ესეიგი, ყველაზე მაგარი უბანი სიტიში არის ბენსონჰურსტი, შევთანხმდეთ, ამაზე ნუღარ ვიდავებთ )))
მერე უკვე გემოვნებაზეა, მე პირადად ვილიამსბურგი არ მომწონს, არც ასტორია და არც ლონგ აილენდ სიტი. long island city სხვაა და long island სხვა, როგორც გოგინამ თქვა, ლონგ აილენდი გრძელი კუნძულია (ნახევარ) ქუინსის აღოსავლეთით, ანუ 200 კილომეტრზე სულ ბოლომდე ოკეანემდე გაჭიმული, უფსტეიტის პონტშია, მდიდარი ხალხი ცხოვრობს დაჩებზე, ლონგ აილენდ სიტი კი პირიქით, ქუინსის უკიდურესად დასავლეთით არის, და პატარა დასახლების (უბნის ) სახელია. east river-თან. არც long island city, არც ასტორია და არც ვილიამსბურგი მე პირადად არ მომწონს ზოგადად რომ ვთქვათ საცხოვრებლად. რენტის (ქირის) ფასები მაღლა ავარდა უაზროდ, განსაკუთრებით ვილიამსბურგში, ამ ფასებად ბრუკლინ ჰაიტსში ან ან მანჰეტენ ბიჩზე (მანჰეტენი არ გეგონოთ, ესეც ბრუკლინშია, ბრაიტონ ბიჩის მეზობლად

)10 ჯერ მირჩევნია ცხოვრება. ნუ ადგილს გააჩნია, არ ვამბობ მაგალითად ვილიანმბურგის იმ პატარა ნაწილზე, სადაც ჩვენი მიშკა ცხოვრობს, ახალ პეპსის კორპუსებს ზემოთ ქუინსბორო ხიდთან, ყველა ისტ რივერთან ახალი შუშის კორპუსები რომ შენდება დიდებული ხედებით, მოწყობილი პარკებით ეს მართლა კაია, მარა ეს არის 10% ამ უბნების, დანარჩენი არის გაპიარებული, ვითომ ახალზრდული, ვითომ შემოქმედი ხალხის უბანი, კაროჩე პანკების ჰიპსტერების და სნობების, რომლებიც 3 ჯერ მეტს იხდიან და ცხოვრობენ უსახურ უბანში.. კი, აქ ბევრი კაფე/ბარია, ბუტიკ/მუტიკი ფერადი დახეული შორტები, მაგრამ ეს უბნები არის ყოფილი ინდუსტრიული უბნები, სადაც საწყობების და ტრუბიანი ქარხნების მეტი არაფერი იყო. , ნუ ეხლაც ეგრეა სანახევროდ. შედეგად დაბინძურებულიც არის, ქიმიური წარმოებებისგან მრავალი მრავალი წლით ნიადაგი. მერე ეს სასაწყობე შენობები გადაკეთდა სახლებად და ეტანება ეხლა "პრადვინუტი" ახალგაზრდობა

არის აქ პისატების უბნები სადაც ზომბებივით დადიან ებრაელები, არც იყურებიან გზაზე რომ გადადიან, გრინპოინტი პოლონელების...
ყველაზე უსაფრთხოო, ესეც ვერ იტყვი , თუმცა ზოგადად არაა კრიმინალური. არის ათასგვარი რუქა, ზოგს შეიძლება დაეთანხმო, ზოგი ეჭვს იწვევს, ნუ აი მაგალითად ამას რო შეხედო ზოგად წარმოდგებას შეიქმნით.
ზოგადად
https://www.google.com/maps/d/viewer?ll=40....GleiKq1FweTD3Y0ეს ბრულკინის არის.
ვილიამსბურგიც ფერებშია აქ სხვათაშორის

.
* * *
ისე ბრუკლინი ლიდერია კრიმინალით, დაჟე ბრონქსს გაუსწრო, მაგრამ ეს ზოგადი სტატისტიკით. იმიტომ, რომ ზოგად სტატისტიკას ბრუკლინს უფუჭებს ზანგური ისტ ნიუიორკი. უბანს ქვია ასე - ბრაუნსვილი და ასეთი დასახლებები რომ არა, ზოგადად არაა საშიში ბრუკლინში არაფერი. ეგ ცუდი უბნები ზეპირად ვიცი. ამ east new york-თან ერთად ყველაზე არასასიამოვნო მაინც ბრონქსის ესპანურ/ზანგური უბნებია, იქვე არც ისე შორს ბრონქსშივე არის ძალიან ლამაზი და წყნარი უბნები, ასე რომ ასე ზოგადად ვერ იტყვი ბრუკლინი ჯობია თუ ქვინსი. ქვინსში ძაან მაგარია გერმანული სოფელი, მაგრამ ძვირიც... ბევრი წყნარი ერთსართულიანი უბნები ასევე.
მოკლედ ძაან ცვალებადია

სადაც ღარიბი მოსახლეობაა/ პროჟექტები (ეს სოციალური კორპუსებია) და სახელმწიფოს კისერზე უსაქმური შავები - იქ დიდი კრიმინალია, 100 მეტრში შეიძლება დიდი კედელი იყოს მავთულხლართით და დაცვით და იმის იქით სიწყნარე
This post has been edited by sha on 11 Jun 2016, 08:34