წამოვედით ორნი ჩეჩენის ხოდით, გვქონდა პოლონეთის ვიზები, თანხა გვითხრა 10 ორივეს, მე დავაკლებინე 9.5 წამოვედი. თბილისში მივწერე მარშუტზე და თვითონ მომწერა სტამბული - პორტო - ლისაბონი - კანკუნი
პორტუგალია( პორტო-ლისაბონი, თავისი სასტუმროებით, მატარებლის ბილეთებით და თბილისის უკანა გზის ბილეთები) დაჯავშნილი მქონდა 1 კვირით სულ, ბილეთებიც 1 კვირით ადრე ვიყიდე თბილისში, იაფი გამოდიოდა სადღაც 1200 დოლარი დაჯდა თუ სწორად მახსოვს მთლიანად პორტუგალია თავისი ყველაფრით.
პირველი ჩავედი პორტოში და ეგრევე რო დაინახა პასპორტი და ვიზა გოუ ბექ ჯორჯიაო, მაიამიში მიდიხარ ვიციო. ჯავშნები და ბილეთები შევუყარე ფანჯარაში, მეთქი მეგობარს აქვს დაბადების დღე და უნდა აღვნიშნოთ თქო, პლიუს პორტო სპორტინგი იყო იმ კვირას და პორტოს ფანი ვარ თქო

მერე გადახედა ჯავშნებს და შეგვიშვა როგორც იქნა, პორტო თესლი ქალაქია დამევასა მაგრად. სასტუმრო აღებული გვქონდა ორი დღით და მერე მივდიოდით ლისაბონში მარა კანკუნის ბილეთი უნდა გვეყიდა პორტუგალიაში და მოკლე ვადაში ძაან ძვირი ღირდა. ამიტომ ლისაბონი - კანკუნის ბილეთები თავისი უკანა ბილეთით ვიყიდე 10 დღიანი ინტერვალით 1300 დოლარი ღირდა ეგრე მგონი. (პლიუს კანკუნის სასტუმრო 200 დოლარი). ეს პერიოდი ბიძაშვილთან ვიყავი და სასტუმროს ხარჯი აღარ მქონია გამიმართლა მაგაში. ბოლო ორი დღე გადავედი ლისაბონში ბარემ ვნახავ თქო, მაინც დაჯავშნილი მქონდა სასტუმრო.
ლისაბონი კანკუნის რეისზე არაფერი უკითხავთ, ვიზა შეამოწმეს და ჯავშნები, ბოლოს მკითხა პოლონეთში რატო არ იყავიო, აგვისტოა ვმოგზაურობ და მერე უნდა ჩავიდე თქო და ოკეიო.
კანკუნამდე ფრენა არის 10 საათიანი და მიხვდებით რა ###ობაცაა

კანკუნში ვიცოდით პასპორტ კონტროლზე სად უნდა მივსულიყავით და გავიარეთ მარტივად, რაღაცას ახედ დახედა, სავარაუდოდ სურათებს

და ჩაგვირტყა. ჩაარტყა თუ არა ბეჭედი სადღაც ოცი მეტრი მქონდა გავლილი და ოთახში შემიყვანა პოლიციამ პასპორტი გამომართვა სურათი გადაუღო, მეც გადამღო მერე შეამოწმეს რაღაც და ბოდიშის მოხდით გამომიშვეს სავარაუდოდ ისევ გადაამოწმეს გადამყვანით რო ვიყავი, რამდენიმე ტაჯიკი ან უზბეკი ყავდათ გაჩერებული. ქართველები ყველა გადამყვანით ვიყავით მარტო ორი არ შემოუშვეს ვიზები არ ქონდათ. უკვე მაგარი დასტრესილი ვიყავი წუთებში ხდება ეს პროცესი და თან გრძნობ რო მსოფლიოს ყველაზე ### ქვეყანაში ხარ. ამ ოთახიდან რო გამოვედი ბარგის კონტროლზე კიდე დამიჭირა პოლიციამ, ჩანთა გამიხსნა და ამომიყარა ###ობები, ამერიკაში მიდიხარო ამანაც, ფული რამდენი გაქვსო და არ დამიმალია, დათვლა დაუწყო ###მ

