cuoreმე ვიყავი შარშან ოქტმობრის ბოლოს

ძალიან მაგარი იყო ის სიცივეც მსიამოვნებდა. გარეთ ვიყავით სულ ტრიდელნიკებს ვჭამდით და ცხელ ღვინოს ვსვავდით

ფაბები და ბარები ყველა ერთმანეთს გავს

მაგარი სიძვირეა თვითონ ბარებში. ძალიან მაგარი სტეიკები აქვთ და სუპები , სიცივეში რომ გაგისწორდება

თვითონ ხალხი უჟმურია ძაან . ფუნიკულიორზე ვიყავით ფეხით არ მუშაობდა საბაგირო თი რაღაც მაგრამ ავტობუსიც ადის თურმე გვერდიდან მერე გავიგეთ. ძალიან მაგარი ბუნებაა იქ და ლამაზი ბაღი, ჩვენი არ იყოს ანძაც დგას.
ზოგადად სადაც დადიხარ დასათვალიერებლად ყველგან ლამაზი ბუნებაა და მაგარი ჰაერია. თვითონ ცენტრში საყვარელი ქუჩები და სახლები განსხვავებას ეგრევე იგრძნობ აქაური დაბინძურებული ჰაერის მ3ერე სულ გინდა ისუნთქო

ლამაზი ხიდები, კაფკას მუზეუმი ძალიან საინტერესოა, ტბის პირად გედები. გოთური სტილის შენობები

კურსი ყველგან სხვადასხვაა. ცენტრში მაღალი კურსია რეპუბლიკაზე იყო ყველაზე კაი კურსი.
ებრაელების უბანი ნახეთ აუცილებლად რა მაღაზიები და რა სახლებია. იქ მოედანია წარმიდგენებიც იმართება. იქვეა ცვილის მუზეუმიც ძაან გაერთობით

მეტროში დიდად არ გაკონტროლებენ კონტროლიორები მაგრამ უფასოდ გასვლას არ შეეცადო თორე ტითოზე 30 ევროა ჯარიმა
ნოემბერის მეორე ნახევარში უკვე ყინვებია როგროც ვიცი.
ავტობუსების სადგურიდან შეგიძლია ბილეთები იყოდოთ 12 ევრო ღირს და 2 საათში დრეზდენსაც ნახავთ