პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის ყველას ვერ დაგთაგავთ.

ვეცდები ასე თუ ისე გაგცეთ პასუხები
არ მოგერიდოთ მკითხეთ თუ რამე საინტერესოს და საჭიროს გეტყვით გამიხარდება.
მოკლედ დავიწყებ. მე ჯიგრებო და კაი ხალხო ვჩალიჩობ წლებია წასვლაზე. ჩემი მაგალითით ნუ იხელმძღვანელებთ. მე ვრისკავდი ბევრს და ბევრ ისეთ ნაბიჯს ვდგაბდი რომელსაც სხვა ვერ გადადგამს. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. პირიქით ეგეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგათ... სისულელეა და დიდი რისკი. მე სამხრეთ ამერიკა მაქ მოვლილი ჯერ კიდე 2019 ში. კარიბის კუნძულები და ისეთი რაღაცეებზე მიჩალიჩია მანდ ახლა მეცინება. კრუიზის გემები რომ შემოდიოდნენ მანდ მექანიკოსების დაკერვა ვცადე რომ იქნებ ძრავი სადაცაა იქ დავემალე და მერე მსიამიში რომ გავპარულიყავი ღამე.

მოკლედ ბევრი ვცადე იმდენჯერ ვიყავი საელჩოში შესული სათვალავი ამერია. ხოდა ბოლო ვარიანტი იყო მექსიკიდან.
1. ყველა პონტში გადამყვანით იჩალიჩეთ იმიტომ რომ უფრო უსაფრთხოა ვიდრე მარტოდ წასვლა. ფულიც 3 ჰა ჰა 4 ი იყოს სხვაობა და რუსკას არ ღირს. კი გადამყვანითაც რისკია მაგრამ ელემენტარულად რომ მოგაბრუნონ გარანტია მაინც გექნებათ რომ ბილეთებს თქვენი ხარჯით არ იყიდით. არის კიდე ნიუანსები. ენის ბარიერი ( მე არ მქონდა ეგ ბარიერი. ინგლისური ვიცი ). მეწსიკაში სასტუმროების მოგვარება, დაგეგმარება გზების, შიდა ფრენები და ასეშემდეგ... ჯობია გადამყვანმა იჩალიჩოს.
2. წინასწარ გწტყვით ყველა დეტალს ვერ დავწერ მე იქ მარტო არ ვყოფილვარ. და იქ ადგილზე დამაკავშირეს გადამყვანთან რა როგორ ვერ დავწერ არ გეწყინოთ. მე წავედი თურქეთი, ევროპა, კანკუნი. ერთხელ მომაბრუნეს უკან და მეორე დღესვე გავფრინდი. გამიმართლა რომ ბილეთი 800 ევროში ვიყიდე ისე ბევრად ძვირებია. პირველ ჩაფრენაზე ერთი ღამე დამიწყეს. მაგარი ცუდი ოთახია. ყარს, თხელი ბინძური ლეიბები ყრია, შუქი სულ ანათებს. მოკლედ ცუდი ადგილია მაგრამ მიზანი როცა გაქ შედარებით ადვილია გადატანა. მეორე დღეს ჩამსვეს თვითმფრინავში და მომაბრუნეს. ერთი ღამე ევროპაში გავატარე და მეორე დღეს გავფრინდი ისევ. ზუსტად 2 წუთში შემიშვეს. მიზეზს რატო გიშვებენ ან რატო არ გიშვებიან მექსიკაში მაგის მიზეზს არავინ გეუბნებათ. ყველაფერი წესრიგში მქონდა. იქით აქეთ ბილეთები, სასტუმროები ყველაფერი. ერთი და იგივე საბუთებით მივედი მესაზღვრესთან ორივეჯერ. ერთხელ არ შემიშვა მეორედ შემიშვა.
3. სასტუმროში დაბინავდა და იქ გავატარე ერთი კვირა ცოტა მეტი. ( კანკუნი ) შევირგე ბოლომდე ვიცოდი წინ რაც მელოდა. პლიაჟი არ მომიკლია, კლუბი, დასალევი და სეირნობა ყველა კუთხე კუნჭული მოვიარე + ტურიც ვიყიდე და პირამიდები ვნახე. დაახლოებით სამი ოთხი საათის სავალზეა კანკუნიდან. მერე გადავფრინდი მეხიკოში 12 საათი აეროპორტში ვიყავი იქ ველოდებოდი რეის. 12 საათის მერე გადავფრინდი მეხიკალაში. აეროპორტში გამაჩერეს 3 -4 საათი. და გავედი ტაქსთან. ტაქსისტს 100 დოლარი ვაჩუქე პოლიციასთან რომ არ მივეყვანე. მიმიყვანა სასტუმროში. იქ ველოდე რამოდენიმე საათი. მივიდნენ საღამოს პირას ჩავჯექი მანქანაში და გავგაზეთ საზღვრისკენ.
