ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უნგრული სამზარეულო კარგია, ანდაც რაიმე განსაკუთრებულია. ჩვეულებრივია, საკმაოდ ახლოა გერმანულთან. სამხრეთელებს ვერც შეედრება. ვერც ჩვენ.
მაგრამ ბუდაპეშტში არის რამოდენიმე ძალიან კარგი რესტორანი.
ჩემი ფავორიტით დავიწყებ:
1. Konyvbar -
http://konyvbar.hu/en/ - "წიგნების ბარი" გურმე ტიპის რესტორანია, სადაც ყოველ კვირას ახალი წიგნის თემატიკის მენიუ აქვთ. ფასი ბუდაპეშტის კვალობაზე საშუალოა/მაღალია. კაცზე ასე 50-70 ლარი მენიუ და ერთი ჭიქა ღვინო. დაბრონვა როგორც წესი საჭიროა, რადგან სავსეა ხოლმე.
2. LaciKonyha -
http://lacikonyha.com/ - ეგეც გურმე ტიპისაა. ცოტა ძნელი მისაგნებია ტურისტებისთვის, მაგრამ ღირს. 12 დან 3 მდე ლანჩ მენიუ აქვთ 25 ლარად, რაც ალბათ საუკეთესო value for money ლანჩ მენიუა ქალაქში.
3. Borkonyha (winekitchen) - მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი (ბუდაპეშტში ოთხია). სხვებთან შედარებით იაფია და კარგი კერძენი აქვთ. მეინ კორსი 35 დან 70 ლარამდე (სულ 7 არის მენიუში). სტარტერები 25-45 ლარი. ღვინოების კარგი არჩევანი, ჭიქა ასე 20 ლარი. ორი კვირით ადრე დაბრონვა საჭიროა, რადგან მოთხოვნაა დიდი.
კარგია ქართული "ხაჭაპური", იტალიურები: "Trattoria Pomo D'oro" და "Cafe Gian Mario", ფასტ ფუდებიდან "Vapiano" არის ნორმალური. ადგილობრივი/fusion: Manna Lounge, Varosliget Cafe, Ket Szerecsen, Menza, Paris Budapest, Vak Varju. ამერიკული: TGI Fridays (მაგრამ მხოლოდ ლანჩ მენიუზე ღირს წასვლა - კვირის დღეებში 11:00 - 2:00 - 15 ლარი), ნაღდი არგენტინული სტეიკი თუ გინდათ - Pampas.
ქუჩის საჭმელიდან ყველაზე კარგია ბურგერების წერტილები.
საკონდიტროებიდან Gerbaud. ძვირია მაგრამ საუკეთესოა. ასევე Auguszt Cukrazda და Ruszwurm (ქესლ დისტრიქტში).