#47685978 · 29 Apr 2016, 08:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nknk
QUOTE | პოლიტიკურზე რომ შევიტანო ვინაცრის ამ საკითხში კომპეტენტური თუ შეიძლება დაწეროს რა ეტაპებს გადის.რის მერე რას იღებს და ვერმოგების შემთხვევაში რა რისკზე მიდის რაში ბრკოლდება.ადვოკატი და ა.შ რა თანხებს უკავშირდება საშუალოდ.მე რა საბუთებიუნდა მქონდეს რომ რამეში დამეხმაროს. არ დაიზაროთ დაწვრილებით დაწერეთ |
1. ავსებ ფორმა 589 და თან ურთავ ისტორიას და ნივთმტკიცებებს. 2. საემიგრაციოს მიერ საქმის მიღებიდან 150 დღეში გაქვს უფლება მოითხოვო ფორმა 765 (ანუ მუშაობის უფლების პლასტიკური ბარათი) 3. ბარათის მიღების მერე (ამას ჭირდება 30-40 დღე) მიდიხარ სოშიალ სერვისში და ითხოვ სოშიალს. 2 კვირაში დაახლოებით მოგივა ფოსტით სპეციალური სოშიალ კარტა რომელიც შავად წერია რომ ის მოქმედია მხოლოდ მუშაობის უფლებაზე დატანილი ვადასთან ერთად. 4. ინტერვიუ. სადაც საემიგრაციო ოფიცერი უნდა დაარწმუნოთ რომ საქართველოში თქვენ გაწამებდნენ, სიცოცხლეს გისპობდნენ, და ა.შ. 5. თუ ინტერვიუზე ეს ვერ შეძელით მაშინ საქმე გადადის საემიგრაციო სასაართლოში. 6. თუ საემიგრაციო სასამართლო წააგეთ შეგიძლია გაასაჩივრო საემიგრაციო სააპელაციო სასამართლოში, ეს საბოლოო ინსტანციაა. 7. თუ ესეც წააგეთ სასამართლო გააუქმებს თქვენს მუშაობის უფლებას და სოშიალს. 8. რაც შეეხება დეპორტს ძალით არავინ არ მოგკიდებთ ხელს და არავინ გაგაძევებთ ქვეყნიდან. იქნებით თქვენთვის არალეგალი )))
მოკლედ ესენია ნაბიჯები თავდან ბოლომდე.
waitforit
QUOTE | ყველა ინსტანციის წაგების და დეპორტის შანსი დიდია? ადვოკატი რამდენად აგვარებს ამ საკითხს რო არ დაგადეპორტონ? პროსტა სამუშაოს უფლება მინდა და გრინ კარგა მაგრად მკიდია მაგისთვის კარგი გზაა პოლიტიკურზე შეტანა? |
არ გადეპორტებენ მაგაშია საქმე, თქვენი გადეპორტება საშუალოდ 60-70 ათასი დოლარი ჯდება ხოდა ამიტომაც არავის არ უნდა ამ თანხის დახარჯვა, იმ მომენტამდე სანამ საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ, ანუ კანონს დაარღვევთ(დანაშაულს ჩაიდენთ) ამ შემთხვევაში რაც არ უნდა დაუჯდეს გაგაძევებენ ქვენიდან.
5-6 წლით ჩამოსვლა ვისაც უნდა მხოლოდ ფულის საშოვნელად პოლიტიკური თავშესაფარი არის კარგი საშუალება.
Marner
QUOTE | ერთი ვიცი ქართველი პოლიტიკურზე შეიტანა და ორ თვეში დადებითი მიიღო, მთლად ეგრეც არაა რომ ქართველებს არავის არ აძლევდნენ |
ასეტი შემთხვევები ხდება ხოლმე ადვილი კეისების შემთხვევაში, ანუ იოლი ისტორია როცა არის და ბევრი დეტალის გადაოწმებას არ მოითხოვს. მაგალითად. საქართველოდან ეხლა ყველაზე ადვილად აძლევენ უმცირესობების წევრებს. დღევანდელ დღეს მათი უფლებები ირღვევა რაც ამერიკის მხარეც აღნიშნავს სახ. დეპარტამენტის დასკვნაში. როცა ასეთი ტიპის კეისთან გვაქვს საქმე როგორც წესი მალევე ეძახიან, გაარკვევენ რომ გეია/ლესბოსელია და უცბად მისცემენ თავშესაფარს )))
* * * Dato-Tolordava
QUOTE | გარდა ამისა, თავიდან ინტერვიუზე თავშესაფარი რომც არ მოგცენ, გასაჩივრება შეგიძლიათ სასამართლოში, სადაც 99% მოიგებთ საქმეს. |
საიდან მოგაქვს ასეთი სტატისტიკა ვგიღდები, ასე რამოდენიმე თვეში ერთხელ შემოვარდები ხოლმე და ასეთ მცდარ იმედებს აძლევ ადამიანებს. მითუმეტეს საქართველოდან. უბრალოდ თუ არ გეზარება სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვა გადაიკითხე, საერთოდ აღარ არის სახელმწიფოს მიერ ადამიანების წამების და მათი სიცოცხლის მოსპობის საქმეები. ზუსტად ამ დოკუმენტით სარგებლობენ საემიგრაციო ოფიცრები რომ ქვეყნის პოლიტიკური ვითარება შეისწავლონ.
