ავსტრალია კანადას ჯობია 400 % ით , ყველაფრიტ , დაინტერესებულმა პირებმა Mომწერეთ Fასი შეტანხმებიტ
* * *
მოგესალმებით მეგობრებო, გაგაცნობთ დეტალურად ავსტრალიის შესახებ ინფორმაციას,
რატომღაც ეგ ქვეყანა არ არის აქტუალური პოტენციურ ემიგრანტებს შორის. არადა ავსტრალიაში არის ყველაფერი რაზეც კი ოცნება შეიძლება. მათ აქვთ სუპერ ეკონომიკა, რომელსაც კრიზისმაც კი გვერდი აუარა; შესანიშნავი კლიმატი როგორც ტროპიკული, ასევე სუბ ტროპიკული; ქალაქები, რომლებიც ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიოს ხუთეულში არიან. და რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყანას სჭირდება ემიგრანტები, განსაკუთრებით კი მაღალკვალიფიცირებული ადამიანები.
წარმოგიდგენიათ, წელიწადში დაახლოებით 40 000 ბრიტანელი სამუდამოდ გადადის საცხოვრებლად ავსტრალიაში. არა იმის გამო, რომ ბრიტანეთში ქველაფერი ცუდად არის. არა, უბრალოდ ეს ქვეყანა მათ სთავაზობს შესანიშნავ კლიმატს, ცხოვრების გაცილებით უკეთეს ხარისხს (quality of life), უზარმაზარ აუთვისებელ ტერიტორიებს, ნაკლებ კონკურენციას როგორც სამუშაოს შოვნის ისე ბიზნესის წარმოების მხრივ. შედარებისთვის, მასწავლებლის ან არაკვალიფიცირებული მუშახელის (მაგ. მიმტანის) ხელფასი ორჯერ უფრო მაღალია ავსტრალიაში ვიდრე ინგლისში. შეერთებულ შტატებში ორჯერ უფრო მაღალია რისკი იმისა რომ სიღარიბეში იცხოვრო ვიდრე ავსტრალიაში.
ქვეყანაში, რომელიც მთელ კონტინეტს მოიცავს, ცხოვრობს მხოლოდ 22 მილიონი ადამიანი, მაშინ როცა იგივე დიდ ბრიტანეთში, რომელიც ავსტრალიასთან შედარებით ერთი პატარა კუნძულია, ცხოვრობს 62 მილიონი ადამიანი.
წამოიდგინეთ ცხოვრობთ სიდნეიში (მეექვსე ადგილი საუკეთესო ქალაქებს შორის), რომელიც მსოფლიო დონის პლიაჟებითაა გარშემორტყმული და სადაც წყლის ტემპერატურა მუდმივად მაღალია. კალიფორნიაში, რომელსაც აგრეთვე მაღალი დონის სანაპიროები აქვს, წყალი ზაფხულშიც კი ყინულივით ცივია. იგივე ფლორიდაში, სადაც ზღვაც და ამინდიც მაგარია, უმუშევრობა თითქმის 10 პროცენტია კრიმინალი კი ძალიან დიდია, ძირითადად ლათინური და აფრო ამერიკული ემიგრანტების გამო. ახალ სამხრეთ უელსში (სიდნეი) კი არც ერთია პრობლემა და არც მეორე.