4. მოკლედ მიგვიყვანს სადღაც სახლში საზღვართან ახლოს. იქ გავჩერდით 10 წუთი დაახლოებით და წაგვიყვანეს ფეხით სადღაც პკანტაციებში ვიჯექით ერთი 3 საათი. ვისაც უნდა გადავეყვანეთ იმან ჩეპეა აქ ვერ გადავალთო და წაგვიყვანეს სხვა საზღცარზე. ერთი 100 ადამიანი ვიყავით, ვიჯექით პალმებში საზღვართან ახლოს. ვიღაც კოჭლ კაცს ჩაგვაბარეს და გვითხრეს მოვალთო. ჩემი ფეხები არავინ მოვიდა. გუგლი მეფით უყურებ ძაან ახლოს ვართ საზღვართან. მივედი ამ კოჭლთან რა ხდება მეთქი რატო არ მივდივართ ? უკვე გათენდება და დავიწვებით. ამ კოჭლმა რო დაამუღამა გადამყვანები არ მოვიდოდნენ ხელით გვაჩვენა იქითო და წავიდა თვითონ დედამისის ტრაკში. დავიძარით 100 კაცი. 6 ქართველი ვიყავით. რო დავიძარით მივხვდით ამ 100 კაცთან სიარული პიზდეცი იყო. მე და კიდე 4 მა ქართველმა ერთმანეთში ვიბაზრეთ და გადავწყვიტეთ გადაგვეხვია სხვა გზით იმიტომ რომ ამ 100 კაციდან ტიპები ჩემოდნებით იყვნენ და მოძრაობდნენ ნელა. ზოგი ბავშვით იყო ზოგი მეშოკებს მოათრევდა, ზოგი ძლივს დადიოდა. 5 მა კაცმა გადაუხვიეთ ერთი ქართველი იმათ გაყვა. არ გვენდო ჩვენ.
5. მივდიოდით რუკით ეს 5 კაცი. მხოლოდ რუგზაკებით და სირბილით მინიმუმ ძუნძულით. პრობლემა იმაში იყო რუკაზე არ ჩანს სად როგორი რელიეფია და რა წინაღობებია. მოკლედ შევეხით ბუჩქებში მაღალ ბუჩქებში. იმდენად ხშირი იყო ეს ეკლიანი ბუჩქები რომ 10 სანტიმეტრზე წინ არაფერი ჩანდა. ფავაკეთეთ ჯაჭვი. წინ ერთი კაცი რომელიც ხელების და ფეხების ფადადყავების ხარჯზე იკვლევს გზას. უკან მეორე კაცი ფანრუთ რომელიც ანათებს. მესამე კაცი რუკით ( გუგლი მეფით ) დანარჩენი ორი უკან. და ვეცვლებით ერთნანეთს ყოველ ხუთ წუთში რუკისნი კაცის გარდა.
6.მივედით პატარა მდინარესთან სიფართით პატარაა. წყალში რომ შევედით ღრმა იყო და + ხეები და ბალახები ეყარა შიგნით. სამმა კაცმა ცურვა არ იცოდა. არ გავრისკეთ მოვბრუნდით უკან. უკანა გზაზე ფეხი იღრძო ერთმა კაცმა. რა თქმა უნდა ამან შეგვნელა. მაგრამ მაინც ვმოძრაობდით. გუგლი მეფით რის ვაი ვაგკახით მუშაობს ფაქტიურად არ იჭერდა ინტერნეტი. ფოვერ ბანკები გვქონდა და გამოგვადგა ძალიან. მოკლედ დავარტყით წრე და მივედით ისევ მდინარესთან სხვა ადგილას. აქ უკვე კოჭებამდე იყო წყალი. და გადავეცით. კიდე ვიარეთ დაახლოებით 10 წუთი და მივადექით პატარა ზაბირს. გადავაბიჯეთ და გამარჯობა ამერიკა.
7. რომ გადავეფით უკვე თენდებოდა. ჩამოვჯექით რაღაც ხიდივით იყო. მოვიდა სასაზღვრო პოლიცია და გვითხრა ბევრი ხალხია ლოდინი მოგიწევთო და წავიდა. მზემ რომ დააჭირავეღარ გავძელით და დავიძარით ტრამპის ზაბირს მხარეს. ( ტრამპმა რომ დაიწყო აშენება ) მივედით იქ წყალი იყო ბაჩონკებით და ბიო ტვალეტები. კიდე დააცლოებით 7 საათი ველოდეთ.მოვიდნენ ბოლოს მინი ვენით მესაზღვრეები და წაგვიყვანეს არიზონას დეთენშენში.
8. იქ პაკეტებში ჩავდევუთ პასპორტი, ტელეფონი, საფულე რაც ჩავტიეთ დანარჩენი ყველაფერი ნაგავში. დალუქეს პაკეტები და შეგვიყვანეს ღია ცის ქვეშ კლედკაში. 100 კვადრატულ მეტრზე ვიჯექით ერთი 300 კაცი. ჩაკუზულს მეძინა. მეორე დილით შეგვიყვანეს სურათები გადაგვიღეს, ანაბეჭდები აგვიღეს და გადაგვუყვანეს ერთი ზაბორით იქით. იქ პალადკები იდგა. იქ ვიჯექი ერთ კვირამდე ზუსტად არ მახსოვს. გვაჭმევდნენ დღეში სამჯერ. საჭმელი რავი ნორმ მე ვჭამდი.
