრეთისკენ გირჩევ წასვლას ჯერ, დავეი და მიეკი ნახე, ულამაზესი პლაჟებია.
დავეიდან მაუმაგანში უნდა ჩახვიდე, 20 წუთის გზაა ტაქსით, 10 დოლარი. იქ ძალიან კარგი გესტჰაუსებია 30 დოლარად (საუზმის გარეშე), კონდიციონერით. "ქოქონატს გესტჰაუს" 700 მეტრში პლიაჟიდან. სკუტერს 10 დოლარად დაიქირავებ დღეში. ულამაზესი ადგილებია.
ნაბულე ბიჩ უნდა წახვიდე, 2 საათი გინდა სკუტერით, კილომეტრობით ულამაზესი პლიაჟი, უკაცრიელი. თეთრი ქვიშა, ლურჯი წყალი და ცა

ნაპირზე უამარავ ულამაზეს ნიჟარებს შეაგროვებ
მიეკიდან ნავებით 40 დოლარად კუნძულებზე წაგიყვანენ, ბოშების ზღვაზე მდებარე სოფელი აუცილებლად უნდა ნახო.
ქალაქის ნახვაც ღირს, ერთი დღე იმისთვისაც გადადევი.
მერე ჰეჰოში უნდა გაფრინდე (შან სტეიტ) იქიდან მიაუნშვე, პატარა ქალაქია ინლეს ტბაზე. სასტუმროების ფასები 50 დოლარიდან და ზევით. მოტორიანი ნავის დაქირავება დღეში 35 დოლარი, ორი დღე მაინც უნდა დარჩე.
იქიდან ავტობუსით ბაგანში. მზის ჩასვლა და ამოსვლა ზე სანახაობა.
ბაგანიდან სამდინარო გემით მანდალეი (ადრე ეს იყო დედაქალაქი) (18 დოლარი) 12 საათი დაისვენებ ცოტას

...
სანახავი უამრავი რამეა, მაგრამ ძირითადად უნდა იფრინო და 150 დოლარზე ნაკლებად ერთი ადგილიდან მეორეში ვერ გადაფრინდები. სასტუმროების ფასები, გემოვნების მიხედვითაა და შეგიძლია აარჩიო.
აბსოლუტურად უსაფრთხო.
თუ ჰაიკინგი გიყვარს სამოთხეა, ისეთ ადგილებში მოხვდები ტურისტებს ხელით ეხებიან და კანის ფერს და თმას ამოწმებენ ნამდვილია თუ არა.
მოკლედ, კარგი აზრი გაგჩენია, არ ინანებ

ჰო, შეეცადე მონგ ლაში ჩახვიდე, ესეც შან სტეიტ-ია. ჩინეთის საზღვარზე, სპეციალური რეგიონი 4 (ერთ ერთი სამხედრო დაჯგუფების ტერიტორია, მაგრამ უსაფრთხოა, ტურისტებისთვის ვიზიტი შესაძლებელია).
კაზინოების და მეძავების ქალაქი, ნარკოტიკი ქუჩაში იყიდება, ბაზარში თავისუფლად შეიგძლია კობრა იყიდო ან ვეფხვის ტყავი

საინტერესოა ძალიან
ფული კიატი კი არა, ჩატი-ა. კიატ იწერება მაგრამ ჩატ წარმოითქმის.
რატომღაც KY კომბინაცია ჩ-დ იკითხება