meuმეუ დამშვიდდი მეგობარო, არ ღირს ისეთი რამის გულისთვის კამათი რაც უშედეგოა.
მესმის შენი ბევრი სისულელე იწერება აქ და ტვინს ურევენ მომავალ ემიგრანტებს,
ამის გულისთვის შეიძლება დაზარალდეს კიდეც ან საელჩოში ან ამერიკაში.
lilu777ლილუ შენ კიდე ნაწილობრივ მართლა პროფესორი ხარ

) არაფერს არ გერჩი პირიქით
მადლობელი ვარ რაც შენგან გავიგე და ვისწავლე, სხვათაშორის არც თუ ისე ცოტა რამ.
მაგრამ ხანდახან მართლა გჩვევია დაზუსტებით რაღაცეების ლაპარაკი რაც ზუსტად არ იცი.
აქედან გამომდიანრე ჩვეულებრივი მკითხველისთვის რთული გასაგებია, 20 კაცი რომ წერს
სხვადასხვა აზრს და თან ყველა უეჭველს

)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოკლედ მოვრჩეთ ამ თემაში პირად საუბრებს, რისთვისაც მეც ბოდიშს გიხდიუთ, მქონდა
რამდენიმე იუზერთან პატარა კომფლიქტი და 3-4 გვერდი ვიკამათეთ რაც უმეტესობისთვის
უინტერესო და არაფრის მომტანი იყო.
ასევე გაქვთ თქვენც რამდენიმეს, რომ ჩამოვალ კლუბში წავიდეთ და ასე შემდეგ

))
როგორ ხარ მე კარგად გუშინ გირეკავდი და რაღაცეები

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სასარგებლო ინფორმაციები ახლებს არ აწყენდათ, ერთ დრეს მოვიცლი და დეტალურად დავწერ
მაგ. უბნების შესახებ, ფასები, რასა, უსააფრთხოება, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.
ასევე განვიხილავ სხვადასხვა ქალაქებ, იქაური ქართველების მონაყოს, რა სამსახურებია ძირითადად,
ცხოვრება რა ღირს, ანაზღაურება რამდენია და ასე შემდეგ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
და ბოლოს
ვიზაზე, საელჩოში შესვლაზე და ასე შემდეგ აქ დავასრულოთ საუბარივინაიდან კაციშვილმა არ იცის რა დევს კონსულის თავში და როგორია ამერიკის პოლიტიკა1) ვიზაზე გასვლისთვის უდნა შეავსოთ რა ტიპის ვიზაც გინდათ შესაბამისი აპლიკაცია
2) გეტყვიან ზუსთად რიცხვს და საათს როდის გექნებათ კონსულტან აგსაუბრება და მიხვალთ მაგ დროისთვის საელჩოში.
3) უმჯობესია თან იქონიოთ ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი სადაც იურიდიულად ფიქსირდებით.
ა) მაგ. სამსახურის ცნობები და ამონაწერი ბანკებიდან.
ბ) თუ გაქვთ დანაზოგი/ანაბარი, დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
გ) თუ მიდიხართ კონკრეტული მიზნით (სასწავლებლად, სამუშაოდ, კომფერენციაზე, ტრეინინგზე) შესაბამისი მოწვევა და დოკუმენტაცია.
დ) და ბოლოს, სასტუმროს ჯავშანი და მსგავსი ტიპის საბუთები კონსულის უკეთ დასარწმუნებლად.
4) კონკრეტულად გქონდეთ დასახული მიზანი, თუ სად მიდიხართ, რის მონახულებას აპირებთ, რამდენხანს რჩებით, ან
3) აბზაცის
გ) პუნქტის პასუხები.
5) ყველა კითხვაზე შეეცადეთ თავისუფლად და ამომწურავად გასცეთ პასუხები, რაც ნაკლებს ინერვიულებთ უკეთესია, ასევე რასაც გკითხავთ შესაბამისი დოკუმენტი რეზერვში თუ გექნებათ კარგია.
6) მაქსიმალურად ეცადეთ ტურისტულის შემთხვევაში დაარწმუნოთ, რომ ნამდვილად გაინტერესებთ ამერიკა.
ზედაპირულად ბურთის დაშვება მინდა ვნახო თაიმსქვერზე ცენტრალპარკში მინდა დილაობით ვირბინო და მსგავს მიზეზებს აუცილებლად არასერიოზულად ჩაგითვლიან
უმჯობესია გაამახვილოთ ისეთ იშვიათ ადგილებზე, კურორტებზე ყურადღება რასაც ყოველდღიურად არ ისმენენ და დააინტერესებთ.
პასპორტში ვიზა უნდა გქონდეს შენგენის, ევროპაში ერთხელ მაინც წადი და მერე სედი საელჩოში და მსგავსი სისულელეები არ გაითვალისწინოთ, ნუ დაკარგავთ დროს და ნერვებს,
ისეთი ევროპაში წასვლის დედა ვატირე ამერიკის საელჩოსთვის რო მიდიხარ და ბოლომდე დარწმუნებული რომ არ ხარ
გახსოვდეთ ყველანაირ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა გარდა კრიმინალისა რათქმაუნდა

უბრალოდ წარმატების საიდუმლო არ ვიცით და მემგონი არც თვითო იციან ესე რანდომით არტყავენ.
მდიდარიც დაუუარებიათ რომელიც გასართობათ ბიზნესისთვის მიდიოდა, მაგრამ ამ დროს ვიღაც მაგ. ნახუნაოდან ჩამოსულ მალიარს მისცეს, რომელსაც ბილეთის ფულიც არ აქვს.
ასე რომ დამოკიდებულია თქვენზე, როგორი დამაჯერებელი იქნებით და თუ შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში ყველაფრის დასაბუთებას. არ დაგავიწყდეთ შანსი ყველას აქვს !!!
მადლობა მეგობრებო და ბოდიშს ვიხდი ამხელა პოსტისთვის. ნურავინ მიწყენთ
- ყველაზე დიდი სათხოვარი იცით რა არის? როცა თავს ჩაქინდრავ და ეტყვი: "უფალოო, იყავნ ნება შენი...."
- თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისთვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?