#49939217 · 15 Feb 2017, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
^O^
QUOTE | ფიფლ, ძაღლების გასეირნების გამოცდილება ვის გაქვთ ?
|
რა გამოცდილება უნდა მაგას )))) გირჩევ რაიმე პროფესია აითვისო, მსგავსი რამ არის საკუთარი პოტენციალის არ გამოყენება
nukri-tura
QUOTE | რამდენად რეალურია გრინ ქარდის მოგება ?
|
შარშან 16 მილიონმა ადამიანმა შეავსო, მოგების წერილი მიუვიდა 125.000 ადამიანს. ამ 125.000 არჩევენ და გასცემენ მხოლოდ 55.000 ვიზას. ანუ წელს მოგების შანსი იყო 1/290,000, მოკლედ 300 კაციდან 1 იგებს. ანუ პროცენტებში 0,3%.
QUOTE | ან როგორ შეიძლება მოგების შანსის გაზრდა ?
|
ილოცო, მკითხავი, რიტუალები და ა.შ. გააჩნია რისი გწამს )))
* * * Mimi_2016
QUOTE | ვინმემ შეგიძლიათ დაწეროთ 100 დოლარის ფარგლებში (თვეში) რომელი დაზღვევა შეიძლება აიღო ადამიანმა? ნორმალური პირობებით
|
არცერთი ნორმალური პაკეტი არ ღირს მაგდენი.
თუ მარტოკინა ხარ 500-700 გადახდა მოგიწევს, ისიც დედაქტიბელი გექნება.
ხოლო თუ ოჯახი დაეზღვევით ეს უფრო გაგიაფებს დაზღვევას, საშუალო პაკეტი 1000-1200 ღირს 4 სულიან ოჯახზე. ესეც იმ შემთხვევაში როცა სამსახურიდან ყიდულობ დაზღვევას, ასე უსამსახუროდ რომ მიხვიდე და შენით აიღო უფრო ძვირი ღირს.
sandrikia
QUOTE | მაინტერესებს მანდ ჯარში როგორ უნდა დავიწყო სამსახური? |
ლამის ყველა ქალაქში აქვთ პუნქტები გახსნილი მოიძიე მიდი და გაესაუბრე ყველაფერს აგიხსნიან, ქვეყანა ბროშურებსაც მოგცემენ )))
QUOTE | ამბობენ კაი ხელფასებიაო და ა.შ |
ხელფასები არ აქვთ მაღალი. ბენეფიტები აქვთ კარგი, სამედიცინო დაზღვევა, კოლეჯის დაფინანსების პროგრამები, სახლის იპოთეკა და საპენსიო პაკეტი.
sandrikia
QUOTE | და რარაც მიზეზი ხო უნდა ქონდეთ რომ ჩამოგართვან |
- თუ ჩაიდენ დანაშაულს - თუ დამალავ გადასახადს - თუ არ იცხოვრებ ამერიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ა.შ.
* * * sandrikia
QUOTE | კაცო კიდე ერთი კითხვა მაქ. რომ ვბრუნდებოდი ამერიკიდან. აი ბეჭედი არ დაარრტყეს პასპორტს გაატარეს რაღაცაზე დაადეს დაიწკაპუნა. ეხლა კომპიუტერიზირებულია თუ რა თემაა? აქედან რომ შევედი ზაფხულში ჩვეულებრივად ჩაარტყეს ბეჭედი. |
დაიკიდე ჯობია, რამდენიც ამათმა პასპორტის რეგისტრაციის წესი შეცვალეს იმდენი თუ ინერვიულე მალე დაბერდები )))
Champagne_Supernova
QUOTE | გამარჯობა. მაინტერესებს, ვთქვათ, ახალი ჩამოსული ხარ შტატებში, სანამ სამსახურს იშოვი, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა გჭირდება, რომ ცხოვრება შეძლო? თვეში რა ხარჯებია საშუალოდ ბინისთვის, საჭმლისთვის და ა.შ.? ნიუ იორკში და ლოს ანჯელესში. |
მსგავს კითხვებზე სხვა ვერ გიპასუხებს, შენ უნდა იპოვო პასუხი, ვინაიდან ხარჯები არის ძაან განსხვავებული. ყველაფერი დამოკიდებულია რომელ უბანში გინდა ცხვრება, კარგი თუ ცუდი სკოლებით, მშვიდი თუ ხმაურიანი უბანი, წყნარი თუ კრიმინალით სავსე, ასევე სახლში აკეთებ საჭმელს თუ გარეთ ჭამ, ასევე ფეხით მოძრაობ თუ მანქანის ყოლას აპირებ და ა.შ.
