cuoreმარტო არ იყო ხო ალბათ გასული 2 ვარსკვლავიანი რომელიც არის?
როგორ არის იცი მანდ რისკის მხრივ სამსახურსაც უყურებენ ამას აშკარად მივხვდი.
ანუ ერთიდაიგივე სამსახურში რაც მეტი ხანი გაქვს სტაჟი უფრო გენდობიან. ჩემ ერთ მეგობარს ერთი ვარსკვლავი აქვს არსად ყოფილა მაგრამ ერთიდაიგივე სამსახურშია 10 წელია.
აი ლანსკიმ რომ თქვა წინა გვერდებზე მეც ვეთანხმები ტყუილად არ იქნება ეგ ვარსკვლავები ბევრი კომპონენტი იქნება ჩადებული რაც ლოგიკას ექვემდებარება
და ჩვენთვის არაა ცნობილი ალბათ ასე საზოგადოდ არ ასაჯაროვებენ.
მეც მკითხა იმ გოგო კონსულმა რამდენი წელია მუშაობ მანდო და რომ ვუთხარი კითხვა აღარ დაუსვავს. რამდენად სანდო და პასუხისმგებლიანი ტიპი ჩანხარ მაგაზეც ბევრია დამოკიდებული. მიჯაჭვული რომ ხარ ერთიდაიგივე სამსახურზე წლები სადაც მხოლოდ ზრდა გაქვს იშვიათად მერე გადაიკარგო სხვა ქვეყანაში.
ხელფასი რაც მქონდა იმაზე ნაკლები ჩავწერე აპლიკაციაში. შემეშალა

ნუ 150 ლარით შემეშალა მაგრამ აშკარად ვგრძნობდი რომ ისეთი მყარი ნდობა გაუჩნდა ჩემს მიმართ მაგას აღარ ქონდა მნიშვნელობა.
ყველაფერში ჩანს ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობა. მანქანა 8 წელია მყავს 2 ჯარიმა მაქვს მარტო ამ ხნის განმავლობაში , როცა ხალხი ყოველთვე იხდის.
კანონი არასდროს დამირღვევია პირიქით დამრღვევებს მივუთითებ ხოლმე . სადღაც კიდევ აუცილებლად გამოჩნდებოდა ის თუ როგორი ვარ, ჩემი საქციელების მიხედვით.
ყოველთვის არის გზა კანონიერად გადაწყვიტო ყველაფერი
აქ რასაც გაკვირდები შენ ისეთი ყურადღებიანი ხარ. ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდები ყველაფერ ამას , იმდენჯერ ზომავ და ისე ითვალისწინებ ყველაფერს არ მგონია , რომ პრობლემა შეგექმნას ვიზაზე. დარწმუნებული ვარ სწორად დაგეგმავ
This post has been edited by lilu777 on 9 Dec 2016, 13:20