ან თუნდაც ცხოვრობთ მელბურნში (The Economist's World's Most Liveable Cities 2011 - მელბურნი- პირველი ადგილი ცხოვრების დონის მიხედვით), რომელიც ავსტრალიის კულტურული დედაქალაქია, სადაც წელიწადის ოთხივე სეზონია გამოხატული. როგორც მელბურნიდან, ასევე სიდნეიდან, ეს რაც არ უნდა წარმოუდგენელი უნდა იყოს, ზამთრის სათხილამურო კურორტები მანქანის ორიოდე საათის სავალზე მდებარეობს. მელბურნის პლიაჟებიც საკმაოდ პოპულარულია, ოღონდ ზავხულობით (ჩვენთან რომ ზამთარია). იგივე სენთ კილდა, ბრაიტონ ბიჩი ან ჩელსი ბიჩი. ასე რომ, თუ ბუნება გიყვართ, beach life და outdoor activities (ქართულად ვერ გადავრთარგმნე), ავსტრალია თქვენთვის ზედგამოჭრილია. სერფერებისთვის ხომ საერთოდ სამოთხეა. ყველაზე ლამაზი ქალები მელბურნში არიანო ავსტრალიელები მეუბნებიან. ინგლისური ჯიში მაინც თავისას შვებაsmile.gif
თუ უფრო ტროპიკული და ცხელი კლიმატი გიზიდავთ და გინდათ რომ ზღვის სეზონი წელიწადის თორმეტივე თვეს იყოს მაშინ შეგიძლიათ პერსში (Perth-მერვე ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს შორის) ან ბრისბენში იცხოვროთ.
საქართველოში რომ ვიყო და ემიგრაციაზე ვფიქრობდე ქვეყნებს შემდეგი თანმიმდევრობით დავყოფდი, ანუ სად უფრო მაგარია ემიგრანტი რომ წავიდეს:
1-ავსტრალია და ა. ზელანდია (სადაც ვარ ათიდან 10 ბალი)
2- აშშ (სადაც მიცხოვრია, 7 ბალი)
3- სკანდინავია (სადაც მიცხოვრია 6.5 ბალი)
4- დიდი ბრიტანეთი (სადაც მიცხოვრია 6 ბალი)
5-კონტინენტური ევროპა (5.6 ბალი)
6-კანადა ( სადაც მიცხოვრია 1 ბალი) (კანადა ძალიან ცუდი ქვეყანაა, )
წასვლის, ანუ ემიგრირების სირთულისდა მიხედვით ავსტრალია პირველ ადგილზეა, მიუხედავად აურაცხელი რაოდენობის ვიზებისა და სუბვიზებისა, რომლებიც ლამისაა თითოეულ ადამიანზეა მორგებული. ერთ ერთი იოლი გზა ავსტრალიაში დაფუძნების მაგისტრატურის ან ბაკალავრის გაკეთებაა. ეგ არის ყველაზე სწრაფი, თუმც ძვირი გზა ავსტრალიაში ემიგრირების. სწავლიდან ორი წლის შემდეგ კარგი შანსი გაქვთ რომ სამუდამო რეზიდენტობა მიიღოთ. თუ რამე ხელობა იცით და თან ენასაც ფლობთ მაშინ, როგორც კვალიფიცირებული მუშახელი შეგიძლიათ წახვიდეთ თან გარანტირებულ სამუდამო რეზიდენტობასაც მიიღებთ. თუმცაღა, ეგ პროცესი დროში ძალიან იწელება (ერთ წელზე მეტი) და თან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ბრიტიშებთან მოგიწევთ კონკურირება
* * *
აკრედიტებული სააგენტოს მომსახურება რომელიც თქვენს კეისს დაიწყებს და დაასრულებს ფასები მერყეობს 5 000 $ დან 20 000 $ მდე, გააჩნია ქეისს, ყველას ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს , ზოგს მაგისტრატურა ზოს ბაკალავრი, ან უბრალოდ პროფესიული უნარების გაღრმავება სურს, ან თავისუფალი ემიგრაცია,.
დაინტერესებული პირები რომელტაც მართლა რეალურად სურთ ემიგრირება, სწავლა, ან მუშაობა ავსტრალიაში შეუძლიათ მოიწერონ დასვან შეკითხვები (არა უაზრო ფლს) და მიიღონ მეტი ინფორმაცია,
* * *
კანადა ვიეს ავსტრალია )) გიწვევთ დებატებში, კანადა ძალიან ცუდი ქვეყანაა, ვინ ეთანხმება