#48017642 · 6 Jun 2016, 18:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lilu777
| QUOTE | | QA რთული სასწავლია? ეხლა მე ვებ პროგრამირებას რომ ვეჭიდები შემეძლო უფრო გამეიოლებინა გზა? |
QA რომ იყო ვებ ტექნოლოგიები, დაპროგრამება, სერვერების მუშაობა, ნეთვორქი, დატაბაზების მსახეობები და მათი მუშაობა უნდა იცოდე და ასევე სხვა ბევრი რამ. QA შენი დავალებაა რაც შეიძლება მეტი სცენარი შექმნა აპლიკაციასთან იუზერი ურთიერთობის, როგორც პოზიტიური ისევე ნეგატიური. და მერე ეს სცენარები, ანუ ტესტ კეისები ასრულო ყოველდღე ერთი და იგივე. და ამოწმო რომ აპლიკაცია შეესაბამებოდეს დოკუმენტაციაში არსებილ მოთხოვნებს და იქცეოდეს ისე როგორც ეს დოკუმენტაციაშია.
QA რომ ზოგადად გაიგო შეგიძლია პორტნოვის ონლაინ კლასზე ჩაეწერო და ცოტა აზრზე მოხვალ.
რაც შეეხება რომ სამუშაო ვიზა აიღო ძაან ბევრი რამ უნდა იცოდე, ანუ ადგილობრივ კადრებზე 1 თავით მაღლა უნდა იდგე რომ ღირდეს შენს გამო ფულის დახარჯვა ამუშაო ვიზაზე. თუ ცოდნის მხრივ ადგილობრივ კადრის დონეზე ხარ უბრალოდ რატომ აგიყვანს დამსაქმებელი და რაზე გაწევს ზედმეტს ხარჯს საემიგრაციო პროცედურებზე? აუტკივარ თავს არავინ აიტკიებს. აიტკიებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ნათესავი, ახლობელი ხარ, ან ინტერვიუზე ყველა კანდიდატიდან გამორჩეული ხარ შენი ცოდნით. * * *
| QUOTE | | ყველა მეუბნება ეგ რად Gინდა ძალიან ძნელიაო ენთიზიაზმს მიკლავენ. |
ადვილი ხინკლის ჭამაა და პლიტიკოსების ლანძღვა პივის ბოთლით ხელში უბნის ბირჟაზე ))) ხოლო ემიგრაცია და ზოგადად წარმატებულად ცხოვრება ძალიან ძნელია.
| QUOTE | | თუ არ დაგეზარება სივის შენეული ვერსია ჩაგვიგდე რამე. Mაინტერესებს შენი აზრი როგორი უნდა იყოს |
LinkedIn უნდა გქონდეს აუცილებლად. შექმენი აქაუნთი შეავსე სრულად შენი მონაცემები და რომ მორჩები მანდ არის ეგეთი ფუნქცია "რეზიუმეს შექმნა". დააწვები ღილაკს და ლინკედინი შეგიქმნის შენს რეზიუმეს პდფ ფორმატში.
ან დაგუგლე QA engineer resume და მილიონს ამიგიყრის.
მაგრამ ლინკედ ინისი აქაუნთი აუცილებლად უნდა გქონდეს ვინაიდან რეზიუმეში სახელი/გვარის დაბლა ლინკი უნდა გქონდეს ლინკედინის აქაუნთზე. ისე სერიოზულად არ განიხილავენ ამ სფეროში რეზიუმეს მაგის გარეშე.
|