PC_AMDსანამ წავიდოდი ყველამ იმედი დამიკარგა. მეუბნებოდნენ ძნელად არტყავენ ეს ბოლო პერიოდიო. არვიცი ან დღეს იყო იღბლიანი დღე ან მე დავინახე სხვანაირად.
დილით მარტო იმ კაცმა დაიწყო მუშაობა და თითქმის არ არტყავდა, თუმცა ხალხი კი მეცოდებოდა , მაგრამ მეც არ ჩავურტყავდი მასეთი მიზეზებით რომ მითხრან მინდა წასვლაო.
შემდეგ მოვიდა ის ქერა გოგოც. ქალი არაა გოგოა პუტკუნაა უბრალოდ

ხოდა იმას დაავიწყდა მემგონი ყვითელი ფურცლები რომ ედო გვერძე, მერე ამ კაცმა მეც არ ვარ ნაკლებიო და ურტყა და ურტყა ვიზები. უკან სხვებიც ამბობდნენ რაკაი დღეაო. რათქმაუნდა შიგადაშიგ უარიც ქონდათ. მერე ხალხიც შემცირდა და თანხმობებიც. აი ერთი მომენტი იყო რაღაც , რომ სულ თანხმობებს არტყავდნენ ორივე.
ჩვენ ორნი ვიყავით. არანაირი საბუთი არ მოუთხოვიათ. რატომ მიდიხართო გვკითხა. შენ რატომ არ გაქვს გასვლებიო ჩემ შეყვარებულს კითხეს და შენ რატომ არ წაიყვანე რომ იყავიო მე მითხრეს, სად იყავი რა დაათვალიერეო ევროპის ვიზებზე მკითხა.
მერე ჩაგვირტყეს. იმდენი საბუთი მქონდა რისთვის გადავყარე ფული არაფერი არ მოუთხოვიათ. კიდევ კაი დაზღვევაც არ გავაკეთე. ძველი საბუთიც ხელში მეჭირა ვიზებიანი ვაძლევდი და არ გამომართვა. ინგლისურად ლაპარაკობთ ორივეო და კითქო ვუთხარით და ინგლისურად გველაპარაკა. თვითონ მე რაღაც ცალკე ოთახი მეგონა ამ ამერიკის ელჩთან და ჩვეულებრივად ყოფილა.
სულ სიცილ ხარხარში ვიყავით იქ. რომ დაიძახა გაღიმებულები და კარგ ხასიათზე მივედით. ხალხი კიდევ ნერვიულობდა და დაძაბულები იყვნენ ალბათ ეგეც მოქმედებს