menina55ბაკალავრიატზე როგორც წესი თავიდან 1 წლიანს იძლევიან, მერე 2 წლიანს, თუმცა შეიძლება ვიღაც ზედმეტად საყვარელი შეგხვდეს და ეგრევე ორწლიანი მოგცენ.
კი ყოველი ვიზის გაგრძელებისას ითხოვენ 8000 ევროს.
საქართველოს განათლების სისტემასთან შედარება გამიჭირდება რადგან თითქმის 6 წელია აქეთ ვარ და არ ვიცი რა შეიცვალა.
სწავლება განსხვავდება ყველა ფაკულტეტზე! როგორც წესი არსებობს ლექცია, სავარჯიშო და ტუტორატი. ლექციაზე ლექტორი ხსნის თემას, სავარჯიშოებს ძირითადად დოკტორანტები ატარებენ და იმეორებენ ლექციის მასალას უფრო ნაკლებ დროში (ყველა საგანში არ ტარდება!) და ტუტორატი რომლებსაც ატარებენ სტუდენტები პატარა ჯგუფებში, სადაც კეთდება ამოცანები. ლექცია რა ფორმატით ტარდებაში რას გულისხმობ ვერ ვხვდები?? ძალიან მარტივად მთელი ფაკულტეტის 300 ან 500 სტუდენტი ზის ერთ დარბაზში, ლექტორს აქვს მიკროფონი (თუ რაც ქვია ხელში რომ უჭირავთ ის არა პერანგზე რომ იმაგრებენ) და პროექტორით გვაქვს ფოლიები რასაც ხსნის
ზოგ ფაკულტეტზე ლექციაზე დასწრება სავალდებულო არ არის, ზოგ ფაკულტეტს აქვს სემინარები, რომლებზეც დასწრება სავალდებულოა, ზოგან გაძლევენ დავალებებს რომლებიც უნდა ჩააბარო გარკვეულ ვადაში. ზოგან წერ მხოლოდ გამოცდებს, ზოგან ნაშრომებს პროფესორთან შეთანხმებულ თემებზე. ესე როგორ აგიხსნა?
მე პირადად მხოლოდ წერითი გამოცდები მქონდა, არანაირი ვალდებულება ლექციაზე ან სემინარზე ან რამეზე დასწრების და სრული თავისუფლება მქონდა. ზუსტად ამიტომ მიყვარს აქაურობა
საქართველოს თუ შევადარებ (2011ში დავამთავრე ჯავახიშვილი მგონი ) გამოცდები ათასი პროცენტით განსხვავდება. არც ვიცი როგორ აგიხსნა: საქართველოში მაგალითად საკითხებს გვაძლევდნენ და ბილეთებს. ეგ აქ არ არსებობს. საქართველოში ხშირად ზეპირად უნდა გვესწავლა და თემა დაგვეწერა. აქ ძალიან იშვიათად კი არა 2 საგანში მქონდა ეგეთი გამოცდა ისიც პოლიტიკა. მაგალითადად საქართველოში სტატისტიკა და ეკონომეტრიკა ვისწავლე და იმის მეათედი სირთულისაა როგორც აქ ისწავლება. სტატისტიკაში საქართველოში თემა მქონდა დასაწერი და 1 ამოცანა იყო უმარტივესი.
არ ვიცი კიდევ რა აგიხსნა
სწავლის სირთულე: რა გითხრა.. მთავარია ენის კარგად ცოდნა, ინგლისურიც გამოსადეგია ლიტერატურა ინგლისურადაა და ბევრად ადვილად ახსნილია ინგლისურად ვიდრე გერმანულად. არის საგნები რომლებიც რთულია, არის მარტივი საგნები. მაგრამ მაგალითად ეკონომიურზე რომ ჩააბარებ და მათემატიკის გაგებაში არ ხარ რა თქმა უდნა რთულია.
უფ რამხელა ტექსტი გამომსვლია
This post has been edited by NNNNiiiaaa on 15 Oct 2017, 15:55