მარტო რა შუაშია?

ცოლ-ქმარი რომ შედის უფრო მეტად არ წყდება კავშირი სამშობლოსთან?

მასეთ რაღაცებს როგორ იჯერებეთ?!
ან ვიღაც წერდა კიდევ, სიტყვაძუნწი არ უნდა იყოო. იქნებ ტიპაჟია სიტყვაძუნწი? ასეთ რამეებს სერიოზულად როგოგრ განიხილავთ?
ტურისტულზე უარის რეალური მიზეზი თუ გინდა გაიგო, უპასუხე შემდეგ შეკითხვებს:
1. სხვა ქვეყნები, უფრო მეტად თუ არა, შტატებზე არანაკლებ საინტერესო და უფრო მარტივად მისაწვდომია მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანისთვის. ბევრი ქვეყანაა, სადაც სამოგზაუროდაც სულ არ გჭირდება ვიზა.
შენ რამდენად ხშირად მოგზაურობ? რამდენად ხშირად ხარჯავ ფულს გართობაში და მოგზაურობაში? მაგალითად წელს რომელი ქვეყნები მოინახულე? ან შარშან? და ა.შ.
2. რამდენი გაქვს ხელფასი ერთია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენს ხარჯავ იმ დარიცხული ხეფასიდან.
3. შთაბეჭდილება, რომლსაც ტოვებ ურთიერთობისას.
რაც არ უნდა სარკესთან ივარჯიშო და პასუხები დაიზეპირო, საკუთარ თავს ვერ გაექცევი. თუ შენ წინსვლაზე, განვითარებაზე ორიენტირებული ტიპი ხარ, გახსნილი ხარ და სიცოცხლისმოყვარული, შენს ხელფასს ხარჯავ ოჯახზე, მეგობრებში, განათლებაზე და მოგზაურობებზეც, მაშინ იმ ორ კითხვაზე პასუხი იქნება თანხვედრაში იმ შთაბეჭდილებასთან, რასაც დატოვებ და შთაბეჭდილება იქნება დადებითი და დიდი ალბათობით, დღეს არა ხვალ, ვიზას მიიღებ.
თუ ცხოვრების მესამედი ისე გაიარე, რომ 1-2 ქვეყნის მეტი არ გინახავს (ზოგს ეგეც არ უნახავს); რასაც გამოიმუშავებ იმ თანხასაც კი არ ხარჯავ და ,,შავი დღისთვის" აგროვებ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოგზაური კი არა უკანმიმავალი, დეგრადირებადი, მომავლით შეშინებული ტიპი ხარ და შტატებში სამოგზაუროდ წასვლას ვინ დაგიჯერებს?! ჰო, აქაც იგივე ვარიანტია. რაც არ უნდა ივარჯიშო, გასაუბრებაზე ენს თავს ვერ გაექცევი.
არ ვიცი აქედან რომელ კატეგორიას ეკუთვნი, მაგრამ
კაცს რომ 1500 ლარი გაქვს ხელფასი მინიმუმ გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს (და არა მხოლოდ დიპლომების) მიღებას, ახალი ცოდნის და სასარგებლო ჩვევების შეძენა-გამომუშავებას უნდა ახერხებდე. აიფონი სამსახურიდან გამოგიშვებს თუ არა, დიდად არ უნდა გაღელვებდეს შესაბამისად, იმდენად უნდა ვითარდებოდე.
გართობასაც უნდა ახერხებდე და მოგზაურობასაც.
მერე უკვე ამერიკასაც სხვა თვალით შეხედავ, აქაურობასაც, გარშემომყოფებსაც, შენს თავსაც და დადებითი შთაბეჭდილების დასატოვებლად ვარჯიშიც აღარ დაგჭირდს იქნებ.
This post has been edited by naniko1122 on 13 May 2016, 02:35