მერე ტელეფონი გადამიქექა და ბედად ვაიბერი გადამალული მქონდა. როგორც იქნა გამომიშვა და გამოვედი გარეთ.
გამოსვლიდან ეგრევე ისეთი სიცხე და ტენიანობაა ვერ სუნთქავ, პლიუს მაგარი ### სუნი იდგა და ტაქსები ზედ გახტებიან და ტვინი უფრო გეტყვნება. ბოლოს მხარზე მომარტყა ტიპმა ხელი და რო მოვბრუნდი ტელეფონში ჩემი სურათი გააძრო

ცალკე გადაგვიყვანა ქართველები, შეგვაგროვა ერთად და მერე მანქანებით ჩვენ დაჯავშნილ სასტუმროებში წაგვიყვანა. მე ვიყავი ყველაზე ### სასტუმროში რაც კი შეიძლება არსებობდეს

მეგონა მალე გადაგვიყვანდა და აღარ შევცვალე ამიტო დავიკიდე. აეროპორტში ტვინი რო #####ეს, ###ზე მეკიდა გართობაც, ლიჟბი მალე გავსულიყავი ამ ქვეყნიდან

თუმცა სხვები იყვნენ კარგ სასტუმროებში და ზოგადად კანკუნი საგულაო ქალაქია, ამიტო ნორმალური სასტუმრო აიღეთ და ცოტა მოეშვით თუ ნერვები გეყოფათ, პოლიციას მაინც ერიდეთ გახსოვდეთ რო ყველაზე ### ქვეყანაში ხართ დედამიწაზე

კანკუნში გაჩერების პერიოდი ერთი კვირაა საშუალოდ, თუმცა ზოგს ორი კვირაც მოუწია და ორ დღეშიც წაუყვანიათ ამიტო ვერ გაიგებ ზუსტად. ერთი კვირა მოგვიწია ჩვენ. კანკუნში მეორე დღეს მოგაკითხავენ და ფულს წაიღებენ, 1000 დოლარს დაგიტოვებენ ტაქსების და სასტუმროს ფულს, თუმცა რაც დაგრჩებათ ბოლო გადამყვან ტაქსს უნდა გაატანო. ჭამა არ შედის და არ უნდა მოატყუო კაროჩე, იციან რა ჯდება საშუალოდ, ზოგმა ორასი დოლარი დაუტოვა და მაინც დაამატებინა მერე. 1 კვირის თავზე ჩაგვიყარეს ტიხუანას ბილეთები.
შემდეგი გაჩერება იყო ტიხუანა, ტიხუანა უკვე დედამიწის ყველაზე ### ქალაქია. აეროპორტში გაგატყნან შეიძლება და არ აგიშვან ბორტზე ან ჩახვიდე და მერე არ შეგიშვან. ბევრს არ უმართლებს. ჩვენ გაგვიმართლა და მარტივად გავიარეთ. ფრენა 4-5 საათი იყო სადღაც. ჩავედით თუ არა ეგრევე ტაქსში ჩავჯექი და წავედით სასტუმროში 5 წუთის სავალი იყო და 50 დოლარი წამართვა თუმცა ეგ ფული აღარ იყო მაინც ჩემი ამიტო მეკიდა. სასტუმროც გადმოგზავნილი იყო და ზოგადად მექსიკიდან ყველა ხარჯი გარდა ჭამისა იმათია. ამ სასტუმროში მოვგროვდით ბლომად ქართველები სადღაც 20-30 კაცამდე პროსტა ნომრებ არ გვქონდა, მივწერეთ ამაზე და მანდ დაიცადეთო, სადღახ ორ საათში მოვიდნენ მანქანებით, თითოში 5 კაცი ჩაგვსეს და წაგვიყვანეს მეხიკალში. ადრე ტიხუანაში აჩერებდა ხალხს 2-3 დღით ხოლმე.