მაგას ოდესის პრეზიდენტის მხარდაჭერა და სჭირდება
მოკლედ გუშინწინ ჩამოვედი კიევში, პირველ რიგში ყველას ვურჩევ რომ თბილისიდანვე დაჯავშნონ ბინა/სასტუმრო და მთლად ბრმად არ ჩამოვიდნენ, კარგი იქნება თუ ვინმე ნაცნობის კოორდინატებსაც აიღებთ (თუ პირველად მოდიხართ) საბაჟოზე რომ გადმოვდიოდი და დაინახეს რომ პასპორტში არ მქონდა გადმოკვეთა (ადრე ვარ ნამყოფი და ახალ პასპორტში არ მიჩანდა) გამიყვანეს გასაუბრებაზე და მომიწია ვიღაც მებაჟესთან გასაუბრება, გამომკითხა სად მიდიხარ, ფული გაქვს არ გაქვს, ვინმე ანცნობი თუ გყავს და ა.შ... კიდევ კაი ამ თემიდანაც და ისედაც შემზადებული ვიყავი და ყველაფერი ვესაუბრე მარა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი მაინც უარს მეტყოდა თუ თანხმობას, ბოლოს მითხრა გარეთ დამელოდე და დაგიძახებო... მოკლედ ძალიან დიდი "მადლობა" მინდა მოვუხადო იმ ქართველებს ვინც ასე გავიფუჭა სახელი უკრიანაში და ვიღაც მებაჟესთან მიწევს 10 წუთიანი ახსნაგანმარტებები რომ გადასაპარად და დასარჩენად არ მიწევს ჩასვლა... ძალიან შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი..
აეროპორტიდან ყველას ვურჩევ ან ავტობუსით წავიდეს რკინიგზის სადგურამდე (60 გრივნა ღირს) საკმაოდ ნორმალური ავტობუსია, ან ტაქსი გამოიძახეთ თორემ ადგილზე მაგრად იწეწებიან, გამოძახებული ტაქსი 200-250 გრივნა ჯდება, ადგილზე 400-500 გრივნა ჯდება..
ქალაქშიც სჯობია ტაქსები გამოიძახოთ თორემ რკინიგზის სადგურთან და ესეთ ადგილებში სადაც "პრახადნოი დვორია" ისეთი გააფერისტებული ტაქსები დგანან გაგფცქვნიან უყოყმანოდ.. რომ ვუყურებ ბევრი ტიპი ძალიან გააფერისტებულია და თვალსადა ხელშუა უნდა მოტყუება...
ხო რავიცი ამინდი თბილისურია, ისევე გრილა/ცივა როგორც თბილისში...
ჯერ მეორე დღეა აქ ვარ და რატომღაც მეჩვენება რომ ხალხი ცოტა დაგრუზულია, ალბათ ომი თავის კვალს ატყობს ხალხზე... ერთი პატიოსანი ტაქსი შეგვხვდა ვისაუბრეთ აქეთური იქითურზე და ომის თემაზე ჩამოვუგდე სიტყვა... შევაყე ისე ჩასწყდა გული და ისეთის ევდა ჩაუდგა თვალებში მეტი არ შეიძლება, სჯობია ისევ სხვა რამეზე ვისაუბროთო მითხრა. რაღაც შევწუხდი ამის შემხედვარე...
ხო ფასებს რაც შეეხება ყველაფერი იაფია, საჭმელი სასმელი, კაფეები, მაღაზიიები... 100$-ში 2450 გრივნა მომცეს იმდენი იყო საფულე გაიბერა
ახლა ადაპტირებას გავდივართ

)