თუ ისევ ბუდაპეშტში ხარ და არ ჩამოხვედი მაშინ ღირს ამის წაკითხვა
ფეხით სიარული არ დაგეზაროს და ბეეევრი იარე, აუცილებლად წადი სეჩენის აბანოებში, პირსახოცი თუ გინდა არ წაიღო

2500 / 2700 ფორინტს მისცემ ადგილზე და 5-ზე თუ დააბრუნებ ფულს უკან მოგცემენ, აუცილებლად ფეხით ადი ფიშერმანის ციხეზე და ტური გააკეთე იქ, ყველა ტოჩკა დაათალიერე, ანდრაშზე გაისეირნე ფეხით მთელი გამზირი, თუ გინდა ანდრაშის დასაწყისში კაფე ხაჭაპურში-ც შეიარე თუმცა მითხრეს წვენები არ გვივარგაო

ანდრაშის ბოლოში გახვალ მერე უნგრელების ე.წ. გმირთა მოედანზე და იქიდან მაგათ ცენტრალ პარკში რომელიც ძალიან მაგარია სასეირნოდ, ცენტრალ პარკიდან ახლოა და აუცილებლად შეიარე და დაათავლიერე ვაროშლიგერტის პარკიც, თუ გინდა შიგნით შენაბაც მუზეუმია და შედი, მაქედან მოჟნა ფეხით მოჟნა ტურ-ავტობუსით წადი რამდენიმე კვარტლის იქით ალბათ ბუდაპეშტის მთავარ ღირსებაზე მერჯიტ აილენდზე - ქართულად მარგარიტას კუნძულზე და რამდენიც გინდა იარე და დაისვენე, ნეტა ეგეთი რამე თბილისშიც იყოს
აუცილებლად კარგად გაისეირნე და დაათვალიერე კუნძულთან მდებარე მერჯიტ ბრიჯი/ხიდი, ასევე ამ ხიდიდან დაინახავ და სეირნობით ჩაუყევიდა სანაპიროზე ჯერ დაათვალიერე პარლამენტის შენობა - წინ და უკანა ტერიტორია მთლიანად და მერე ისევ იქვე სანაპიროს გაუყევიდა ჯერ ნახე ფეხსაცმელების პლაჟი და მერე იქვეა მალე მეორე ულამაზესი ხიდი ჩეინ/ჯაჭვის ხიდი, ასევე მაგის აყოლებაზე ლიბერთის ხიდი, იმის იქით აღარ გინდა წასვლა, მეორე სანაპიროზე თუ გადახვალ და მოახერხებ ადი გელერტის მთაზე და იქიდან ხედი იშლება, 2 ხედია სულა გელერტიდან და ფიშერმანის ციხედან, გელერტზე ფუნიკულიურით კარგი იქნება
ასევე თუ მოახერხებ წადი და ნახე ბუდაპეშტის მღვიმე,მანდ ტრანსპორტი დაგჭირდება ფეხით ცენტრიდან 6-7 კილომეტრია მეტი თუ არა
ასევე ნახე ბიბლიოთეკა, მგონი სენტ იშტვანის ქუჩაზეა ეგ და იქვეა ე.წ. ძალიან ძველი ვაგზალი, შემინულია გარედან და მიხვდები ეგრევე
მაგისგან 2 კვარტლის იქით კი ბაზილიკას ნახავ კარგი სასურათე ადგილებია და ბოლოს აუცილებლად გაისეირნე და კარგად დაათვალიერე და გაერთე ვაცი უტკაზე ( უტკა ქუჩას ნიშნავს როგორც მითხრეს იქ ) მოკლედ ლამაზია მანდ, სასეირნო ქუჩაა და მანქანები არაა, სუ კაფეებია და ბრენდების მაღაზიები
აუცილებლად ჩაჯექი და მოიწყე დუნაი ტური გინდა დიდი გინდა პატარა ტურისტული გემით და მიზეზ გარეშე მერე ჩაჯექი მდინარის ავტობუსში და ავტობუსით იკატავე დუნაიზე

მე ეგ ვერ მოვახერხე დროის გამო და მაგრა დამწყდა გული

არადა როგორია ავტობუსით რო მდინარეში ცურავ და მერე ოპლაც ქალაქში ისევ

აუფ რამდენი ვწერე

მოკლედ რაც მახსოვს ესენია რა
This post has been edited by Mr-Raptor on 12 Apr 2017, 11:52