მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე გამოცდილება გაგიზიაროთ.
მოკლედ ჩაწერილი ვიყავი 11 ზე მარა გამოვცხადდი 10 ის ნახევარზე. დაახლოებით 15 კაცი ველოდებოდით შესასვლელთან. დაცვამ გამოგვიცხადა მხოლოდ ტელეფონს დავიტოვებთო, დანარჩენი თუ რამე გაქვთ ზედმეტი გადაყარეთო. მოკლედ თლა ახალი არაბული მალბოროს პაჩკა და სანტებელა ხეზე დავდე ქუჩაში და რომ გამოვედი აღარ დამხვდა

გავიარეთ შემოწმება, დაახლოებით ისეთი როგორც აეროპორტშია.მოვიხსენით ქამრები, ყუთში ჩავაწყეთ ტელეფონები და ტანსაცმელი რენტგენში გავატარეთ. ამის შემდეგ შევედით მთავარ შენობაში.
აქ ცოტა დამაბნეველი სიტუაციაა, გავს ბანკის დარბაზს, ანუ არის სალაროსავით ფანჯრები, ბრონირებული შუშებით და დარაბაზია სადაც ხალხი ელოდება. ერთ ფანჯარაში ჩავაბარეთ პასპორტი და აპლიკაციის ფორმა.(ქართველ გოგონასთან). ამის მერე დავბრუნდი სკამზე და გავაგრძელე ლოდინი. ცოტა ხანში მეორე ფანჯარაში ამოიკითხეს ჩემი გვარი და ისევ მივედი,ამიღეს თითის ანაბეჭდები და ისევ დავბრუნდი სკამზე. ალბათ ასე 15 წუთის შემდეგ ისევ ამოიკითხეს ჩემი გვარი უკვე მესამე ფანჯარასთან და იქ მივედი (ულვაშებიან კაცთან).
მივესალმე და დაიწყო გასაუბრება, თან კომპიუტერში აჩხაკუნებდა რაღაცას და თან მელაპარაკებოდა.
-სად მიდიხარ?
-ჰიუსტონში?
-რა მიზნით?
-სამოგზაუროდ, მეგობრებთან ერთად, ისინი ლონდონიდან და იოჰანესბურგიდან არიან მეთქი

- ადრე გაქვს განაცხადი ვიზაზე შევსებული?
-არა, ეს პირველია.
- ნამყოფიც არ ხარ ამერიკაშიო?
-არა მეთქი.
- ჰიუსტონში რისი ნახვა გინდა?
- (კიდე კაი მზად ვიყავი), კოსმოსური შატლის სადგურის, საბრძოლო ხომალდის, ჰოლოკოსტის მუზეუმის მეთქი. თან ჩემი სამსახურის სათაო ოფისიც მანდაა და მაგიტომ მაინტერესებს მაგ მხარის ნახვათთქო.
- სად მუშაობ?
- ვეუბნები კომპანიის სახელს, საქმიანობის სფეროს და ქვეყნებს სადაც ვოპოერირებთ.
- რამდენი წელია მუშაობ?
-2011 იდან
-აქამდე რატომ არ ხარ ნამყოფი სათაო ოფისშიო? (განდონა კიტხვა)
- იმიტომ რომ რეგიონული ოფისი დუბაიში გვაქვს და იქ ზის მენეჯმენტითქო (არ დაიბნა ბაჭია

)
- ხელფასი რამდენი გაქვს?
- ვეუბნები წლიური 60K
- ლარი?
-არა დოლარი.
- ყოველთვე რამდენს იღებ?
- ვეუბნები ძირითად ხელფასს.
- არ ემტხვევა საერთო რაოდენებას.
- იმიტომ რომ მოჭრილის გარდა კიდევ დღიური ანაძრაურება მაქვს იმის მიხედვით თუ სად ვარ და რას ვაკეთებ.
-რატომ თავიდანვე არ მითხარი ასე რომ იყო?
- იმიტომ რომ წერილში რომელიც მაქვს, მხოლოდ მოჭრილი ხელფასი წერია, და ბონუსები არაა ნახსენები და ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდთქო. და ავუხსენი რა სისტემით ხდება ბონისების დარიცხვა. ამ დროს ვეცადე სამსახურის წერილი მეჩვენებინა სადაც ყვეალფერი წერია, მარა მტკიცე უარი მხია, არ მინდა არაფრის ნახვაო.
-გასაგებიაო, და ეს 5K ყოველთვიური უეჭველიაო?
- კი ეგ უეჭველია წყალი არ გაუვა მეთქი

- შტატებში რამდენ ხანს აპირებ დარჩენას?
-10 დღე.
- ოჯახის წევრი თუ გყავს ვინმე იქო?
-არა მეთქი.
-საერთოდ თუ გყავს ოჯახი?
- კი, მეუღლე და 2 შვილი.
ამის მერე კიდე აჩხაკუნა კლავიატურა და ბოლოს მეუბნება Your visa has been approved. You can collect your passport in three days.
დიდი მადლობა მეთქი და დავსტოვე.
ეხლა რაც შეეხება პირად მოსაზრებას:
სიტუაცია ზოგადად ცოტა დამთრგუნველია, შენს თვალწინ ხალხს უარს ეუბნებიან და ეს ძალიან მოქმედებს. ამიტომ აუცილებელია წინასწარ, მტკიცედ გქონდეთ ჩამოყალიბებული რა უნდა უთხრათ. საუბრობენ ქართულადაც და ინგლისურადაც, მარა რასაც მე ვუყურე, ვინც ქართულად ისაუბრა არავის არ მისცეს

საუბარი სწრაფად მიდის და ბევრი დრო არ გაქვთ საფიქრალად. ანუ სხარტად და ლაკონურად უნდა უპასუხოთ კიტხვებზე. ამ დროს არ ჩერდება და აგრძლეებს კლავიატურის ჩხაკუნს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას რომ ზურგს უკან ქვეყანა ხალხი ზის და ესმით თქვენი საუბარი. ჩათვალეთ მარტო ხართ. არ დაიბნეთ და ომახიანად უპასუხეთ.
რაც შეეხება საბუთებს. აბსოლიტურად არაფერი შეუმოწმებიათ, ზედაც არ შეუხედავთ. არც ამონაწერი, არც ხელფასის ცნობა, არც სასტუმროს და ბილეთების ჯავშნებს. საერთოდ არაფერს. მხოლოდ თარიღები მკითხეს როდის მივდივარ და როდის მოვდივარ.არც ფოტო სურათები დაუტოვებიათ.
მხოლოდ პასპორტი და ვიზის აპლიკაცია. სულ ეს იყო.
წარმატებებს გისურვებთ ყველას.
ეხლა ისღა დამრჩა მოვიფიქრო ამ ვიზას რა ვუყო