#47912985 · 25 May 2016, 18:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kurtuma
QUOTE | შენ რამოდენა რამე გცოდნია ძმაო, აეგეთი რამე არ შეილება მანდ რო ვინმე ფარსაგი დედაკაცი ვნახოთ და მოვაგდო ჟიგულივითა
|
კი. ნახე ვინ დაგიშალა. ჩემი დახმარება რათ გინდა ამ საქმეში?
Leva_78
QUOTE | გამარჯობა, კითხვა მაქვს ასეთი, ჩემ ცოლს ერთი წლის უკან გრინს ვადა გაუვიდა, შვიდი წელი ამერიკაში არ ყოფილა და თავისთავად გრინის რეჟიმი დაურღვევია, ნახევარი წლის წინ ტურისტული ვიზა აიღო, ანუ იქ ჩასვლა შეუძლია და რამე ვარიანტი არსებობ გრინის გაგრძელების? ან საქართველოს საკონსულოში ან ამერიკაში. დარღვევის მიზეზი ოჯახის შექმნა და ბავშვის მოვლა რომ ახსენოს.
გრინი არ ჩაუბარებია, ასევე SSN-ი ხელზე აქვს. |
ჯერ მეილი მიწერეთ ან დაურეკეთ ტელეფონზე საემიგრაციოს და გაიგეთ თუ რომელი დეპარტამენტი განიხილავს მსგავს შემთხვევებს. მერე ყველა ხელთ არსებული მონაცემი, საბუთი და იმის ახსნა რატომ არ იყო ამერიკაში ამდენი ხანი ფურცელზე დაიტანოს და ფოსტით გაუგზავნეთ საემიგრაციო სამსახურის შესაბამის დეპარტაენტს. ისინი გაგცემენ მხოლოდ ზუსტს პასუხს.
Boy_Bacho
კი. ბონუსად შემიძლია 15% საბაზრ ღირებულებაზე იაფად ვიყიდო ჩემი კომპანიის აქციები. თუ ბონუსში პრეიას გულისხმობ მსგავსი რამ ამერიკაში კერძო ბიზნესში ძალიან დიდი იშვიათობაა.
QUOTE | ოვერთაიმებზე მუშაობ? |
კი როცა კომპანიას სჭირდება და ამას მთხოვს. შაბათ-კვირასაც ყოფილა ხომე როცა ახალი ბილდია ან რელიზი ყველას გვამუშავებენ შაბათ-კვირას. შენ თუ გულისხმობ რომ ჩემით დავრჩე ხოლმე და ამით ხელფასი მოვიმატო არ გამოდგება ასეთი რამ. ვინაიდან დადგება საკითხი რომ ყველა თუ 8 საათში ეტევა აი დიმენტიუსს რატომ სჭიდება იგივე მოცულობის საქმისთვის მეტი დროის დახარჯვა, ესეიგი არაკოპეტენტურია, და შევცვალოთ უფრო ეფექტური მუშაოკით.
QUOTE | (გიორმაგებენ თანხას ამ დროს?) |
ოვერთაიმს არ აორმაგებენ. კალიფორნიის კანონმდებლობით ხდება 1,5 ოდენობის გადახდა. ანუ თუ ხელფასი გაქვს 20$ საათში, ოვერთაიმზე მოგცემენ 30$. რაც ამერიკელ დამსაქმებელს ძალიან არ მოსწონს და ცდილობს რომ ისეთი რამ არ დაგავალოს რისთვისაც ოვერთაიმი დაგჭირდება.
QUOTE | თუ მოისურვებ დამატებით მუშაობას გაძლევენ უფლებას 8 საათის მაგივრად 10–12 საათი იმუშაო?
|
თუ ამას თვითონ კომპანია გთხოვს მაშინ კი უნდა დარჩე. თუ შენით რჩები რომ მეტი ხელფასი აიღო, გაგაგდებენ როგორც არაეფექტურ მუშაკს.
QUOTE | რამე გამოცდილება გქონდა ამ ფილდში თუ ნულიდან დაიწყე?
|
ნუიდან.
kurtuma
QUOTE | რო იკითხო კიდე ჩვენი ძმაკაცები არიან, თავიანთა კიდე არ გვიშვებენ |
და ვინ გითხრა რომ ამერიკა ჩვენი "ძმაკაცია". საერთოდ სახელმწიფოებს შორის ძმაკაცობა არ ხდება. სახელმწიფოს შორის არის მხოლოდ მატერიალური ან სხვა ინტერესი. ამის ნათელი მაგალითი სავიზო პოლიტიკაა. ქართველი ამერიკაში რომ ჩადის პატარა ფულს ხარჯავს ამიტომაც ვიზას აძლევენ ცოტას, არადა "ძმაკაცი სახელმწიფოა. რუსები დიდ ფულს ხარჯავენ ამერიკაში რომ ჩამოდიან ამიტომაც ვიზაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა "მტერია".
* * * makratela
QUOTE | თქვენთან თხოვნა მაქვს, იქნებ იცით დაიდო თუ არა ინფორმაცია, თუ რამდენი აპლიკაცია იყო წელს გრინის საქართველოდან და რამდენმა ადამიანმა გაიმარჯვა???? მადლობა |
წლევანდელი მონაცემები დაიდება 2017 წელს. ეს არის 2015 წლის მონაცემები, შარშან 804 ადამიანმა მოიგო გრინი საქართველოში. https://travel.state.gov/content/visas/en/i...d-entrants.htmlმაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 804 მისცეს. გააჩნია თუ რა რიგის ნომრები შეხვდათ და გასაუბრებაზე თუ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. ალბათ არ იცით მაგრამ გრინის მოგების პასუხი მისდის 125.000 ადამიანს ყოველ წელს, ხოლო ვიზა მხოლოდ 50.000. და უკვე ამ 125 ათასი ადამიანიდან ხდება უკვე ამ 50 ათასის შერჩევა, ზოგს ელემენტარულად რიგიც არ უწევს კვოტის შევსების გამო. ჩემ მეგობარმა მოიგო და ნმერი ჰქონდა 58.000+ სანამ მისი რიგი მოვიდა გასაუბრების, მანამდე 50.000 გრინი გასცეს უკვე შესაბამისად ამას არაფერი. თუ შენ შანსები გაინტერესებს რომ გამოთვალო ძნელი არაა. შარშან 14,3 მილიონმა ითამაშა, მოიგო 125.000, ვიზა მისცეს მხოლოდ 50.000. ანუ მოგების წერილი რომ მოგივიდეს არის 1%. ხოლო რომ დაბალი ნომერი მოგივიდეს და აგირჩიონ კიდევაც 0,3% https://en.wikipedia.org/wiki/Diversity_Immigrant_Visa This post has been edited by dimentius on 25 May 2016, 18:40
|