ლას ვეგასის ბილეთებიც ვიყიდე...
110$ - სან ფრანცისკო - ლას ვეგასი - სან ფრანცისკო
4 დღე ლას ვეგასში ვარ...
უნდა ვცადო ბედი, იქნებ მილიონერი გავხდე

სასტუმროებზე გავგიჟდი, რა იაფია...
4 ღამე 500 ლარი -
The LINQ Hotel and Casino , 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო...
ამ ფასად ქობულეთში ვერ ნახავ სასტუმროს, ერთადერთი პლუსი პერსონალური აბაზანა-ტუალეტი რო აქვს

სან ფრანცისკოში ორი კვირა გამომდის ყოფნა დაახლოებით...
გეგმა რომ ჩამოვწერო რა არის სანახავი და იმას მივყვე, არ ვაპირებ...
უნდა დავისვენო, ვისეირნო....
ერთი რაც უნდა ვნახო ხიდია

და კიბეები როა, სან ფრანცისკოს ცნობილი ფერადი კიბეები, ეგ...
და ზიგზაგებიანი გზა

მეტი არაფერი...
ხო, ერთი რაღაც მაინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც შტატებში ცხოვრობს ან უცხოვრია...
4 ივლისს სან ფრანცისკოში მიწევს ყოფნა და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ამბავში რამე საინტერესო/საკაიფო ხდება?

თარიღები არ დამიგეგმია წინასწარ, ბილეთებს რომ ვეძებდი, ყველაზე იაფი 15 ივნისი - 5 ივლისი იყო ფრენა და მაგ თარიღებში ვიყიდე...
რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინე რომ 4 ივლისს შტატებში ვარ

იმედი მაქვს რამე კაი იქნება...
Mens sana in corpore sano...