niako89მადლობა

მე დილით მქონდა გასაუბრება, 08:45-ზე ჩანიშნული და დაახლოებით 10:30-ზე მომიწია. მოგვიანებით რა ხდებოდა აღარ ვიცი.
2 საათის მანძილზე ვაკვირდებოდი აპლიკანტებს. სადღაც 50 ადამიანი იყო დილის ნაკადში.
თითქმის ყველა ადამიანზე მივხვდი ვის არ მისცემდნენ უეჭველი ( ვიზუალი, არადამაჯერებული საუბარი, ზოგადი პასუხები, აბსურდული მიზეზები) და ვის მისცემდნენ უეჭველი მაგას ვერ მივხვდი.
3 მეგობარს ყვითელი ფურცლები ჩამოურიგეს, როცა აქედან ერთი კომპანიაში დირექტორის მოადგილეა, მეორე ამერიკაში სწავლობდა, მესამეც რაღაც ნორმალურ პონტშია. დამაჯერებლად საუბრობდნენ. ყველა კრიტერიუმის მიხედვით უნდა მიეცათ წესით ვიზები, მაგრამ რაღაც მაინც არ მოეწონათ. გამიკვირდა ამათზე.
აპლიკაციაში ზედმეტი არაფერი არ ჩავწერე. 900 ლარის გარდა (ხელფასი), იჯარასაც ვიღებ და ოჯახიც მეხმარება, მაგრამ ეს არაოფიციალურია, ბანკში მხოლოდ ხელფასი მერიცხება და საჭიროდ არ ჩავთვალე.
არც უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტები მიმიტანია.
საბუთები არც უნახავს. ძველი პასპორტი მქონდა მიტანილი, შენგენის და რუსეთის ვიზებით, ხომ არ მოგაწოდოთ-თქო და არაა საჭიროო.
არც თანხა რომ მაქვს ანგარიშზე ის ცნობა გამოურთმევია.
ვუთხარი მივდივართ 12 დღით, ამ პერიოდში მაქვს შვებულება-თქო, სასტუმროს მისამართი და ჯავშნის ნომერი აპლიკაციაში მივუთითე.
რა უნდა ნახოო და რასაც მოვასწრებთ ამ დროის მონაკვეთში, წინასწარ გვაქვს გაწერილი პროგრამა. მთავარი ღისშესანიშნაობები :
Empire State Building,Times Square,Central Park... ვაგრძელებდი კიდე და გამაჩერა. კარგიო.
დამაჯერებლად კი ვესაუბრებოდი, მაგრამ ბუნებრივია ვღელავდი მაინც. თან ამდენი უარით გაისტუმრეს ჩემამდე და რომ მითხრა 3 დღეში იქნება თქვენი ვიზაო, "დასტოინსტვა" დამავიწყდა

)) Yes ჟესტებით გამოვხადე სიხარული.
პირველად NY-ში მინდა მოგზაურობა და შემდეგ წასვლაზე ფილმებში ნანახი ამერიკა მინდა განვიცადო - არიზონა, ლას-ვეგასი, კალიFორნია...
მიხარია.
This post has been edited by 1/2 on 12 May 2016, 17:03