dimentiusმადლობა ვრცელი პასუხისთვის .
როგორც გავიგე ლეგალობის ოთხი გზაა ამჟამად
გრინ კარტა
ქორწინება
სამუშაო ვიზა
პოლიტიკური/ სხვა ფაქტორების გამო დევნა
.
გრინ კარტა არის იღბალი 90 პროცენტი დანარჩენი შენზეა .
ქორწინებაც იშლება ორად .გრძნობებით ან/და ფულის გადახდით. ამ გზით ამერიკაში წასვლის ალბათოა უფრო დიდია ვიდრე გრინის დროს. თუმცა აქაც გინდა იღბალი ამერიკელ გოგოს თავი შეაყვარო

.( აქვე ჩნდება კითხვა რომ დაორსულდეს ამერიკელი გოგო ქართველ ბიჭთან ეს აკისტებს რამე ვალდებულებას? და პირიქით ამერიკელმა რომ დაორსულოს ქართველი გოგო)
ფულის გადახდა და წასვლა არ მგონია კარგ გზად .ფიქტიური გარიგებაა თუმცა რისკი მცირდება თუ ნდობის ფაქტორი მაღალია .
სამუშაო ვიზა ამათში ყველაზე მაგარი მგონია იმიტომ რომ უმუშევრობის რისკსაც გიმცირებს და უფრო მჭიდრო კავშირს გიქმნის .ესეც არ მგონია რთული თუ მიზანდასახული ხარ და კომუნიკაბელური .და მოხვდები იმ კომპანიაში საქართველოში რომელსაც სათაო ან ფილიალი აქვს ამერიკაში.
და ბოლოს ყველაზე რთულიდა არასასიამოვნო პოლიტიკური მგონია.ან გეობის / ლეზბიანკობის დაბრალება .დევნის დამტკიცება და თავის დამცირება .ეს გზა მხოლოდ არალეგალად წასვლას თუ ჯობია სხვა მხრივ მაქსიმალურად უნდა შეიკავო თავი.
თუ გავაანალიზებთ ისეთი რთულიც არაა წასვლა .მთავარი მერე იწყება რადგან იქ ყოველი დღე ძვირი ჯდება და თუ ვერაფერს იშოვი მათხოვრად დარჩები და გამობუნძულდები უკან .თუმცა თუ ის მოახერხე რომ ლეგალად გაჩითე თავი იქაც არგაგიჭირდება მოძებნა და ორ თვეში მინიმუმ თავის შესანახ ფულს იშოვი თუნდაც მუშად რომ იყო და პარალელურად ეძებო .
ეკონომიკის სიძლიერით ლიდერია ამიტომ ნამდვილად არ ჭირს იმდენის შოვნა მაინც რომ შიმშილით არ მოკვდე .
ტრამპის არჩევა ჩემი აზრით კარგია ლეგალებისთვის ,ან ვისაც ამ გზით უნდა წასვლა .სამუშაოზე აყავდათ არალეგალები იმიტომ რომ უფრო მონურად ამუშავებდნენ ახლა კი ლეგალი სანამ მის პროფესიის სამუშაოს იპოვნის შეეძლება ცოტა ფული ისეც იშოვოს .
ძალიან ხშირად წერენ რომ შორიდან სხვანაირადა ჩანსო და ციდან არ ცვივა ფულიო მაგრამ მაინც მგონია ნებისმიერი მოქალაქე რომელიც საქარატველოდან წავიდა იმაზე მეტ შემოსავალს იღებს ვიდრე აქ შოულობდა და იქ უფრო მეტი გასაქანია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის .