მოკლედ მთელი თემა გადავიკითხე და მივედი დასკვნამდე, რომ კანადაში სასწავლებლად წასვლა არის იდეალური გზა შემდგომში დასარჩენად და ნორმალური სამსახურის საშოვნელად. რაც შეეხება არალეგალურ გზებს კი ვფიქრობ მაინც ჯდება იმის ნახევარი, რაც სწავლაში უნდა გადაიხადოთ და სამსახურის შოვნაც გაჭირდება რისკს რომ თავი დავანებოთ.
რატომღაც ამ გზაზე ყველაზე ნაკლებს საუბრობენ წამსვლელებიც და ჩასულებიც. მხოლოდ
iverson -მა მოგვაწოდა ძალიან სასარგებლო და დამაიმედებელი ინფორმაცია მეორე გვერდზევე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი
შეგახსენებთ მის მიერ მოწოდებულ ბლოგის ბმულს
http://georgiacanada.blogspot.com/სასწავლებლად წასვლის დადებითი მხარეები რაც მე შევამჩნიე ესაა:
1. ლეგალურია და საშიში არაფერია
2. მიგყავს მეუღლე მუშაობის უფლებით
3. ზოგან სწავლის პერიოდში შესაძლებელია არასრული განაკვეთით მუშაობა
4. სწავლის დასრულების შემდეგ რამდენი ხანიც სწავლობდით იმდენი ხანი რჩებით კანადაში სამუშაოდ
5. კოლეჯდამთავრებულს გაცილებით უკეთესი სამსახურის შოვნის შანსი აქვს და გადახდილ თანხასაც მალევე ამოიღებს
თუმცა არის უამრავი კითხვაც ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით:
1. სასწავლებელში საბუთების შეტანის შემდეგ გამგზავრებამდე რა პროცედურებია და რა ვადები სჭირდება?
2. დამატებით რა თანხებია საჭირო სასწავლებლამდე ჩასასვლელად?
3. როგორ უნდა მოიძიოს იქ ჩასულმა (სწავლის მსურველმა და მისმა მეუღლემ) სამსახური?
iverson გთხოვ დაგვეხმარო სასწავლებლად კანადაში მოხვედრის გზის თემის შეკვრაში და კითხვების მინიმუმამდე დაყვანაში. მადლობა წინასწარ