ვიყავით აუსლენდერ-ში.
სტუდენტური ვიზისთვის verpflichtungserklaerung-ი ვგინდოდა.
ტიპმა ტვინი გვიბურღა 45 წუთი.
რაღაც აბსურდები მოთხარა: (მე გერმანული არ ვიცი, ჩემს ქმარს ეუბნება)
ამათო (და ჩემზე მიანიშნა) ვეროკავშირის ქვეყნებში დარჩენა შეუძლიათ მხოლოდ 180 დღე მთელი წლის განმავლობაშიო.
ხო და ჩემს ქმარს სახე რომ შეუშფოთდა, ვიფიქრე - აქ რაღაც ხდება მეთქი და ვუთხარი - გადამითარგმნე რა გითხრა მეთქი.
ხო და ეს რომ მოთხრა - მეთქი ეგ ლაპარაკობს შენგენის ტურისტულ ვიზაზე რომელიც მაქსიმუმი გაიცემა 180 დღიანი 90 დღე დარჩენის უფლებით მეთქი.
ჩემმა ქმარმ გადაუთარგმნა... დაიწყო მერე სიტყვების გაწელვები, ჭერში ყურება და ასე შემდეგ..
მოკლედ მაგარი *ლე იყო.
ბოლო ჯამში verpflichtungserklaerung-ი არ მოგვცა.
ჩემმა ქმარმა უთხრა: სტუდენტური ვიზის გაკეთება გვინდაო რომ აქ ისწავლოს გერმანული და მერე ოჯახის შემოერთების ვიზა გავაკეთოთო. (ოჯახის შემოერთების ვიზას არ გასცემენ თუ უცხოელმა მეუღლემ საწყის დონეზე მაინც არ იცის გერმანული).
და ამისათვის გვჭირდება ეს verpflichtungserklaerung-ი, თბილისის გერმანიის საკონსულო ითხოვსო.
და ტიპმა რა მოხია:'' მარტო ქორწინების მოწმობა აჩვენოს თბილისის გერმანიის საკონსულოში და საკმარისი იქნებაო. შენ თუნდაც უმუშევარი და უსახლ-კარო იყო, მაგრამ გერმანიის მოქალაქე - შენს ცოლს ყველა ვარიანტში მისცემენ ვიზას მხოლოდ ქორწინების მოწმობის საფუძველზეო''.
ჩემმა ქმარმა 3ჯერ გაუმეორა რომ თბილისის (გერმანიის) საკონსულოს ვებ-საიტზე მოთხოვნილ დოკუმენტებში ერთ-ერთი არის verpflichtungserklaerung-იო.
ის მაინც თავისას იმეორებდა.
მე4ედ უკვე წინ დაუდო გერმანულად ამობეჭდილი საბუთების სია სტუდენტური ვიზისთვის:აი, ნახე, აქ წერიაო.
და ხელით გვერდზე გაწია, არც დახედა, არ მჭირდება ნახვა, რასაც გეუბნები ასეაო. არ აქვს მნიშვნელობა რას წერენო მანდო.
მოკლედ, გამოგვიშვა ასე. verpflichtungserklaerung-ის გარეშე.
გამოვედით, მოვაყოლინე ჩემს ქმარს ყველაფერი რაც ილაპარაკა იმ იდიოტმა.
კიდევ გავხსენით გერმანიის საკონსულოს საიტი იქვე, გადავამოწმეთ, და ჩემს ქმარს ვუთხარი - აქედან არ უნდა წავიდეთ verpflichtungserklaerung-ის გარეშე მეთქი, არ მაინტერესებს მეთქი.
შევედით ისევ.
ისევ იმ ტიპთან მოვხვდით.
ჩემმა ქმარმა პირდაპირ უთხრა: მაინც გვჭირდება verpflichtungserklaerung-ი და მოგვეცითო.
ხო, კარგიო... ვითომ არაფერი მომხდარა.
ამოგვიბეჭდა,
და დეგენერატმა უკრაინის მოქალაქე დაწერა ჩემზე.
რომ ვუთხარით შეცდომით არისო, გადაუსვა ხაზი შავი კალმით და ხელით მიაწერა საქართველოს მოქალაქე და გვერდზე ბეჭედი დაარტყა.
მოკლედ, დურდომი,რაა.
იმედია გერმანიის საკონსულოში, თბილისში, არ დაიწუნებენ მათივე თანამემამულის მიერ გადასწორებულ დოკუმენტს.