Waiting-for-kharchoLucky9090ამ საქმეზე მუშაობა რომ დაიწყო თავიდან ლიცენზია არ გინდა.
კომპანიას უნდა ქონდეს ლიცენზია და მის ქვეშ გაქვს უფლება რომ იმუშავო.
მე 1 თვე ვდიე უფასოდ დამხმარედ ჩემს მეგობარს და მერე ჩემით გავედი უკვე.
თავიდან მაძლებდნენ ბანძ ტექნიკას და დღეში 3-4 შეკვეთას.
ბევრს ვჩალიჩობდი და დიდი დრო მიქონდა თავიდან რა თქმა უნდა პრობლემი პოვნა და მის შეკეთებას.
არის კარგი რესურსი იუთუბზე თავიდან ძირითადად მას ვიყენებდი:
https://www.youtube.com/channel/UCGIWoFCiw_H5SW4sHWFzQSwაქ შეგიძლიათ ნახოთ იაფიანი ტექნიკის შეკეთების და ტრაბლშუტინგის ლამის ყველა ხერხი.
მთავარი რაც არის ისწავლოთ მულტიმეტრთან მუშაობა და ელექტრუი ქსელები ტექნიკის, ანუ ელექტრო დენი როგორ მოძრაობს მასში.
ვინაიდან პრობლემების 90% ზუსტად რომ ელექტრონული ხასიათის არის.
ასევე ბევრ ტექნიკას თავისი დიაგნოსტიკის მეთოდები აქვს და თვითონ გიწერს კოდს თუ რა ჭირს. იმ კოდების დაგუგლვა უნდა შეგეძლოთ და პირდაპირ დეფექტურ ნაწილზე გასვლა.
ასევე ყველა ტექნიკას უკან, ქვეშ აქვს ამოკრული ფურცელი ელექტრო ქსელის. მისი კიტხვაც უნდა შეძლოთ.
ასევე უნდა ისწავლოთ თუ რომელ ნაწილზე რამდენი ვოლტი მიდის, 120 თუ 220, შეიძლება 24 ვოლტი და ა.შ.
მე ამ საქმეში 1 აპრილიდან ვარ ანუ 8 თვე და უკვე აღარ მაქვს შემთხვევები რომ მივიდე და ვერ გაუგო რა ჭირს ტექნიკას და ვერ შევაკეთო.
მაგრამ იაფ ტექნიკაზე დიდ ფულს ვერ იშოვი. უნდა დაიწყო ძვირი ტექნიკის კეთება რაც რა თქმა უნდა სარისკოა. ვინაიდან ძვირი მწარმოებები იუთუბზე არ დებენ თავის მანუალებს და არც ნაწილების ნომრებს. მათი დილერი უნდა იყო რომ ელემენტარულად ნაწილი მოგყიდონ. ამიტომ სანამ ძვირიანზე გადახვალთ უნდა იაფიანზე წაიმტვრიოთ ცხვირპირი რამოდენიმეჯერ, გაიგოთ მუშაობის პრინციპი.
ტექნიკის მუშაობის პრინცციპები რომ გეცოდინებათ მერეძალიან ადვილია.
ნელნელა შეგიძლიათ აიღოთ BEAR ლიცენზია, ეს არის კალიფორნიის
http://www.bearhfti.ca.gov/160$ გადაიხდი ანკეტას შეავსებ და მორჩა უკვე ხელოსანი ხარ ))
მერე შეგიძლია აიღო refrigeration licence, ეს უამრავია და გაძლევს უფლებას რომ ფრეონით წვრილმანი სამუშაოები აკეთო, ანუ მაცივრის სისტემა შეავსო ან დაამატო ფრეონი. თან ფრეონს არ მოგყიდიან მაღაზიაში თუ ეგ ლიცენზია არ გაქვს.
აი მერე შეგიძლიათ აიღოთ HVAC ლიცენზია, ეს უკვე Sigler მაღაზიაში ბარდება და სპეციალური წიგნები არის, მაგრა არც ეგაა რთული. მე არ მაქვს მაგალითად ეგ. ვინც ამ ბიზნესში დიდი ხნით აპირებთ მათ ვურჩევ, ხოლო ვინჩ ჩემასავით დროებით ფულის საკეტებლად მე არ მინდა.
კომპანიის ლიცენზიის ქვეშ მაინც შემიძლია მათი შეკეთება.
იუთუბი და გუგლი არის ყველაზე კარგი მეგობარი ამ საქმეში.
ტექნიკის სქემები არის აქ:
http://www.searspartsdirect.com/newhp.htmlhttps://www.repairclinic.com/ძვირიანი ტექნიკის აქ:
Viking:
http://authorizedvikingparts.com/part-finder.htmlSub Zero/Wolf
http://www.wcpdistributing.com/order/PartsManuals.aspThermador, Dacor
http://www.searspartsdirect.com/newhp.htmlhttps://www.repairclinic.com/La Cornue
http://www.lacornueusa.com/homeამ ბრენდთან ფრთხილად იყავით ვინაიდან ძაან ძვირია გაზქურები 100-150 ათასი ღირს და თანხა წინასწარ უნდა აიღოთ რემონტის რომ არ დააქენსელოს კლიენტმა. მაგრამ კარგი ფული რჩება )))