fullmetal_alchemistგეტყვი ეხლა ყველაფერს:

მოკლედ უკვე 8 წელია სტაბილური სამსახური მაქვს , სადაც ამ 8 წლის განმავლობაში თავიდან ვმუშაობდი რაზეც მიმიღეს მერე 2 ჯერ დავწინაურდი
მთელი ამ ხნის განმავლობაში მაქვს ბრუნვები იმიტომ რომ მერიცხებოდა ხელფასი. ქეშს არასდროს ვატარებ თითქმის. ასე რომ ბევრი გადახდები მაქვს ბარათით. ბევრი ბარათებიც მაქვს სადებეტოც საკრედიტოც ქულების დაგროვების სისტემითაც. ყველაფერს ვიყენებ ყველგან ვარ
ხელფას რაც შეეხება ჩემზე ბევრად უკეთესი ხელფასებიც აქვთ და ბევრად უარესიც

თუმცა ჩემს პოზიციაზე მეთვითონ რომ ვერ ვაცნობიერებ იმდენ ადამიანს უნდა თურმე მუშაობა და იმდენს მიაჩნია რომ მაგარია.
აი მე კიდევ არაფრად ვაგდებ

ბოლო 12 წლის განმავლობაში მქონდა გასვლები : 5 ჯერ თურქეთში, ესპანეტი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, გერმანია. უნგრეთიდან 1 კვირის ჩამოსული ვიყავი , რომ გავედი. მხოლოდ შენგენის ვიზა სულ 3 მქონდა.
ანუ ერთ ქვეყანაში რომ მივდივარ გადავდივარ მეგობრეთან ერთად მერე სხვადასხვაში

რაც შეეხება ჩაცმულობას სურათიც დავდე როგორ მეცვა

ისევე როგორც უცბად დაქალმა რომ დამირეკოს სიტყვაზე წამო პიცა ვჭამოთ (პიცა არ მიყვარს

ამოვიცვა ჯინსი რაც მომხვდება ნორმალური გადავიცვა და წავიდე, ნუ თმები დასავარცხნი არ მქონდეს , მაგრამ არც დაყენებული.
მე არავინ არ მიღებს ამ გასაუბრებით, არც ჰარვარდში, არც სამსახურში ფინანსურ მენეჯერად და არც თეტრში მხატვარ დეკორატორად. მე სამოგზაუროდ მინდა წასვლა ასე რომ მივდივარ ის რაც ვარ. არ მაქვს დასაბანი თავი როგორც იქ ერთ ბიჭს ქონდა ქერტლი რომ ეყარა მხრებზე, არ მაცვია ლაქებიანი ტანსაცმელი, მაგრამ არც გუშინ ნაყიდი მაიკით ვარ და ფენით დაყენებული პრიჩოსკით
მინდა გითხრა, რომ კონსულს არც ჩემი ძველი პასპორტი უნახავს სადაც სხვა შენგენის ვიზა მქონდა და ბეჭდები, მოქმედში მქონდა ორი მხოლდო ის ნახა, არც რაიმე საბუთი მოუთხოვია, არც ამონაწერი , არც ცნობა ნაშთის შესახებ სადაც საწყალი 2500 ლარი ეგდო რადგან არავისთვის მითქვამს , რომ გავდიოდი რაც მქონდა დავდე
უბრალოდ ერთ ორი კითხვა დასვა და რატომ გინდა წასვლა სად გაჩერდებით. ეხლა ჩამოხვედი უნგრეთიდან ისევ მიდიხარ? იქ რა აკეთე და ვსო ასე მოგვცა ვიზა