dimentiusაბსოლიტურად მისაღებია ჩემთვის შენ რასაც წერ და ზუსტად ვხვდები რის უკან რას გულისხმობ მადლობა ამისთვის მართლა

მაგრამ ხომ ხვდები ყველა ვერ იქნება მასეთი ჭკვიანი და ყველას ვერ ექნება მაგდენი ნებისყოფა რომ ამდენი შეძლოს, რაც შენ შეძელი.
ამერიკაში ძირითადად ის კატეგორია მიდის რომელიც ყველაზე კარგად იმის კეთებას მოახერხებს რასაც აკეთებენ
ყველას ამბიცია აქვს ვითომ ყველა რაღაცას წარმოადგენს მაგრამ აბანოში გამოჩნდებაო ვინ ვინაა

ანუ იქ კარგად ჩანს ვის რა შეუძლია

ჩემ თანამშრომელს კომპიუტერული ფირმა აქვს კომპიუტერებს აკეთებენ, მაგრამ კომპი რომ უჭედავს მე ვუსწორებ ხოლმე თვითონ გონზე არაა, აი ეს კატეგორიაა ,,მე დირექტორი ვიყავი" ფრაზებით.
ზოგადად ქართველი ძალიან ზარმაცია გონების გამოყენებას ურჩევნია ფიზიკურად დაიტვირთოს . მარტო ქართველობის ბრალი არაა, ერია თვითონ დოგმებში მოქცეული. არ შეუძლიათ ფართო აზროვნება , არ შეუძლიათ იყვნენ კრეატიულები, იმის იქით ვერ ხედავენ. არ შეუძლიათ რაღაცას გადმობრუნებული უყურონ მეორე მხრიდან.
აკომპლექსებენ თავებს, რაც მთავარია ამბიციები ბევრი აქვთ, მაგრამ შენ რასაც ამბობ არ სჯერათ, რომ რამის მიღწევა შეუძლიათ თვითონ არ სჯერათ საკუთარი თავების სხვას როგორ დააჯერებენ.
ქართველებში ძალიან ცოტას შეუძლია იბრძოლოს რაღაცისთვის ძირითადად მზა მზარეულს არის ყველა მიჩვეული.
ჯარს რაც შეეხება მანდ იმხელა ნებისყოფა და ძლიერი ფსიქოლოგიაა საჭირო ეგეც ბევრს გაუჭირდება

მანდაც ხომ ხედავ ჩაკეტილია ძირითადად ყველა ერთმანეთში ვერ ერევიან ამერიკელებში. ვერ ემთხვევიან ხასიათში, აზროვნებაში
მეც ქართველი ვარ რათქმაუნდა და მეც მაქვს ბევრი ნაკლი ქართველისთვის დამახასიათებელი, მაგრამ პესიმისტურად არასდროს არაფერს მაინც არ ვუდგები
და არ ვჩერდები არ ვეგუები არასდროს ამიტომ გამოვყოფ ჩემს თავს