#47467308 · 4 Apr 2016, 19:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-zeppelin-
QUOTE | წიხლით ვცემდი ვიღაც რო ცუდად გამხდარიყო რას ამბობ |
ეს არის ეგოიზმი და ასე ვერასდროგ ეფექტურ გუნდს ვერ შექმნი.
QUOTE | ეგ high profile ა ძმაო. ჩვენ მიწაში გვეძინა. |
3 დღე გადაუღებლად წვიმდა და ლაფი იყო ხოდა ვერ დავწექი, თორემ მშრალ მიწაზე წოლას რა ჯობია ))) 2004 წელს რომ დაიწყეს ანტიკონტრაბანდული ოპერაცია ცხინვალის რეგიონში 5 თვე გორის და ქარელის რაიონების სხვადასხვა სოფლებში მარტო მიწაზე გვეძინა, ისე ვიყავი შეგუებული ნუ იტყვი. უბრალოდ თუ ცოტა ქარი იყო ხოლმე თავი სულ მტვრიანი მქონდა, ხოლო შემდეგ უბრალოდ თავშალს ვიკრავდი თავზე და ისე მეძინა და დილით მარტო პირის დაბანა მიწევდა ))))
QUOTE | კი ეგრეა. არ გტკიოდა ფეხები სიცივისგან? |
კი არ მტკიოდა რაღაცნაირად მეწვოდა, ხან კიდევ გეგონება ცივ ფეხები დასერილი გაქვს ისეთი შეგრძნება მქონია.
QUOTE | თოვდა მარა სპალნიკები არ დაგვსველებია ჩვენ. არ შედიოდა წყალი. თუ სადმე მდინარეზე გადავდიოდით მაშინ გვისველდებოდა ფეხები ისე არა. მხოლოდ ფეხები და დანარჩენი კაი ტანსაცმელი გვეცვა და არ ვსველდებოდით იმდენად. პროსტა მიწაზე წოლა მკლავდა. |
შეადარე ეხლა შენ ამერიკის საუკეთესო უნიფორმა და აღჭურვილობა, ქართულ უჭკუობით ნაყიდ აღჭურვილობას, კიდევ კარგი იმას მაინც არ კრძალავენ რომ შენი საკუთარი საძილე ტომარა და მატი რომ გვქონდა ლამის ყველას, თორემ დარიგებული სპალნიკებით ტრაგედიას ვერ ავიცილებდით ))) ვიღაცა გაიყინებოდა იმ თურქულ ნაგავში.
QUOTE | ეხლაც რა სამთო დივიზიაში ვარ. |
არტილერიაში არ იყავი?
chia_maia
QUOTE | ვინმეს შეუძლია დამეხმაროს DS-160 შევსებაში ან მიმასწავლოს ვის შევავსებინო? მე ინგლისური არ ვიცი
|
აგერ არის რუსულად დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შეავსო დს 160 http://forum.awd.ru/blog/hakimus/ds160_b-722.htmlკი მაგრამ ინგლისური თუ არ იცი ამერიკაში რა გინდა? ან რატომ არ სწავლობ წასვლამდე? * * * MarnerQUOTE | ნიუ-იორკში არ იცი პორტნოვის მსგავსი სკოლა? გუგლში უამრავია და ძნელია არჩევა,
|
კი მარა მეც ინეტში უნდა მოვძებნო და რა სხვაობა იქნება მე მოვძებნი თუ შენ. წაიკითხე ამ სკოლებზე yelp.com-ზე რევიუები, გაეცანი მათ გვერდებს, გაიგე ფასები, დაურეკე და ათქმევინე რა პირობები აქვთ, მიწერე მეილი რომ გამოგიგზავნონ პროგრამა და ა.შ.
buga123
QUOTE | გამარჯობათ , ყველას გისურვებთ წარმატებას ივნისის დასაწყიში მინდა შესვლა საელჩოში და ვნახოთ აბა რა იქნება რა მაინტერესებს იცით ბიძა მყავს იქ ცხოვრობს და მგონი უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ ვახსენებ ხო ?? |
მისი ხსენება არანაირ შეღავათს არ მოგიტანს პირიქით შენ ამით კონსულს ეტყვი არაპირდაპირ რომ იქ გყავს ნათესავი ვინც დარჩენის შემთხვევაში დაგეხმარება.
vardosanidze_dato333
QUOTE | გამაჯრობათ ამერიკის ვიზის მსურველებო როგორ ფიქრობთ და მაინტერესებს გასვლა ჯგუფურად სჯობს ( 2, 3 ადამიანი) თუ მარტო რომ გავიდე. ამ ორ შემთხვევაში ალბათ სხვადასხვა შეკითხვები იქნება დასმული კონსულის მხრიდან ხომ ? მადლობა |
კი ჯგუფურად მოგზაურობა სრულიად მიღებული ფენომენია, ვინაიდან ასე უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ და შედარებით იაფი დაგიჯდებათ. მაგრამ აქაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს ფინასურ შესაძლებლობებს, თუ მიადექით 10 კაცი 500 ლარიანი ხელფასებით თითქმის გარანტირებულად უარს გეტყვიან.
თუ მიადექით 10 კაცი და აქედან 9 კარგი ხელფასი აქვს ხოლო 1 ცუდი. იმ ერთს არ მისცემენ ან შეიძლება რაიმე იეჭვიანოს კონსულმა და ყველას უარი გითხრათ.
მოკლედ ღირს იმ შემთხვევაში ჯგუფურად შესვლა თუ კი ამ ჯგუფის ყველა მონაწილეს დიდი ხელფასი და დიდი დანაზოგი აქვს. ყველა წინააღმდეგ შემტხვევაში არ ღირს ვინაიდან შეიძლება სხვის გამო უარი გიტხრან რაც გულს დაგწყვეტს.
|