ჩამოწერე სია შენი მოთხოვნილებების, მერე შედი და სათითაო პუნქტზე მოიპოვე ინეტში ინფორმაცია ფასებზე, - ანუ რომელ უბანში გინდა ცხოვრება, რომელ ქუჩაზე, ნახე ქირა. - შედი ნებისმიერ მარკეტის საიტზე შეადარე საკვების ფასები რასაც მოიხმარ და დათვალე - ასევე ტრანსპორტის აბონემენტის ფასი ნახე სხვადასხვა ქალაქებში სხვა ფასი აქვს - კვების ობიექტებშიც ნახე ფასები - მანქანის ფაებიც, დაზღვევის ფასებიც - ტელეფონის ფასებიც ონლიინ არის და ა.შ.
შენზე უკეთ და ზუსტად ამას არავინ დაითვლის.
QUOTE | დაახლოებით, რამდენი უნდა გედოს ანგარიშზე? |
როგორც მინიმუმ იმდენი რომ შეესაბამებოდეს შენი მოგზაურობის მარშრუტს და მიახლოებით რომ ფარავდეს მის ხარჯებს, ანუ მოგზაურობის ადეკვატური რომ იყოს.
თუ მხოლოდ ერთ ქალაქში ჩადიხარ შეგიძლია ცოტა თანხა ანახო, ხოლო თუ მთელი ამერიკის მოვლა გაქვს გაწერილი ალოგიკურია რომ რამოდენიმე ათასით შეხვიდე.
ანუ ეგეც სრულიად შენი დაგეგმილი მარშრუტიდან და შენი მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს.
QUOTE | აბა, სავიზო აპლიკაცია უნდა შეავსო და სულ ეგაა? |
კი - ფორმა დს 160 - მოსაკრებელი - პასპორტი
ეს სრულიად საკმარისია რომ ვიზა მიიღო.
დანარჩენი ინფორმაციას უთიტებ ფორმა 160-ში.
QUOTE | მაშინ რატომ იხდის ხალხი ამდენ ფულს ამერიკის ვიზის მისაღებად? |
იმიტომ რომ ჭკუა არ აქვთ, ან თაღლითების მსხვერპლნი არიან.
QUOTE | რაღაც სპეციფიკურ საბუთებს არ ითხოვენ ანუ ? |
არა. მხოლოდ ამათ: - ფორმა დს 160 - მოსაკრებელი - პასპორტი
illusions
QUOTE | ჩემი პოსტების წაკითხვამ თუ დაგღალა შეგიძლია გაატარო, იმიტომ რომ სანან არ ვიპოვი ან აქ ან სხვაგან არ გავჩერდები
|
ფიქტიური ქორწინება არის დანაშაული, რომელიც ამერიკის მოქალაქისთვის შეიძლება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთიც კი დასრულდეს , ან ფულადი ჯარიმის სახით 150,000 ოდენობით. ხოლო გრინ კარტიანისთვის მისის ჩამორთმევით და სამუდამო ბანით.
ალბათ ეს არის იზეზი რომ არავინ ასე ღიად არ გეხმაურება.
ანუ იგივეა მანქანების თემაში რომ დაწრო ვიყიდი იაფად მოპარულ ავტომანქანას.
მსგავსი ფიქტიური ქრწინება ხდება კი და ხალხიც ფულს იხდის. მაგრამ ასეთ ადამიანს მოძებნა უნდა, ასევე მისი ნდობა უნდა მოიპოვო, ინტერესი აღუძრა ფინანსური თუ სხვა და ა.შ. მე გირჩევ ჩამოხვიდე ამერიკაში, გაიცნო ადგილზე ვინმე, იკითხო, ნდობა მოიპოვო და შესთავაზო რაიმე საქმიანი წინადადება.
ასე შორიდან მე ძაან არაეფექტურად მიმაჩნია, შენი ცდები. ჩადი ადგილზე და ბევრად მეტ ემიგრანტს, გრინიანს თუ მოქალაქეს გაიცნობ, რა იცი შეიძლება ვინმე დაგთანხმდეს.
ასე შორიდან არავინ გენდობა, ან რატომ უნდა გენდოს დაფიქრდი აბა, ამხელა კრიმინალზე შენ წახვიდოდი უცნობთან?
ასევე არსებობს სოც ქსელები, დაუმეგობრდი ამერიკელს, გაიცანი, ჩამოდი, გაერთე,დააინტერესე შენი თავით და შესთავაზე ასე ნამდვილად უფრო მალე მიაღწევ მიზანს.
|