მოვიცალე როგორც იქნა შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.
მაშ ასე, ეს გახლავთ ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ნანახი. მოკლედ გეტყვით რა უნდა ქნათ და სად წახვიდეთ.
უპირველეს ყოვლისა გეტყვით ღამის გასათევზე. თუ მეგობრები წახვლათ, ანუ რამოდენიმე ადამიანი, მაშინ შეგიძლიათ აპარტამენტი იქირაოთ საიტიდან airbnb.com. დიდი არჩევანია და თუ ღირებულებას რამოდენიმე ადამიანი გაიყოფთ საკმაოდ იაფად იცხოვრებთ ქალაქის ცენტში. ამასთან მაღაზიაში იყიდით საჭმელ-სასმელს რაც ძალიან იაფია და საუზმეს სახლში მოამზადებთ ან სულ სახლში მიირთმევთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მგზავრობის შესახებ ინფოს, თუ მხოლოდ პრაღის მონახულება გსურთ და ფინანსები შეგიწყობთ ხელს სჯობს პირდაპირი რეისით იმგზავროთ თბილისიდან, ნაცვლად ბუდაპეშტში ჩაფრენისა და იქიდან 8 საათი მგზავრობისა პრაღამდე და შემდეგ ისევ 8 საათი უკან ბუდაპეშტამდე, ან მეორე ვარიანტი ვინც ასევე ბუდაპეშტი-პრაღას გეგმავთ, ქუთაისიდან გაფრინდით ბუდაპეშტში, ბუდაპეშტიდან studentagency-ს ავტობუსით პრაღამდე და შემდეგ პრაღიდან პირდაპირ გამოფრინდით თბილისში ბუდაპეშტში დაბრუნების გარეშე თორემ ორჯერ გზაში 8 საათის გატარებ,ა ნუ ჯამში 16 საათის ძალიან ცუდია.
პრაღაში ჩასულებმა მოიარეთ ქალაქი ფეხით, ადვილად მიხვდებით რა უნდა ნახოთ, მარტივად რომ გითხრათ უნდა ნახოთ ყველაფერი რასაც თვალი დაინახავს

გირჩევთ რომ ახვიდეთ ასტრონომიული საათის თავზე მდებარე კოშკზე და იქიდან გადმოხედოთ მთელს ქალაქს. ლუდის მოყვარულები ესტუმრეთ Beer Museum-ს ოღონდ მანდ მხოლოდ ლუდი დალიეთ, საჭმელი არ აიღოთ. ასევე მანდვე ძალიან ახლოს არის კიდევ ერთი რესტორანი, სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, სადაც ძალიან მაგარი Pilsner Urquell აქვთ, ეს ამათი ეროვნული ლუდია და ბევრგან შეგხვდებათ თუმცა შენახვის და დამზადების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე არომატები განხვავდება.
კერძების დასაგემოვნებლად ესტუმრეთ Bredovsky Dvur-ს კანჭს და ნეკნებს აკეთებენ ისეთს შეიძლება წყლის შესხმა დაგჭირდეთ სახეზე რომ გონება არ დაკარგოთ

ფასები საკმაოდ მისაღებია. 0.5-იანი კათხა ლუდის ფასი საშუალოდ 2 ევროა. 1 კილოგრამიანი კანჭი თუ სწორად მახსოვს სადღაც 20 ლარამდე გამოდიოდა ქართულ ფულზე. გურმანებს ასევე გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ იქაური ჰოთ-დოგები, თუმცა ჰოთდოგი არ ქვია. ჯიხურები დგას ქუჩაში (სწრაფი კვების ობიექტები) სადაც გრილზე იწვება რამოდენიმე სახის ძეხვეული, შეძენისას პურში ჩაგიდებენ ძეხვს და დანარჩენ ბოსტნეულსა თუ სოუზებს შენი გემოვნებით უმატებ შეუზღუდავი რაოდენობით.
ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის ასევე მშვენიერი ადგილია, პარასკევი-შაბათი მიდის ძალიან მაგარი გუგუნი. ერთი ქუჩაა ცენტრთან ხლოს სადაც თავმოყრილია ღამის კლუბების და ბარების უმეტესობა და ნებისმიერში კარგ დროს გაატარებთ.
შოპინგის მოყვარულებს გირჩევთ მხოლოდ ზოგადი დათვალიერებით შემოიფარგლოთ. ვერც ფასებს ნახავთ თქვენთვის მიმზიდველს და დიდად ვერც არჩევანით მოვიხიბლე მე პირადად.
გარდა პრღისა ვიყავი ბუდაპეშტშიც და პირადად ჩემთვის ეს ქალაქი ჯერჯერობით საუკეთესოა იმათ შორის სადაც ვყოფილვარ თუმცა ამაზე შესაბამის თემაში დავწერ.