gravitaciaევროპაში ვცხოვრობდი სამი წლის წინ და ნამდვილად არ იყო ასეთი გარემო როგორსაც შენ აღწერ. ემიგრანტები მაგრად თუ არა კარგად მაინც ცხოვრობდნენ.
მე არ მითქვამს საქართველოში არ გაჭირდათქო, სამსახური ყველგან ჭირს. 1000 ლარზე მეტს იღებს ხელფასს კი, სამაგიეროდ უფრო მეტს ხარჯავს. ათასნაირი გადასახადებია.
5 და 10 წლით რომ გინდა ჩამოსვლა, რომ დაბრუნდები ისევ მათხოვრულ ხელფასზე გინდა ცხოვრება? მაგაშია ზუსტად პრობლემა რომ გგონია 5 და 10 წელში ფულს მოაგროვებ და მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრებ.
koki15ნუ ნერვიულობ დამშვიდდი.
შეწუხება საერთოდ რა შუაშია? ან რატომ უნდა მეშინოდეს მაგის?
უკვე დავწერე რომ ვაპირებ დაბრუნებას ახლო მომავალში, სხვა რა ვქნა?
უკან გაქცევაზე არიანო მე არ დამიწერია, ისე ნერვიულობ რომ პოსტები აგერია უკვე

ჩავთვლი რომ ეს მთლიანი წინადადება მე არ მეხება და არ გიპასუხებ.
* * *
და კიდევ ასე ნუ ნერვიულობთ ჩემ პოსტზე, მე არ მითქვამს არ ჩამოხვიდეთო, უბრალოდ რაც აქ ხდება და რასაც ვხედავ ის დავწერე. (ქართველების მაგალითზე არ დამიწერია, არ ვიცნობ ქართველებს)
ჩანს თქვენი პოსტებიდან დიდი მოლოდინი თითქოს კანადაში კიარა სამოთხეში ჩამოსვლას ცდილობდეთ.