#49238708 · 10 Nov 2016, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nocs_13
QUOTE | ვინმეს გიცდიათ მონსტერ.კომით სამსახურის პოვნა ამერიკაში? |
კი. მე ძირითადად მონსტერს, დაის და ლინკდინით ვეძებდი.
QUOTE | რატომღაც სულ აგენტები მიკავშირდებიან, ინფორმაციას იწერენ მაგრამ |
პირველ ეტაზე კი მაგრამ შენ ვის ელოდები რომ დაგიკავშირდეს? პირდაპირ დამსაქმებელი არასდროს არ დაგიკავშირდება ზედმეტი დრო მათ არ აქვთ. (მხოლოდ კომპიუტერულ სფეროზე ვამბობ ამას)
QUOTE | ტექნიკურ ინტერვიუმდე იშვიათად მიდის საქმე |
დღეში მე 10-15 სატელეფონო და სკაიპ ინტერვიუებს გავდიოდი ხოლმე, რეკრუტერებთან, მათ მენეჯერებთან თუ უშუალო კომპანიის კადრების თანამშრომლებთან. პირისპირ ინტერვიუზე მოხვედრა ძნელია, თვეში 3-5 ინტერვიუზე თუ მოახერხე გასვლა ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერს სწორედ აკეთებ. თუ არავინ არ გეძახის ინტერვიუზე უკვე სერიოზულად არასწორედ ხარ მომზადებული, ან არასწორ აქცენტებს სვავ.
QUOTE | ხომ არ იცით რისი ბრალია? |
მიზეზი ძალიან ბევრია: - არასწორი რეზიუმე - არასწორი საუბარი - მცდარი შეხედულებები თუ როგორ უნდა აგიყვანონ სამსახურში - არასწორი აქცენტების დასმა - და რაც მთავარი ალბათ პიროვნულად ვერ ახერხებ მათი სიმპათიის მოპოვებას და ა.შ.
QUOTE | იქნებ სხვა უკეთესი მეთოდი არსებობს? |
მაგ სფეროში ძირითადი რესურსები ესენია: linkedin.com dice.com monster,com glassdoor.com indeed.com
მაგრამ ყველაზე ეფექტური არის ნაცნობობა ამერიკაში და ნათესაური კავშირები.
nocs_13
QUOTE | ხოდა საქმე ისაა რომ იმის მერე აღარ გამოსულან კონტაქტზე(3-კვირა) და ვვარაუდობ რომ სხვა კანდიდატი აიყვანეს. |
პირადი გამოცდილებიდან გეტყვი რომ 3 კვირა არ არის დიდი დრო. ჯობ ოფერი შეიძლება 1-2 თვის მერეც მოგივიდეს. ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და მის შიდა ინსტანციებზე.
როგორც წესი 3-4 სატელეფონო საუბრის მერე ხვდები პირისპირ ინტევიუზე. სადაც ასევე 3-4 რაუნდი უნდა გაიარო. ანუ ასე არ ხდება რომ ერთხელ გაგესაუბრნენ და ამით მორჩა. ეტაპებია გასავლელი. და რაც მთავარია ყველა ეტაპზე უნდა მოეწონო წმინდა ადამიანურად, ანუ უნდა მოანდომო შენთან მუშაობა, უნდა იყო გახსნილი, მხიარული, მომღიმარი და ა.შ. მარტო ცოდნა არაფერია. მაინც ლამის ყველა კომპანიაში 1-2 თვე არის ადაპტაციის პერიოდი სადაც გაცნობენ იმ ტექნოლოგიებს, იმ მეთოდებს, იმ სოფტს თუ ჰარდვეარს რომელსაც იყენებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ კარგი ტიპის შთაბეჭდილება დატოვო ვისთანაც მუშაობა ყველას ესიამოვნება ვიდრე დაბვერილი და უჟმური პროფესიონალის.
QUOTE | ამიტომ მაინტერესებს |
მეილი მიწერე რეკრუტერს/კომპანიის წარმომადგენელს და მოთხოვე ფიდბექი, ანუ შენი შეფასება. რაღაცას მაინც გეტვიან ზოგადად რაც არ მოეწნათ.
Lucky9090
QUOTE | პირდაპირ კომპანიის საიტებიდან ნახე, შედი მაგათ საიტებზე და შეავსე აპლიკაცია, შეეშვი აგენტებს, ეგენი ძირითადად არალეგალებს უფრო ასაქმებენ
|
არ მუშაობს სისტემა ასე კომპიუტერული დასაქმების ბაზარზე. ვერ ასცდები რეკრუტერებს ვერანაირად. პირდაპირ კომპანიას დრო არ აქვს რომ ხარჯოს ასე უაზროდ ამდენი ასეული მსურველისგან. ამიტომ ხმარობენ რეკრუტერებს. მათი მეშვეობით კანდიდატების რიცხვი რამოდენიმე ასეულიდან 10-20 კაცამდე დადის, 10 კაციდან ამორჩევან ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე 400 კაციდან.
მაგალითად გუგლს, ეფლს, ამაზონს, ინტელს და ა.შ. აქვთ საკუთარი დასაქმების საიტები, მაგრამ მანდ ფულ ტაიმ პოზიციები აქვთ. ხოლო კონტრაქტზე აყვანას იგივე კომპანიები მხოლოდ რეკრუტერების მეშვეობით ახერხებენ. ამ კომპანიებში კი რომ მიგიღონ და აგიყვანონ შტატში, ძალიან ძნელი ინტევიუებია. მე მაწვალეს ერთხელ გუგლში ასე. 2 დღე მქონდა ინტერვიუ 5-7 საათი თითო დღეს, მგონი იმ განყოფილებაში ყველამ გამატარა გასაუბრება. ერთ 20 ადამიანთან მომიწია ინტერვიუ )))) ბოლოს პირი მიშრებოდა ამდენი ლაპარაკისგან )))) ბოლოს უარი მივიღე, ფიდბექი რომ მოვთხოვე, რამოდენიმე გუნდის წევრს უბრალოდ ჩემი პერსონა არ მოეწონა, ეგ იყო. რაც სრულიად ნორმალურია ასეთ შემთხვევაში. მარტო საქმე ხომ არაა ეს გუნდური სამუშაოა ანუ უნდა შენთან მუშაობა სიამოვნებდეთ კიდევაც რომ აგიყვანონ.
|