9. ერთი კვირის მერე დაიძახეს Georgians. მივედით გვარები ამოიკითხეს და შეგვიყვანეს შენობაში ინტერვიუზე. რავი ჩემთვის არაფერი ისეთი არ უკითხავთ. რომც ეკითხათ გეგმა იყო რომ ინგლისური არ ვიცი. მოკლედ ფორმალობა იყო ჩემ შემთხვევაში. ზოგი მკაცრად დაკითხეს. თურქი მაგალითად და სომეხი. თარჯიმნები მოიყვანეს. ერთი ღამე ჩაგვკეტეს 38 კაციან ჯამერაში. 100 ნი ვიჯექით.
მეორე დილით მოვიდნენ ნარუჩნიკები, ავტობუსი, 6 საათი გზა და ლაპალმას ციხე
10. ლა პალმაში გაგვანაწილეს კამერებში ორ ორი კაცი. და 2 კვირა დღეში 23 საათი ვიყავით დამწყვდეულები. ერთი საათი ბანაობა, ტელეფონზე დარეკვა და იქნებ რამე წიგნი იპოვო და შეიტანო კამერაში. ჩვენ არ გვითხრეს თურმე შეგიძლია ქართული წიგნებიც მოითხოვო. მე რაც კი იმ ციხის ბლოკში წიგნი იყო ყველაფერი წავიკითხე. ბოლოს ეკლესიას მივწერე პლანშეტით. ( ციხის პლანშეტია ) ბიბლია მოვატანინე ძველი და ახალი აღთქმა. გაქანებული ათეისტი ვარ მაგრამ რა მექნა. წავიკითხე ეგეც.
11. ორი კვირის მერე გადამიყვანეს უკვე ბევრად კარგ ბლოკში. დილას იღებიდა კამერის კარი 4 ძე და საღამოს 10 ძე იკეტებოდა. ბლოკში იყო დაჟე playstation 4 სენეგალელ ძმებს ვაწკმუტუნებდი ხოლმე ფიფაში. ( ფეხბურთი ). დილაობით ერთი საათი სუფთა ჰაერზე გავდიოდით. კალათბურთსაც ვთამაშობდით.
12. ერთ კვირაში 10 დღეში ზუსტად აღარც მახსოვს. ჩემა სპონსორია დილით გადაიხადა გირაო 3000 დოლარი. საღამოს მოვიდნენ კოვიდ ტესტი ამიღეს და დილის 4 ზე დამიძახეს სვეშამი.
13. წამიყვანეს ავტობუსით ნარუჩნიკებით წითელ ჯვარში. იქ კიდე ამიღეს კოვიდ ტესტი და დამსვეს მაგიდასთან ვიღაცასთან ვინ იყო არ ვიცი. მოგეხმარებით ბილეთებზე რამე რუმეო. მეთქი არა მადლობა თავს მივხედავ მეთქი. გამოვედი გარეთ და წავედი აეროპორტში ვიყიდე ნიუ იორკის ბილეთები მესამე დღის. ( კატასტროფა ფასებია. ) იმ დღის 1600 დამიფასეს. ერთი ღამე გავატარე აეროპორტში. მეორე დილით დაცვაზე ვოლმარტში ვიყიდე ჩასახმელი, წავედი მოტელში ავიღე ნომერი მოვწესრიგდი დავიძინე და მესამე დღეს დავბრუნდი აეროპორტში და გავფრინდი ნიუ იორკში.
14. არც ბრასკეტი გამიკეთეს მე პირადად და არც აპლიკაცია ჩამიწერეს. პასპორტის წართმევა ცადა ოფიცერმა მაგრამ ტრუსიკში ჩავიდე და ვუთხარი შენით ამოიღე მე არ ამოვიღებ მეთქი. მაგის და გამიშვა. ეს არ ქნათ თქვენ. მაგარი სისულელე ვქენი და უბრალოდ გამინართლა თორე გამბეყავდა სხვა ოფიცერი ცემაში. ოფიცერში გამიმართლა ან დაეზარა პროსტა. შემრჩა მოკლედ პასპორტიც.
15. აუცილებელია გყავდეთ სპონსორი, აუცილებელია ვინმე შინაური თორე იცხოვრებთ ქუჩაში, აუცილებელია მენტალურად იყოთ ძლიერი, აუცილებელია შრომის მოყვარეობა, მოტივაცია და აქ ამერიკაში ყველაფერი გამოგივათ.
16. მექსიკის ციხეში არ მივხვდი მადლობა ღმერთს ამიტომ მაგაზე ვერაფერს გეტყვით .
მოკლედ ეს იყო ჩემი ისტორია. თუ რამეა მკითხეთ.
This post has been edited by sormer500 on 3 Jul 2022, 03:39