#47925582 · 27 May 2016, 09:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lilu777
QUOTE | იცი რა მაინტერესებს კიდევ. ვთქვათ და რომელიმე სამსახურმა მითხრა ოქ მოგვწონხარ და გავაგზავნით შენზე სამუშაო ვიზის მოთხოვნას. მე უნდა დაველოდო პასუხი როდის მოვა და მერე წავიდე ამერიკაში? |
დისტანციურად ბევრად უფრო ძნელია დამსაქმებლის მოძებნა, არ ვგულისხმობ მათ ვინც პროფესიულ წრეებში აღიარებული სპეციალისტია. ყველა სხვა მოკვდავისთვის ჯობია ამერიკაში ჩამოხვიდე ნებისმიერი ვიზით და ადგილზე გაიარო ინტერვიუები.
QUOTE | მანამდე, რომ წავიდე სანამ პასუხი მოვა რამეს ხომ არ მკითხავენ აეროპორტში? |
რა ჯანდაბა იციან აეროპორტში შენ რომ კონსულტაციები გაქვს მომავალ დამსაქმებელთან ან რომ შენზე გაგზავნილი აქვთ შუამდგომლობა და პასუხს ელოდები?
QUOTE | როდის ჯობია წავიდე? |
როცა გინდა წადი, მთავარია ლეგალური სტატუსიდან ამოვარდე, საემიგრაციოს პასუხს აქ დაელოდები თუ თბილისში დივანზე ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.
QUOTE | ინფორმაცია ექნებათ სამუშაო ვიზაზე რომ მქონდა გაგზავნილი? პრობლემას ხო არ შემიქმნის ეგ ამბავი? ცოტა გარკვევა და დალაგება მინდა ამ საკითხში
|
არანაირი პრობლემა არ გექნება. აბსოლიტურად ყველას აქვს უფლება რომ სხვადასხვა ტიპის ვიზით ჩამოვიდეს და მოძებნოს ადგილზე დამსაქმებელი, ამაში უკანონო არაფერი არაა.
QUOTE | ცოტა გარკვევა და დალაგება მინდა ამ საკითხში |
მე შენს ადგილზე მტავარ აქცენტს გავაკეთებდი ჯერ ამერიკისთვის საჭირო პროფესიის ათვისებაში, თუ ვიმსჯელებთ რომ 70% სამუშაო ვიზებისა ძირითადად პროგრამისტებზე გაიცემა, ესეიგი პროგრამისტებს მეტი შანსი აქვთ. ჯერ სცადე ამ სფეროში შენი ტავი. გეცადა უბრალოდ რაიმე ლოგიკური ამოცანა გადაგეჭრა კოდის დონეზე. რაიცი შეიძლება მოგეწონოს და დაიწყო შესწავლა.
ანუ რომ ჩამოხვალ ადგილზე ალბათ წახვალ ინტერვიუზე, ხოდა იქ ხომ არ დაუწყებ იმაზე ლაპარაკს რომ თუ როგორ კარგად იცი ყველა იურიდიული ნიუანსი თუ როგორ აიღო სამუშაო ვიზა, არამედ იქ იმაზე უნდა ელაპარაკო თუ რა კარგი სპეციალისტი ხარ და რატომ უნდა აგიყვანონ შენ და არა სხვა. ამიტომაც მტელი ენერგია ახალი პროფესიის შეაწავლას ან ძველის გარღმავებას უნდა დაახარჯო.
-zeppelin-
QUOTE | რუსი უეჭველი შემოვა მარა ეგ ქართველი ოფიცრების კრახია. |
რაღაც წილად კი. მაგრამ ძირითადად იმის ბრალია რომ სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულიად არ არსებობს.
QUOTE | სამწუხაროდ იმ ოფიცრების კრახი ვინც ამერიკაში ისწავლა და მანდ ოფიცერი გახდა |
მე თუ მკითხავ საქართველოს არ გამოადგება ამერიკული აკადემიაში მიღებული ცოდნა, რამოდეიმე ფაქტორის გამო: 1. ამერიკა სამხედრო სამხედრო სასწავლებლებში ასწავლის თავისი სამხედრო მანქანის შესაძლებლობების ფარგლებში, რაც როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება ჩევნი შესაძლებლობებისგან. მაგალითად: სასწავლო პროცესის დროს ხდება დამუშავებ კონკრეტული გეგმის, ამერიკელი ლექტორი უხსნის რომ ჯერ ოფიცერმა უნდა დაზვერვოს ადგილი კოსმოსიდან მიღებული ინფორმაციით, შემდეგ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის საჰაერო სივრცის გადაკეტვა, სავარაუდო მოწინააღმდეგე უნდა დაბომბილ იქნას ტაქტიკური ავიაციის ჯგუფით და ა.შ. ეხლა კი ეცოდინება ჩვენ ოფიცერს რომ ასე უნდა მოიქცეს მაგრამ რათ გინდა მსგავსი საშუალებები საერთოდ არ გაგვაჩნია ))))
2. ამერიკის სასწავლებლებში ძირითადად ხდება შემტევი ტიპის ოპერაციების დამუშავება და მათი სრულყოფა, ტავდაცვითი ტიპის ოპერაციებზე თითქმის არ მუშაობენ. მე დავამტავრე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი თავდაცვის სამინისტრო აკადემიაში, სადაც ერთი ერთზე ჰქონდათ გადმოთარგმნილი ანალოგიური ამერიკული პროგრამიდან. სასწავლო პროცესში დავამუშავეთ 9 ოპერატიული ბრძანების სცენარი, ანუ 9 შესაძო სამხედრო ოპერაცია. ჩემსდა გასაკვირად აქედან 8 შემტევი იყო და 1 ტავდაცვითი. როცა ჩემი აზრით პირიქით უნდა იყოს და ძირიტადი ქვრთნა ზუსტად რომ თავდაც ვიტ ოპერაციებზე უნდა ივარჯიშონ, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არის რუსეთი რომელიც ყველა კომპონენტში გვჟაბნის და მხოლოდ თავის დაცვაღა გვიწევს. უფრო სწორედ ჩემი ნება რომ იყოს კლასიკური ტავდაცვაზე კი არა და ე.წ. "აქტიურ თავდაცვაზე" ვავარჯიშებდი ხალხს, როცა ხდება ძირითადად თავდაცვა ქვედანაყოფების, მაგრამ შეძლების და გვარად მტრის სუსტ მონაკვეთებზე სწრაფი კონტრშეტევებით, რიტაც მათი შეტევის სისწრაფე და ტემპი შენელდება.
3. მენტალური განსხვავება. ამერიკელი ჯარისკაცისთვის მაგალიტად სრულიად ნორმალურია და ემორჩილება ბატალიონის მეთეურის ბრძანებებს ვინც მოშორებით ზურგში ზის და რაციით განაგებს მათ სიცოცხლეს. ქართველი ჯარისკაცი ამას ვერ იგებს სამწუხაროდ, თუ ბატალიონის მეთაური გვერდში არ ნახა ავტომატით და დროშით ხელში მისდამი პატივისცემა არ ექნება. თუ გაიგეს რომ მათი მეთაური შტაბში დარჩა რომ ისინი დისტანციურად მართოს ეგრევე უნდა მიაწერონ რომ მშიშარაა და მისი ავტორიტეტი, როგორც მეთაურის ძირს ეცემა რაც ძალიან ცუდია. მარტო ჯარისკაცის დონეზე რომ იყოს მსგავსი კიდევ ჯანდაბას, უმაღლესი ეშელონების დონეზეა ხალხი მარაზმში. მაგალითს გეტყვი 2008 წელს ქალაქ გორში შსს ქვედანაყოფების მართვის ტაქტიკური ცენტრი იყო შექმნილი, სადაც რუქებიდან დაწყებული, კავშირგაბმულობის საშუალებებით დამთავრებული ყველაფერი იყო მოწყობილი. მაგრამ რათ გინდა კაცი არ შესულა და მანდედან არ უმართია პირადი შემადგენლობა, მინისტრიდან დაწყებული, სარდლებით დამთავრებული ჩვეულებრივი ჯარისკაცებივით დარბოდნენ ჩვენს გვერდზე და მარტო მათი მართვა შეეძლოთ ვისაც ხედავდნენ ან კიდევ მობილური ტელეფონით )))) რაც მარაზმია. ეგენი ყველა უნდა ყოფილიყვნენ შტაბში და საერტო სურათის მიხედვით უნდა ემართათ ხალხი.
* * * tamudato
QUOTE | ვიზათა ბიულეტინი რა არის ამიხსენით რა? მადლობთ
|
პირველად მესმის. დადე აბა ლინკი სად არის მოხსენიებული და რა კონტექსტში შეიძლება გავიგო.
iphone_21
QUOTE | ეხლა ყველაზე მტად რაც მაღელვებს სიცივეა |
გააჩნია სად ჩამოდიხარ, კალიფორნიაში თუ მოდიხარ ერთი თხელი ქურთუკიც კი გეყოფა, ან მაქსიმუმ ჰუდი ))))
This post has been edited by dimentius on 27 May 2016, 10:08
|