QUOTE | თუ რაღაც სასწაული მოხდა და პირველ ჯერზე სასამართლოში საქმე ვერ მოიგეთ, კიდევ შეგიძლიათ გასაჩივრება თუ არ ვცდები მინიმუმ 2-ჯერ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში, სადაც გამორიცხულია რომ თავშესაფარი არ მოგცენ. |
არასწორი ინფორმაცია გაქვს. ძირიტადად მოსამართლეების ძალაში ტოვებენ საემიგრაციოს გადაწყვეტიებას. ამიტომაც სასამართლოზე უმეტესობა უბრალოდ არ ცხადდება რითიც მისი გადადება ხდება ხოლმე და დროის გაწელვა.
QUOTE | ეს პროცესები გრძელდება წლების განმავლობაში, რომლის დროსაც თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მუშაობა და მოგზაურობა ნებისმიერ ქვეყანაში, გარდა საქართველოსა. |
აი ეს საიდან მოიტანე გაფიცებ? ამერიკის საზღვრის ნებისმიერი კვეთა ავტომატურად იწვევს პოლიტიკურ თავშესაფარზე განაცხადის ანულირებას. ანუ როგორც კი ამერიკიდან ცხვირს გაყოფ მანდ მორჩა შენი პოლიტიკური თავშესაფარი.
DaNGeR_DaNGeR
QUOTE | ჩემს გარშემოც ეგრეა, დროში გაწელილი პროცესია და თავის დიდ რისკებს შეიცავს. |
რისკის რა გითხრა, მაგრამ ასეთი მეთოდის ლეგალიზაციას ურჩევ ვისაც ნაკლები კავშირი აქვთ სამშობლოსთან. ხალხი ვისი მშობლებიც ახალგაზრდები არიან და 5-6 წელი არაფერი არ დაემართებათ. ასევე ისეთი ხალხი ვისაც ბავშვი ყავთ საქართველოში არ უნდა წავიდეს ამ ნაბიჯზე. საცოდაობაა დამიჯერე მეუღლე იცნობს აქ ქართველებს სან ოზეში პოლიტიკაზე ჩააბარეს და აქ არიან უკვე 6 წელია. საქართველოში პატარა ბავშვი დატოვეს, ეხლა ის უკვე მოზარდია და ტავის მშობლებს არც კი იცნობს, ასევე ისინიც არ ცნობენ წესივრად. სკაიპით ვერ გამოვა ოჯახური ურთიერთობა (((( ხალხი არის გათავებული, არაფერი არ სიამოვნებთ (((( წკიპზე არიან რომ ავიდნენ აქედან საერთოდ.
Soft_Eject ე გავაგრძელე რამოდენიმე წლის უკან.
ივსება ფორმა 539 თან უნდა დაურთო წერილი სადაც აღწერ რამ გამოიწვია ეს აუცილებლობა (თუმცა აუცილებელი არაა, მაგრამ თუ აუხსნი ძალიან კარგი იქნება) და ჩეკი საემიგრაციოს სახელზე $375 ოდენობით. საემიგრაციო 90 დღის ვადაში ვალდებულია რომ ან უარი გიტხრას ან გაგრძელებაზე მოგწეროს.
QUOTE | არიის შანსი რომ უარი გითხრან ? |
კი. ამიტომაც ჯობია თან დაურთო წერილი სადაც ახსნი თუ რამ გამოიწვია ეს აუცილებლობა.
QUOTE | და შემდეგ რა შეზღუდვა იქნება ? |
არაფერი. თუ არ გაგიგრძელეს უნდა დატოვო ამერიკის ტერიტორია. თუ არ დატოვე შესაბამისად ხდები არალეგალი და უკვე არალეგალმა თუ დატოვე ამერიკა ამ შემთხვევაში გეძლევა 10 წლიანი შეზღუდვა უკან შემოსვლაზე. * * * რამოდენიმე სურატს დაგიდებთ ))) 1. ეს უფრო იმ კატეგორიისთვის არის "ქართველ ერს რომ ყველა ერი ჯობია" თეორიის მიმდევრებისთვის ))) გადავიღე bay bridge - ზე ოკლანდიდან რომ გადმოდიხარ ყველაზე უხვი სამანქანო მოძრაობაა ამ ხიდზე ))) სან ფრანცისკოში შემოსასვლელი  2. ეს კი ჩემი ბატყია ამ დღეებში მომივიდა რაზერის ახალი ლეპტოპი  ამას ესეც უნდა დავუმატო http://www.razerzone.com/store/razer-coreდა ბოლოს უნდა გამოვიდეს ულტრა ბუკი რომელიც ჩვეულებრივ დესკტოპ კომპიუტერის თამაშებს გაუშვებს ულტრა გრაფიკაზე )))) ანუ ასეთი კომბო http://www.razerzone.com/gaming-systems/ra...trabook-desktop This post has been edited by dimentius on 29 Apr 2016, 09:16
|