არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, საშინელი დონეა მომსახურების.
ვოლგრინსში ვიყავი დღეს გამოწერილი მედიკამენტის ასაღებად. ნახევარი საათი ბოდიალობდა რაღაცას ფარმაცევტი, დადგა 90იანებში რომ პურის რიგები იყო იმხელა რიგი.
ერთი ტიპი ნახევარი საათი ელოდებოდა რომ 1 დოლარიანი ვაუჩერით ესარგებლა (

)
ასეთივე ნელი მომსახურებაა ტარგეტში, სეიფვეიში. ხშირად ჰყავთ ხანშიშესული მოლარეები და მომსახურე პერსონალი, ძლივს რომ ხედავენ ეკრანზე რა წერია.
მოლარეები ეჭორავებიან კლიენტებს ესეთი არაფერი მინახავს და უკან იმხელა რიგია ხოლმე, მენეჯერს კი არანაირი პრეტენზია არ აქვს. სალაროები ცარიელია და ორი კაცი მუშაობს ხოლმე კილომეტრიანი რიგებით.
თან აშკარად შეგუებულები არიან ეს ხალხი თუ რა ხდება. მოთმინებით ელოდებიან. ალბათ უკეთესი მომსახურება არც უნახავათ თვალით და ჰგონიათ რომ ესეც უნდა იყოს.
მოკლედ სელფ ჩეკაუტით ვცდილობ ვისარგებლო ხოლმე თუ ბევრი პროდუქტი არ მაქვს , ისე ნერვოზი მემართება ბოდიალა პერსონალზე
This post has been edited by Iron Butterfly on 24 Jan 2017, 08:25
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka