სხვა თემაში დავპოსტე და აქაც იგივეს დავდებ და დამეხმარეთ
მოგესალმებით ყველას
გთხოვთ ვინც კომპეტენტური ხართ ამ საკითხში დამეხმარეთ,
მინდა ამერკის ვიზის აღება, ვაპირებ პიროვნებასთან ხელის მოწერას და ცოლ-ქმრის სტატუსით შესვლას საელჩოში.
გთხოვთ დამატებით რა სახის დოკუმენტები წარვადგინო რომ გავზარდო ვიზის აღების შანსები და თუ აგრეთვე იცით გასაუბრებისას რას აქცევენ ყურადღებას ?
მე ვაპირებ შემდეგი საბუთების შეგროვებას
1) ქორწინების მოწმობა
2) სახელფასო ცნობა (ორ ადგილას ვმუშაობ, საერთო ხელფასი 1900 ლარი, ნორმალურია ვიზიშთვის? )
3) 2014 წლის ბოლოდან ვარ ინდ-მეწარმეც და ამონაწერი მინდა წარვადგინო და ვთქვა რომ პატარა საოჯახო ბიზნესი მაქ.
4) დანაზოგის რაიმე საბუთი სასურველია?
5) ბინის მფლობელობის რაიმე საბუთიც სასურველი იქნება?
გთხოვთ დამეხმაროთ დიდი მადლობა წინასწარ