#47444209 · 2 Apr 2016, 08:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტანკე
QUOTE | ეს არის ზექალაქი. სიტყვებით ვერ აღვწერ. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ფეხით მაქვს შემოვლილი მისი უმეტესი ნაწილი. ეგ კი არა, ტრანსამერიკიდან გოლდენ გეით ბრიჯამზე ფეხით ვარ ჩასული და ამოსული. ემბარკადეროზეც(ამ ადგილზე ვაფანატებ) ყოველდღე ვსეირნობდი ფერი ბილდინგიდან ფიშერმანს ვორფამდე სან ფრანცისკო უნდა იგრძნო, თავის ნისლიანად...სანახავიც ბევრია,მაგრამ საგრძნობი - კიდევ უფრო მეტი. |
შენ დაუნთაუნი მოგეწონა? მე არ მომწონს. არც ფიშერმენ ვრაფი არ მომწოს ძაან ბინძური და გადავსებულია იქაურობა.
რაც მომწონს ეს ლომბარდ სტრითია, რომელიც სხვათაშორის "რუსულ უბანშია" და ერთერთი უძვირესია სან ფრანცისკოში. მომწონს გოლდენ გეით პარკი, რომელიც ნიუ ორკის ცენტრალ პარკზე დიდია და ლამაზი. მომწონს პრესიდიოს დასახლება ძველი სამხედრო ფორტის შენობებით. მომწონს არქიტექტურა რომელიც განსაკუთრებულია ამერიკაში და სხვა ქალაქში მსგავს ვერ ნახავ. მომწონს ტრამვაით გადმოკიდებული სიარული. რაც მთავარია მომწონს სან ფრანცისკოს ლანშაფტი ძალიან საინტერესოდ არის განლაგებული ქალაქი.
ასევე სან ფრანცისკოდან უნდა წასულიყავი Muir Woods National Monument საკვოიების ტყეა სადაც სტარ ვორსია გადაღებული ძალიან მაგარი ადგილია. ასევე სან ფრანცისკოს ჩრდილოეთით 1-ლ მაგისტრალზე უნდა გაგევლო მანქანით ან ველოსიპედით, გზაა რომელიც ოკეანეს პირზე კლდის პირს გაუყვება 200 მეტრის სიმაღლეზე. * * * baby-bobo
QUOTE | ეხლა რა მაინტერესებს რა ხდება სან ფრანცისკოში მწეველი ადამიანიბისთვის. ვიცი რომ შენობებში ამერიკაში არსად მოწევა არ შეიძლება, თუმცა ნიუ ორკში ქუჩაში თუნდაც სიარულის დროს პრობლემა არ იყო ყველა ეწეოდა. მანდ როგორ არის ქუჩაში სპეციალური ადგილებია მოსაწევი თუ მთავარია გარეთ იყო. |
ქუჩაში მოწიე სადაც გინდა. მაგრამ დამიჯერე დისკომფორტს იგრძნობ ))) მე სან ფრანცისკოში მწეველი ვიცი მხოლოდ ბომჟი ))) სან ფრანცისკო და ზოგადად სილიკონ ველი როგორც იცი ფინანსურად ძლიერი მაცხოვრებელია. ეს იმას ნიშნავს რომ ფულიანი ხალხი უფრო ორიენტირებული ცხოვრების ჯამრთელ წესზე და სულ ვარჯიშობენ. ამიტომაც მწეველები ძალიან ცოტაა. ჩემ ქალაქში დაუნთაუნში შეგიძლია მთელი დღე ისეირნო და 1 მწეველიც ვერ ნახო. ვინმე რომ შემხვდება ისე მგონია რომ ბომჟია )))
არის კიდევ ერთი მომენტი რატომაც არ ეწევიან ამერიკელები. აქ საუბრის დროს აუცილებლად თვალებში უნდა უყურო მოსაუბრეს, თუ არ უყურებ ეს იმას ნიშნავს რომ თვალს არიდებ და უზრდელობაა. ხოლო ასეთი საუბრის დროს შენდა უნებურად სიგარეტის სურნელი პირიდან იგრძნობა და ეს შეიძლება საკმარისი იყოს რომ ზრდილობიანად გითხრან რომ სუნი ამოგდის და ბოდიშის მოხდით უბრალოდ აღარ გესაუბროს.
მოკლედ ძალაინ არამოდურია აქ მოწევა. * * * Tinker Bell
QUOTE | რა მაინტერესებს, pre-school სახემწიფო სკოლებს ყველას აქვს? |
უმეტეს სკოლებს კი. არის ისეთი სკოლებიც სადაც არ აქვთ. ეს უბანში სანამ სახლს იქირავებ მანამდე უნდა გაარკვიო.
QUOTE | და მანდ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის შეყვანა? |
5 წლიდან. ჩემი პატარა შემყავს აგვისტოდან )))
QUOTE | თვენ რომ ჩახვედით, სანამ მუშაობა დაიწყე დაზღვევის გარეშე იყავით ის ერთი წელი?
|
კი. ეხლა კი ვყიდულობ სამსახურის კორპორატიულ პაკეტს, საზიზღრათ ძვირი სიამოვნებაა და სიმართლე გითხრა რაში ვიხდი ვერ ვიგებ. თვეში ცოლ ქმარს და 2 ბავშვს მედიკალი და დენტალი 1080$ გვიჯდება.
