რა მასშტაბური რევიუ დაგიწერია

მადლობა, საინტერესოდ იკითხება.
მე ვიტყვი საკუთარ მაგალითზე, ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, კულტურაზე, ბუნებაზე, ხალხზე, მაგრამ არ გამიჭირდება. არ მოვინატრებ, ანუ.
კარიერა - მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის მქონდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ანაზღაურება არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი, მთელი ცხოვრება ოჯახი მეხმარებოდა.
მაგრამ, შეიცვალა სიტუაცია და ძაან ცოტა ხანი დამჭირდა გასააზრებლად... ერთი შეხედვით პრეტენზიული ტიპი ვჩანვარ, ცხოვრების ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ამ კრიზის დროს ისეთი ადაპტაციის უნარები გამოვამჟღავნე, მიკვირს )))
დიდ ქალაქს რაც შეეხება, მოსკოვში ვცხოვრობდი პერიოდულად. პირველ ჩასვლაზე საერთოდ ვერაფერი გავიგე, უზარმაზარი მეჩვენა. ყინვები დაემთხვა, მაგრამ ამინდი ჩემზე არ მოქმედებს, ზამთარი მიყვარს. მეორედ ზაფხულში ვიყავი, ხშირად მიწევდა მარტო დარჩენა და გადავწყვიტე მე თვითონ შემესწავლა ქალაქი.
მოვიარე ყველაფერი, ვაკვირდებოდი ხალხს, დავდიოდი ყველა ხელმისაწვდომ ივენთზე...
ნიუ-იორკში ამის ფუფუნებს არ მექნება, თავიდან, მაგრამ მე არ მინდა მინდა ფული დავაგროვო მანდ და მეტი არაფერი, სადაც ხარ იმ გარემოს ნაწილი უნდა გახდე და შენიც აჩვენო... რავიცი, მე არ მერთულება

ბრიტანული ინგლისური ისედაც არ მიზიდავს, ამერიკული ინგლისური სასიამოვნოდ ჩამესმის, ნახევარს ვერ ვგებულობ, ოღონდ

სამუშაო მაქვს ენის გაუმჯობესების კუთხით...
მოკლედ, მიხარია მიხარია და კიდევ ერთხელ მიხარია, რომ მივდივარ ♥
lilu777