არადა დაზღვევა რომ არ ვიყიდო წლის ბოლოს ჯარიმა უნდა გადავიხადო 2085$ რომ არ მაქვს დაზღვევა.
მოკლედ მაგარი მხდალი სისტემა აქვთ.
დაზღვევა მარტო კარგი როცა ოპერაციას იკეთებ, აი მაშინ კი გეზოგება დიდი ფული. ხოლო თუ ჯამრთელი ხარ უაზროთ გწეწავენ.
* * * ეგრი
QUOTE | თუ არ შეწუხდებით ამის წყარო დამიზუსტეთ.
|
როცა ვემზადებოდი 2014 მაშინ მქონდა წაკითხული. ხოლო ეხლა მოვიძიე და 2015 წლის აგვისტოდან ნება დაურთვიათ არალეგალებისთვის ვინც გარკვეულ დოკუმენტაციას წარუდგენს აძლევენ მართვის მოწმობას. სპეციალური კატეგორია შეუქმნიათ ამისთვის AB 60 Driver License. აქ მოიძიეთ დამატებით დოკუმენტაცია და მოთხოვნები: http://dmv.ca.gov/portal/dmv/detail/ab60/indexandroabuladzeQUOTE | აშშ-ში 2 კვირიანი ვიზები არის? თუ მარტო 10 წლიანებია?
|
კონსულს აქვს უფელბა 2 კვირიანი მოგცეს, ან 1 თვე და ა.შ. თუმცა სახსრების და დროის დაზოგვის მიზნით ძირითადად ყველას აძლევენ 10 წლიან ტურისტულ მულტი ვიზას.
androabuladze
QUOTE | როგორც გავიგე, ერთ-ერთ მღვდელს მიყავს მრევლი 2 კვირით ამერიკაში მოსალოცად და მაინტერესებს რა ტიპის ვიზით ხდება ეგ... |
ამ შემთხვევაში ალბათ ჩვეულებრივად ტურისტულ ვიზაზე ექნებოდათ განაცხადი შევსებული. თუმცა სასულიერო პირტათვის ვინც საერო საქმიანობისთვის ჩადის ამერიკაში მოძღვრად ან რაიმე სხვა საეკლესიო რიტუალის ან საქმის შესასრულებლად მათვის არის სავიზო ცალკე კატეგორია. R ტიპის ვიზა.
* * * Planetarium
QUOTE | ვიცი პორტნოვის სკოლა დაამთავრე და თუ შეგიძლია შენი გამოცდილებით ხარჯები რომ დაწერო რამდენი არის საჭირო რომ 3 თვიანი კურსი გაიარო + იცხოვრო ეგ პერიოდი?
|
2 თვიანი კურსი ეხლა 4.000$ ღირს. მე ოჯახით წავედი და ამიტომ ცალკე 1 ბედრუმ ბინას ვქირაობდით 2500$. გადასახადებში, გადაადგილებაში და საკვებში 1300-1500$ გვეხარჯებოდა. თან მაგ დროს მანქანა არ გვყავდა თორემ ამას კიდევ თვეში 400-500$ უნდა დაამატო.
თუმცა თუ მარტო ჩამოხვალ და სხვა სტუდენტებთან ერთად ოთახში კოიკებს იქირავებ იაფი დაგიჯდება.
რაც შეეხება სკოლას. იმის ილუზია ნუ გექნებათ რომ ამ 2 თვის მანძილზე ეს სკოლა იმდენ ცოდნას მოგცემთ რომ ყველა ტიპის ვაკანსიაზე თავისუფლად გახვალთ. აქ უფრო თქვენზეა დამოკიდებული თუ თავისუფალ დროს ლექციების მერე გამოიყენებთ და ჯგუფურად იმეცადინებთ წარმატებას მიაღწევთ. ხოლო თუ 3 საათამდე მხოლოდ ლექციებს დაესწარი და დამატებით შენით არ იმეცადინე მაშინ ტყუილად ივლით.
ეს სკოლა კარგი არის იმით რომ იძენ სანაცნობო წრეს ვინც ამ საქმეში აპირებს დასაქმებას, იძენ კავშირებს, იძენ ზოგად წარმოდგენას ამ სფეროზე, სწავლობ ბაგ რეპორტების და ტესტ კეისების წერას, ეცნობი ახალ ტექნიკებს და მიდგომებს ამ სფეროში და ა.შ.
თუმცა არის ერთი ფაქტორი ამ სკოლი მოსწავლეები სხვადასხვა ეროვნებისა არიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ ეს რუსული ენაა. ლექციებზე კი ინგლისურად საუბრობენ ყველა, მაგრამ აი ლექციების მერე თიმ ბილდინგის და სხვა ივენთების დროს მაინც რუსულზე გადადიან. ამიტომ თუ გინდათ რომ ამ სკოლაში ბევრი მეგობარი გაიჩინოთ რომელიც მომავალში სამსახურის შოვნაში გამოგადგებათ რუსული უნდა იცოდეთ.
|